კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საფრთხე ემუქრება ძაღლს დაკარგვის შემთხვევაში და რატომ დგანან განსაკუთრებული საფრთხის წინაშე ხვადი ცხოველები

ძაღლის დაკარგვა დიდი ტრავმაა როგორც პატრონისთვის, ისე ცხოველისთვის. შინაური ცხოველები შეჩვეული და მთლიანად დამოკიდებულნი არიან ჩვენზე, ანუ პატრონებზე. მათი ფსიქიკა მთლიანად დამოკიდებული და შეჩვეულია იმ გარე სამყაროსა და პირობებზე, სადაც ის იზრდება, ზრუნავენ და უვლიან. როგორ დავეხმაროთ დაკარგულ ცხოველს და რა ემუქრება მათ უცხო სამყაროში, ამაზე ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, ზაქრო ბაჯიაშვილი გიამბობთ.

 

– მართალია, ყველა ძაღლისთვის უსიამოვნო შეგრძნებაა დაკარგვა, მაგრამ, თუ არიან კონკრეტული ჯიშები, რომელთაც განსაკუთრებით უმძიმთ პატრონთან განშორება?

– დიახ, ასეთი გამორჩეული ჯიშები ნამდვილად არიან. დაკარგვა, განსაკუთრებით ოთახის დეკორატიული ჯიშის ძაღლებისთვისაა სტრეს-ფაქტორი. 

– რა ემუქრება ამ დროს დაკარგულ ძაღლს?

– ქუჩაში მოხვედრილი ჩვენი ოთხფეხა მეგობრები უცხო სამყაროში გრძნობენ თავს. ისინი მოკლებულნი იქნებიან ჩვენს მოვლასა და მზრუნველობას, ვერ მოიპოვებენ საკვებს და, გარდა შიმშილისა, მათ სხვა საფრთხეებიც ემუქრებათ, რომელიც შეიძლება იყოს მრავალგვარი. მაგალითად, შესაძლოა ისინი გახდნენ ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი, ან, თუნდაც, მოხვდნენ ქუჩის  მაწანწალა ძაღლების ხროვაში, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს ხვადი ძაღლებისთვის.

– რატომ განსაკუთრებით მამრობითი სქესის ცხოველებისთვის?

– იმიტომ, რომ ამ დროს მეტი რისკია, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. გარდა ამისა მაწანწალა ძაღლები არიან მთელი რიგი ინფექციური, ინვაზიური თუ სხვა სახის დაავადებების მატარებლები, რაც განსაკუთრებით მძიმედ აისახება ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ჯანმრთელობაზე. ძაღლებს შორის კონფლიქტის დროს  ხშირია დაკბენა, რადგან ძაღლების ბრძოლაში თავდაცვის იარაღი კბილებია და სწორედ დაკბენით ხდება მეტად საშიში და სახიფათო ტრავმების მიყენება. ეს არის ნაკბენი ჭრილობები. ძაღლებში ნაკბენი ჭრილობები გვხვდება უფრო ხშირად სახის, ყურების, ყელისა და ფეხების მიდამოში. რაც შეეხება კატებს, მათ უზიანდებათ თავი, კიდურები და განსაკუთრებით – კუდის ძირი. ნაკბენმა ჭრილობებმა შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს ცხოველის ჯანმრთელობას და გახდეს სიცოცხლისათვის საშიშიც კი. განსაკუთრებით საშიშია ის ნაკბენი ჭრილობები, რომლებიც აზიანებს თავისა და ზურგის ტვინს, მუცლისა და გულმკერდის ღრუს ორგანოებს, ასევე, მსხვილ სისხლძარღვებსა და ნერვებს. 

 დაკარგული ძაღლის ძლიერი ცხოველის მიერ დაკბენამ შეიძლება გამოიწვიოს მოწინააღმდეგის შემდეგი სახის დაზიანებები: მუცლის ღრუს დაზიანება, ძვლებისა და ხერხემლის მოტეხილობები, თავის ქალის ძვლების დაზიანება. ასევე, ცხოველის დაკბენა შეიძლება ძალზე საშიში იყოს ადამიანისთვისაც, რადგან, შესაძლოა, მოხდეს ისეთი მეტად საშიში დაავადების გადაცემა, როგორიცაა ცოფი. ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ისიც წარმოადგენს, რომ ყველაზე ზერელე ნაკბენიც კი, შეიძლება, სერიოზულად გართულდეს და გამოიწვიოს ადგილობრივი და ზოგადი სეპტიკური პათოლოგიური პროცესები. კბილებსა და პირის ღრუში არსებობს ძალიან დიდი რაოდენობის მიკროორგანიზმები, რომლებიც კბენისას ხვდებიან ქსოვილებში და აქტიურად მრავლდებიან. ასე რომ, კბენისას ცხოველზე მოქმედებს ტრავმის მიმყენებელი მთელი რიგი ფაქტორებისა, როგორებიცაა: მექანიკური, ქიმიური, ბიოლოგიური და სტრეს-ფაქტორები.

– რას ურჩევთ ცხოველების პატრონებს?

– ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, ყურადღებით ვიყოთ ჩვენ ოთხფეხა მეგობრების მიმართ, არ დავტოვოთ ისინი უყურადღებოდ, როგორც ქუჩაში, ასევე სახლში. არ უნდა გავუშვათ ისინი ქუჩაში სასეირნოდ მარტო. ასევე, საჭიროა, ცხოველს ეკეთოს საყელო, რომელზეც აუცილებლად იქნება  მითითებული ცხოველის სახელი, პატრონის მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვა საჭირო ინფორმაცია. 

– ის, რომ ცხოველის საყელოზე მინიშნებული იქნება საჭირო ინფორმაცია, მპოვნელსაც გაუადვილებს მის დახმარებას. მაგრამ, ყველა ადამიანი როდია ყურადღებიანი და დახმარებისთვის მზად. თუმცა, არის მეორე პრობლემაც: ხომ შეიძლება, ადამიანს უნდოდეს დახმარება, მაგრამ, არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდეს საყელოზე ცხოველს?

– დიახ, გულგრილი ადამიანებიც არიან, მაგრამ, ამას ყველაზე ნამდვილად ვერ ვიტყვი. თუ ქუჩაში შეხვდებით უპატრონოდ და უყურადღებოდ მოხეტიალე ძაღლს, რომელიც შეშინებულია და პატრონს ეძებს, აუცილებლად უნდა შეეცადოთ, როგორმე დაიჭიროთ ის და ნახოთ მისი საყელო, რომელზეც, შესაძლოა, ეწეროს პატრონის მისამართი ან ტელეფონის ნომერი. სხვა შემთხვევაში, მიიყვანეთ ცხოველი უახლოეს ვეტერინარულ დაწესებულებაში, სადაც, შეიძლება, მას იცნობდნენ, ან ჰქონდეთ ინფორმაცია მის შესახებ და ისინი დაგეხმარებიან ცხოველის პატრონის მოძებნაში. გთხოვთ, აუცილებლად გამოიჩინეთ გულისხმიერება და გულგრილად ნუ მოეკიდებით აღნიშნულ საკითხს. გვახსოვდეს, რომ ჩვენი უერთგულესი ოთხფეხა მეგობრები პატრონის მზრუნველობისა და სიყვარულის გარეშე უმწეონი ხდებიან.

 

скачать dle 11.3