კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ეპითეტით ამკობდა ცუდ ადამიანებს სტალინი

 

რუსეთის ისტორიაში სულ სამი ადამიანი იყო, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობით დიდი და ნათელი კვალი დატოვეს. ასეთებს მიეკუთვნებიან – ივანე მრისხანე, პეტრე დიდი და იოსებ სტალინი. თუ ივანე მრისხანემ დაიწყო დაქუცმაცებული, დანაწევრებული ტერიტორიებისა და გაფანტული ტომების გაერთიანება, მაშინ პეტრე დიდმა შექმნა რუსეთის სახელმწიფო. მაგრამ შეიძლება, თამამად ითქვას, რომ პეტრეს შემდეგ რუსეთი პასიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და თითქმის მიძინებული იყო. ის სტალინმა გამოაღვიძა თავისი მაღალი მომთხოვნელობითა და მკაცრი დისციპლინით, მიაღწია ხალხთა შემჭიდროვება-დაახლოებას, შექმნა ეკონომიკურად მაღალგანვითარებული და პოლიტიკური თვალსაზრისით, მსოფლიოს ზესახელმწიფო.

რატომ აირჩიეს 1922 წლის 3 აპრილს სტალინი რკპ (ბ) ცკ-ს გენერალურ მდივნად? ეს სრულიად ბუნებრივად და გამართლებულად ჩათვალეს, რადგან პარტიის სხვა ლიდერების უმეტესობა ოქტომბრის გადატრიალებამდე უცხოეთში, კერძოდ კი, ევროპის ქვეყნებში ცხოვრობდა, სადაც მწერლებად და ორატორებად ჩამოყალიბდნენ. მათგან განსხვავებით, სტალინი 1917 წლის ოქტომბრის ამბების პრაქტიკული და მთავარი ორგანიზატორი იყო. იგი იმ დროს მთავარ იარაღად იყენებდა ხალხის მასებთან მჭიდრო კონტაქტებს და პრაქტიკულ ქმედებებს. რაც მთავარია, ის ხალხს უნერგავდა მომავლის იდეალებსა და რწმენას.

მხოლოდ სტალინს ხელეწიფებოდა, პრაქტიკულად განეხორციელებინა ტექნიკურად ჩამორჩენილი და ეკონომიკურად გაჩანაგებული აგრარული რუსეთის მომავლის პერსპექტივა, გადაექცია ის მაღალგანვითარებულ, მძლავრ ინდუსტრიულ ქვეყნად, გაემარჯვა ფაშიზმზე, გადაერჩინა მსოფლიო და კაცობრიობა ფაშიზმის ჭირისგან. რომ საბჭოთა კავშირი გადაექცია მსოფლიოს ზესახელმწიფოდ და მშვიდობის ბურჯად. მიუხედავად სტალინის შთამბეჭდავი წარმატებებისა და მშვიდობისმოყვარეობისა, იგი გამოიყვანეს რეპრესიების დამწყებად, დესპოტად, მტარვალად, ჯალათად, მონსტრად და ასე შემდეგ. არადა, ტერორისა და რეპრესიების ფუძემდებლად და სულისჩამდგმელად ითვლებოდა ლენინი, რომელიც დედით ებრაელი, ხოლო მამით ყალმუხი იყო. სწორედ ლენინის მოთხოვნით დაიწყეს ლოზუნგების გავრცელება: „დაარტყით კონტრას!“, „დაარტყით ბურჟუებს!“, „დაარტყით მღვდლებს!“ და ასე შემდეგ. თუ რას უშვებოდნენ იმ დროს ამ ხალხს, ალბათ, ყველასთვის მისახვედრია და განსჯას არ ექვემდებარება.

რუსეთში იმჟამინდელი სამოქალაქო ომისა და „წითელი ტერორის“ მოთავე და ორგანიზატორი იყო იაკობ სვერდლოვი. მან და ლევ ტროცკიმ ძალზე ბევრი გააკეთეს იმისთვის, რომ გაენადგურებინათ რუსეთის გენეტიკური ფონდი. ცნობილია, აგრეთვე, რომ 1919 წლით არის დათარიღებული იაკობ სვერდლოვის დირექტივა – „მდიდარი კაზაკებისა და საერთოდ, ყველა კაზაკის განადგურების შესახებ“. უფრო შემზარავი იყო „დირექტივა“ – „ვისაც იარაღი აქვს, ყველა ადგილზე დაიხვრიტოს, პრაქტიკულად, ისინი მოისპონ“.

1920 წელს ნიკოლოზ ბუხარინმა, განაზოგადა რა თავისი პრაქტიკული გამოცდილება, დახვრეტას უწოდა „კაპიტალისტური ეპოქის ადამიანური მასალიდან კომუნისტური კაცობრიობის გამომუშავების მეთოდი“. 1930 წელს კი, იგივე ბუხარინი წერდა, რომ „კულაკებთან ტყვიის ენით უნდა ილაპარაკო“.

ასე და ამგვარი რამ სტალინს თავის საჯარო გამოსვლებში არასოდეს უთქვამს და არც პრესაში დაუწერია. ანტისტალინელები ბევრს ცდილობდნენ, მოეძებნათ სტალინის რეზოლუცია ვინმეს დახვრეტის შესახებ, მაგრამ ასეთს ვერსად მიაგნეს. მისი შრომებიდან და ჩანაწერებიდან ცნობილია მხოლოდ ერთადერთი სიტყვა – „სალახანა“, რომელსაც ის ხშირად ხმარობდა.

არცთუ ისე დიდი ხნის წინათ, რუსი ნაციონალ-შოვინისტები მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ლენინს, ტროცკის, ბუხარინს, კამენევს, ზინოვიევს, სვერდლოვს, ტუხაჩევსკისა და სხვებს ლამის ანგელოზებად ხატავდნენ, ხოლო 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ მომხდარ ყველა დანაშაულს, რეპრესიებსა და უბედურებას სტალინს აბრალებდნენ. უფრო მეტიც, მიხაილ გორბაჩოვის დროს ნამდვილი დამნაშავეების გამართლება და რეაბილიტაცია მოახდინეს. კარგად აქვს მათზე ნათქვამი მოლოტოვს: „...ახლა მიღებულია, რომ ნამდვილი მტრები წარმოგვიდგინონ სტალინისდროინდელ მსხვერპლებად“...

30-იანი წლების დამდეგს ქვეყანაში ადგილი ჰქონდა დიდი მასშტაბის ტერორისტულ აქტებს, მავნებლობას, საბოტაჟს და, რაც მთავარია, აქტიურად მოქმედებდა გერმანიის „მეხუთე კოლონა“. აქედან გამომდინარე, მათ წინააღმდეგ ჩატარდა რეპრესიები, რომლებსაც ბევრი უდანაშაულო ხალხიც შეეწირა. ასეთ შემთხვევაზე ამბობენ, რომ „როდესაც ტყეს ჭრიან, ნაფოტებიც ცვივა“.

საერთოდ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რევოლუცია იქნება თუ სამხედრო გადატრიალება, სწორედ მაშინ ხდება სისასტიკე და ძალადობა, იწყება სამოქალაქო დაპირისპირება და ყოველივე ეს კი, საბოლოო ჯამში, იწვევს ძმათა მკვლელობას და ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტას. იმისთვის რომ, ბოლო მოეღოს გამხეცებული ხალხის დანაშაულებრივ ქმედებებს, ქაოსს და ანარქიას, საჭირო და აუცილებელია, არ დავუშვათ ძალადობა და სისხლის ღვრა, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვიმოქმედოთ დემოკრატიული გზით, რომ ქვეყანაში მოქმედებდეს კანონთა დიქტატურა, მისი უზენაესობა, მისდამი მორჩილება და შესრულება. უინსტონ ჩერჩილის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს თუ დავუჯერებთ, მაშინ „დემოკრატიაზე ცუდი არაფერია, მაგრამ მასზე უკეთესი სხვაც არაფერია“.

ვიმეორებთ, რომ ავადსახსენებელი სტალინური რეპრესიების დროს, სხვადასხვა ბრალდებებით სულ მსჯავრდებულია 442 581 კაცი, აქედან დახვრეტილია – 10 101.

საილუსტრაციოდ მოგვყავს შემოკლებული ინფორმაცია, ორი რეპრესირებული ქართველის შესახებ. 1958 წელს საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურებში გამოიძახეს ადრე რეპრესირებული, შემდგომში საქართველოს სახალხო არტისტი გრიგოლ კოსტავა და მას სრული რეაბილიტაციის დოკუმენტი გადასცეს, მაგრამ გრიგოლ კოსტავამ ის უკან დააბრუნა შემდეგი სიტყვებით: „ათი წელი სწორად მქონდა მოსჯილი. ვიყავი ტროცკისტულ ორგანიზაციაში და ახლაც ვამაყობ იმით, რომ ვებრძოდი არსებულ ხელისუფლებას“...

1986 წელს გავიცანი ყოფილი რეპრესირებული ბიკენტი ჯმუხაძე. ჩემს შეკითხვაზე – თუ რატომ იყო ის 20 წელი გადასახლებული კოლიმაზე და მის საქმეში სტალინს რა პირადი წვლილი მიუძღოდა? – მან ასე მიპასუხა: „მე, პირტიტველა ბიჭი რაჭიდან თბილისში ჩამოვედი და უნივერსიტეტში ჩავაბარე. 1936 წელს მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც ჩემი თავქარიანობით შევედი უნივერსიტეტში ჩამოყალიბებულ არალეგალურ ორგანიზაციაში – „თავისუფალი საქართველო“. მაგრამ „ჩეკამ“ ორგანიზაციაში ორი აგენტი „ჩაგვინერგა“ და მათ დაგვასმინეს, რის შედეგადაც დაგვაპატიმრეს, გაგვასამართლეს და კოლიმაზე გვიკრეს თავი. რაც შეეხება სტალინს, მან რა იცოდა, რას აკეთებდა ვიღაც ბიკენტი ჯმუხაძე. აქაურებმა დაგვიჭირეს და გამოგვიტანეს განაჩენი. სტალინის სულს ვფიცავარ, რომ მან ჩვენს საქმეზე არაფერი იცოდა და არც არაფერ შუაში იყო“. აქ კომენტარები ზედმეტია.

სტალინის დროინდელი რეპრესიები ჩატარდა 1937 წლის მარტიდან 9 თვის განმავლობაში, მაგრამ უკვე 1936 წლის 14 თებერვალს სკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის პლენუმმა, სტალინის ხელმძღვანელობით, განიხილა და გააანალიზა აღნიშნული რეპრესიების მიმდინარეობის პროცესში დაშვებული შეცდომები, სათანადო შეფასება მისცა მათ გამომწვევ მიზეზებს და უდანაშაულოდ დასჯილთა შემდგომი რეაბილიტაციისთვის დასახა ქმედითი ღონისძიებები. პლენუმმა თავისი დადგენილებით აღიარა 1937 წლის რეპრესიების დროს დაშვებული შეცდომები და დაგმო ისინი.

სტალინის რეაბილიტაცია და მისი სახელის აღდგენა ჯერ კიდევ ლეონიდ ბრეჟნევის დროს იყო გათვალისწინებული, როდესაც 1979 წლის დეკემბერში სრულდებოდა სტალინის დაბადებიდან 100 წლისთავი, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა იური ანდროპოვისა და ზოგიერთი მისი თანამოაზრის წინააღმდეგობიდან გამომდინარე. სხვათა შორის, იური ანდროპოვმა პოლიტბიუროს იმჟამინდელ სხდომაზე ლეონიდ ბრეჟნევი და სტალინის სახელის აღდგენის სხვა მომხრეები, შემდეგი სიტყვებით დააფრთხო: „ამ შემთხვევაში, რა ვუთხრათ მსოფლიოს კომუნისტური და მუშათა პარტიების ბელადებს?“

გავიდა ხანი და ცნობილი გახდა სკკპ ცკ-ს პოლიტბიუროს 1984 წლის 12 ივლისის სხდომის სამუშაო ჩანაწერებიდან ზოგიერთი გამომსვლელის სიტყვა, რომლებიც გაზეთ „სოვერშენნო სეკრეტნოში“ (¹3. 1995 წელი) გამოქვეყნდა. პოლიტბიუროს სხდომას ხელმძღვანელობდა იმჟამინდელი სკკპ ცკ-ას გენერალური მდივანი კონსტანტინე ჩერნენკო.

აი, რა თქვა ამ სხდომაზე უსტინოვმა: „საერთოდ არ იყო საჭირო ის აღმაშფოთებელი უმსგავსობა, რაც ხრუშჩოვმა სტალინის მიმართ დაუშვა. რაც არ უნდა თქვან, სტალინი – ეს ჩვენი ისტორიაა. ჩვენთვის არც ერთ მტერს არ მოუტანია იმდენი ზიანი და უბედურება, რამდენიც ხრუშჩოვმა მოგვიტანა“...

მოგვყავს ტიხონოვის სიტყვები: „ხრუშჩოვმა ჩვენ და ჩვენი პოლიტიკა გასვარა. ის მთელი მსოფლიოს თვალში გააშავა“.

პოლიტბიუროს სხდომაზე უმრავლესობის მიერ გამოითქვა აზრი სტალინის სახელის რეაბილიტაციის აუცილებლობის შესახებ. აგრეთვე, ითქვა, რომ უპირველესად, 1985 წლის 8 მაისისთვის, ფაშიზმზე გამარჯვების 40 წლისთავი აღინიშნოს იმით, რომ ქალაქ ვოლგოგრადს დაუბრუნდეს სტალინგრადის სახელი და ასე შემდეგ. მაგრამ ჩერნენკოს უეცარმა გარდაცვალებამ ყოველი ჩანაფიქრი განუხორციელებელი დატოვა. უფრო მეტიც, სულ მალე, გორბაჩოვის ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე, დაიწყო სტალინის კრიტიკის გააფთრებული აღორძინება და აქედან გამომდინარე, მის მიმართ ნაციონალისტურ-შოვინისტური გამოხდომები, რასაც ზოგიერთი ქართველი ანტისტალინელიც აჰყვა. ასეთ ანტისტალინურ გამოხდომებს, გორბაჩოვის ხელმძღვანელობით, ახორციელებდნენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. თვით გორბაჩოვი ისეთ პოზას იკავებდა, თითქოსდა ჩრდილში იდგა და მას არაფერი ეხებოდა.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ, მისი ღირსეული მემკვიდრე და საქმის გამგრძელებელი არავინ აღმოჩნდა. აი, რას ამბობდა კოსოლაპოვი თავის მოხსენებაში – „პიროვნების კულტისა და მისი შედეგების შესახებ“ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მან წარმოთქვა კომუნისტური პარტიების კავშირის სკკპ-ს ოცდამეთორმეტე ყრილობაზე: „სტალინის გარდაცვალების შემდეგ, პარტია უკვე აღარასოდეს უმართავს მისი რანგის მოღვაწეს, რომელსაც შეეძლო, ბრწყინვალედ შეეთავსებინა ფართო მსოფლმხედველობის შორსმჭვრეტელი თეორეტიკოსისა და წარმოებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების უდიდესი ორგანიზატორის შესაძლებლობები. სკკპ-ს უმაღლეს ხელმძღვანელობაში განათლებული საზოგადოებათმცოდნენი უკვე აღარ ფიგურირებდნენ“.

სტალინის დროს დაწყებულ უდიდეს გაქანებას მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, ეკონომიკაში, მეცნიერებაში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში ისეთი მძლავრი ბიძგი ჰქონდა მიცემული ქვეყანაში, რომ ეს სტალინური გაქანება თითქმის 50 წლამდე გრძელდებოდა. გრძელდებოდა ინერციით და თვითდინებით მანამდე, სანამ საბოლოოდ არ დაიშალა სტალინის მიერ შექმნილი საბჭოთა კავშირი.

 

 

скачать dle 11.3