კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ უწოდა ზოი სალდანიას „გოგონა-კოსმოსი“ და რა აკავშირებს მას „ტიტანიკის“ რეჟისორ ჯეიმს ქამერონთან


„მე საერთოდ ვერ ვხვდები, რას ნიშნავს სიტყვა ამპლუა. ვფიქრობ, რომ ეს არის ერთგვარი იარლიყი: შავკანიანი ქალი, ცეცხლოვანი ლათინო-ამერიკელი... ჩემს პირად წარმატებად მიმაჩნია, ის ფაქტი, რომ მე ვთამაშობ როლებს, რომლებიც იწერება თეთრკანიანებისათვის და სხვადასხვა კატეგორიის ქალებისათვის“, – ეს სიტყვები ეკუთვნის ახალ ჰოლივუდელ ვარსკვლავს ზოი სალდანიას, ლეგენდარული „ტიტანიკის“, ასევე ლეგენდარული რეჟისორის, ჯეიმს ქამერონის მიერ „გოგონა-კოსმოსად“ წოდებულ მსახიობს.

ზოი იადირა სალდანია ნაზარიო ნიუ-იორკში, ქვინსის რაიონში ემიგრანტების ოჯახში დაიბადა 1978 წელს. მამამისი წარმოშობით დომინიკის რესპუბლიკიდან იყო, ხოლო დედა პუერტო-რიკოდან. ზოი წარმოშობით ინტერნაციონალური ოჯახიდან არის, მისი ნათესავები არიან: ლიბანელები, ირლანდიელები, ინდუსები და იამაიკელები, ხოლო აფრო-ამერიკელები მას დიდი ხანია „თავისიანად“ მიიჩნევენ. მართალია, ზოი ნიუ-იორკშია დაბადებული, მაგრამ ბავშვობის წლები ისტორიულ სამშობლოში, დომინიკის რესპუბლიკის დედაქალაქ სანტა-დომინგოში გაატარა. როდესაც ზოი შვიდი წლის იყო, მამამისი ავტოკატასტროფაში დაიღუპა და იმის გამო, რომ დედა ვეღარ ახერხებდა ოჯახის მარტო რჩენას, მან მეუღლის მშობლებთან გადაბარგება გადაწყვიტა. ზოი ათი წლის განმავლობაში ცხოვრობდა სანტა-დომინგოში და ნიუ-იორკში სრულწლოვანობის ასაკში დაბრუნდა. თავდაპირველად, თავის რჩენის მიზნით, ის „ბურგერ კინგის“ სწრაფი კვების ობიექტის სალაროში მუშაობდა. ზოის ბავშვობიდან იტაცებდა ბალეტი და სანტა-დომინგოს ყველაზე პრესტიჟულ საცეკვაო სკოლაში დადიოდა. ამერიკაში ის თეატრალურ დას „ფეისესთან“ ერთად დაბრუნდა და იმის გამო, რომ ინგლისური იცოდა კარგად სამსახურის პოვნა არ გასჭირვებია და ნიუ-იორკის ახალგაზრდულ თეატრში მიუზიკლ „იოსები და არაჩვეულებრივი ფერადი ლაბადის“ პრიმად იქცა. აღსანიშნავია, რომ მიუზიკლის მუსიკის ავტორი ლეგენდარული როკ-ოპერის „იესო ქრისტე სუპერსთარის“ შემქმნელი ენდრიუ ლოიდ უებერი იყო, ხოლო ლიბრეტოსი – ტიმ რაისი.

თეატრში მუშაობის პარალელურად, ზოიმ მსახიობების შერჩევის ქასთინგებზე დაიწყო სიარული და 1999 წელს, პირველი როლიც მიიღო. ეს იყო ეპიზოდური სცენა სერიალში „კანონი და წესრიგი“. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალური განათლება არ ჰქონდა, ზოის ხშირად იწვევდნენ ფილმებში, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მეორეხარისხოვანი როლების შესასრულებლად. მის აქტივშია მხატვრული ფილმები: „მიაღწიე წარმატებას“, „გზაჯვარედინი“, სადაც მისი პარტნიორი პოპ-ვარსკვლავი, ბრიტნი სპირსი იყო, სტივენ სპილბერგის „ტერმინალი“ და „კარიბის ზღვის მეკობრეების“ პირველი სერია. ნამდვილი წარმატება კი მას ახლახან გამოსულმა ფილმმა, 60-იან წლებში პოპულარული სერიალის „სთარ თრეკის“ რიმეიქმა მოუტანა. სხვათა შორის, სპეციალურად ამ ფილმისთვის ზოი 3 თვის განმავლობაში დღეში 12 საათს სპორტდარბაზში ატარებდა. სამწუხაროდ, ექშენ-სცენები მისი შესრულებით, რეჟისორმა ფილმის საბოლოო ვერსიიდან ამოჭრა. სწორედ „სთარ თრეკში“ შეამჩნია ზოი „ტერმინატორის“ მამამ ჯეიმს ქამერონმა და თავის ფილმ „ავატარში“ მიიწვია მთავარი როლის შესასრულებლად. აღსანიშნავია, რომ ზოი, თავისი გმირის, უცხოპლანეტელი ნეიტირის როლის შესრულებისთვის ექვს თვეს ემზადებოდა. სპეციალურად ამ როლისათვის მან ცხენზე ჯირითი, მშვილდიდან სროლა და დანებით ჩხუბი შეისწავლა. ამბობენ, „ავატარი“ ნამდვილ გადატრიალებას მოახდენს ფანტასტიკის ჟანრშიო. აღსანიშნავია, რომ „ავატარის“ გადასაღებ მოედანზე სალდანია, რომელიც საოცარი მსგავსების გამო, ხშირად, ჰოლივუდის კიდევ ერთ ლამაზმან ტენდი ნიუტონში ერევათ, თავისი ბავშვობის კერპს, „უცხოს“ სუპერ-ვარსკვლავს, სიგურნი უივერს შეხვდა.

„ეკრანზე კოცნა ჩემი ბედისწერაა“ – ზოი ნამდვილად ამართლებს ამ გამოთქმას. იგი არაერთხელ იყო ნომინირებული „ემტივის“ კინოდაჯილდოებაზე „წლის საუკეთესო კოცნისათვის“. შთამბეჭდავია ასევე მისი პარტნიორების რიცხვი: ორლანდო ბლუმი ფილმში „სამოთხე“, დიეგო ლუნა – „ტერმინალში“, ზაქარი ქუინტო – „სტარ ტრეკში“ და უამრავი სხვა. საინტერესოა, რომ ყოველი ახალი გადაღების წინ ზოი ლოცულობს, მისი პარტნიორი მამაკაცი იყოს სიმპათიური, პროფესიონალი და რაც ყველაზე მთავარია, პირიდან არასასიამოვნო სურნელი არ ამოსდიოდეს. მსახიობი ირწმუნება, რომ ყველაზე რთულია კოცნის სცენის გადაღება, როცა პარტნიორს არასასიამოვნო სუნი ამოსდის პირიდან. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ზოის მიაწერენ, თითქმის ყველა პარტნიორ მამაკაც მსახიობთან რომანს, ის ჰოლივუდელ ქალ მსახიობთა შორის ყველაზე ცნობილი ფემინისტია და აქტიურად იცავს ქალების უფლებას. თავის იდეალად იგი ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელ სახელმწიფო მდივანს, ჰილარი ქლინთონს მიიჩნევს, რომელიც მისი აზრით, ქალის ეტალონია. საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ზოი სწორედ ჰილარის უჭერდა მხარს და მის საარჩევნო კამპანიაშიც იღებდა აქტიურ მონაწილეობას.

მიუხედავად იმისა, რომ ზოი ოთხი წელია სამოქალაქო ქორწინებაშია სერიალების მსახიობ კეიტ ბრიტონთან, იგი ირწმუნება, რომ დღემდე ვერ შეხვდა იდეალურ მამაკაცს. „ჩემი იდეალია დაკუნთული და ამავე დროს, ერუდირებული მამაკაცი, რომელიც, რა თქმა უნდა, ჯენტლმენიც უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, დღემდე ვერ მიპოვია ასეთი“. ზოის, ყველაზე მეტად მამაკაცის ტანსაცმლის ტარება უყვარს, რადგან ის ყველაზე მოსახერხებლად მიაჩნია, დაინტერესებულია მოდით და საკუთარ ბრენდსაც ფლობს. მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია, 30 დოლარად სხვადასხვა ფემინისტურ წარწერებიანი მაისური შეიძინოს.


скачать dle 11.3