კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე

 

კითხვა: სად ხარობს უკეთ კსიფიუმი და როგორ მოვუარო მას?

პასუხი: ეს მცენარე კარგად იზრდება და ხარობს როგორც ღია გრუნტში, ასევე, ოთახის პირობებში. კსიფიუმი ბოლქვებით ხარობს. ოთახის პირობებში, სასურველია, შეურჩიოთ მოგრძო ქოთანი, სადაც რამდენიმე ბოლქვის ერთად მოთავსებაა შესაძლებელი. მას კარგი დრენაჟიანი ნიადაგი უნდა ჰქონდეს, ამიტომ, მასში სილა და ტორფი შეურიეთ. ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 17-20 გრადუსს, ნიადაგი არ უნდა გამოშრეს, მაგრამ, არც ხშირი მორწყვა სჭირდება. ქოთანი უნდა მოთავსდეს ნათელ ადგილას. ეს მცენარე დაბალ ტემპერატურასაც უძლებს. ტემპერატურის შენარჩუნებით ნოემბერში მის ამონაყარსაც მიიღებთ. როგორც ქოთანში, ასევე ღია გრუნტშიც, მცენარეს სჭირდება ჰაერგამტარი ნიადაგი. მისთვის ძალიან კარგია ბევრი სინათლე და ტენი. ამ პირობების გათვალისწინებით, მას გაუხანგრძლივდება ყვავილობაც და თქვენ მშვენიერ კსიფიუმს მიიღებთ.

კითხვა: როგორ გავამრავლო დიფენბახია?

პასუხი: დიფენბახია მრავლდება ძირის დაყოფით, ღეროს დაჭრითა და დაკალმებით. შემდეგ ჩარგეთ ნაზავ ნიადაგში: თითო წილი ქვიშა, მიწა და ტორფი. ამ მცენარის გამრავლება იოლია ყველანაირი ხერხით, მთავარია, სწორად შეურჩიოთ ნიადაგი და შემდეგ ჩარგათ. ერთი თვის შემდეგ თქვენთვის სასურველ შედეგს დაინახავთ. 

კითხვა: მაინტერესებს, როდის უნდა მივაწოდო მცენარეს სასუქი და აუცილებელია თუ არა მისთვის დამატებით კვება?

პასუხი: გაზაფხულზე თითქმის ყველა მცენარეს სჭირდება დამატებით კვება, ანუ სასუქის მიწოდება. გარე მცენარეებისთვის საჭიროა გადამწვარი ნაკელი ან წუნწუხი, ოთახის მცენარეებისთვის კი არსებობს სხვადასხვა სახის სასუქი. შეგიძლიათ, მიაკითხოთ სამთო ქიმიის შენობას და იქ კონკრეტულ მცენარეზე შესაფერის სასუქს შეგირჩევენ.

კითხვა: რამდენ ხანში ერთხელ უნდა გადავრგა ჭორიკანა?

პასუხი: თუ თქვენმა მცენარემ უკვე მიაღწია არასასურველ ფორმასა და ზომას, შეგიძლიათ, გადაჭრათ ან შეკვეცოთ და ამის შემდეგ გადარგათ. საერთოდ, მისთვის სასურველია გაზაფხულის პერიოდში გადარგვა. ეს პროცესი მცენარეზე ცუდად არ აისახება. ახლა, ამ სეზონზე გადარგვისგან თავი შეიკავეთ. 

 

скачать dle 11.3