ექიმ დიუკანის ცილოვანი დიეტა
ფრანგმა დიეტოლოგმა შეადგინა დიეტა, რომლის დაცვითაც თვეში 10 კილოგრამამდე დაიკლებს ისიც კი, ვისაც ძალიან უჭირს გახდომა. ამ დიეტის პრინციპია სხვადასხვა ცილოვანი პროდუქტის შერევა.
რჩევა: დიეტაში მოცემულია ნებადართული პროდუქტების გრძელი სია. ამიტომ, კერძების მომზადებისას, შეგიძლიათ, გასაქანი მისცეთ თქვენს კულინარიულ ფანტაზიებს და კერძების მომზადებისას ექსპერიმენტებიც ჩაატაროთ.
თავისებურება: შეგიძლიათ, მიირთვათ პროტეინების განუსაზღვრელი რაოდენობა დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
მოქმედების პრინციპი: არსებობს საკვების სამი კატეგორია: ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები. ჩვენს ორგანიზმს შეუძლია, იოლად გავიდეს ცხიმებისა და ნახშირწყლების გარეშე, მაგრამ, ცილებს ნამდვილად ვერ შეელევა.
მოსალოდნელი შედეგი: თვის განმავლობაში დაიკლებთ 8-დან 10 კილოგრამამდე.
პირველი ეტაპი – მოსამზადებელი, როცა მიირთმევთ ცილოვანი პროდუქტის მხოლოდ ერთ სახეობას (ან): მოხარშულ უცხიმო ხორცს (საქონლის), საქონლის ენას, ნებისმიერ თევზს (მოხარშულს), ზღვის პროდუქტებს, ფრინველის მოხარშულ ხორცს (კანგაცლილს), უცხიმო რძის პროდუქტებს, მოხარშულ კვერცხს. ეს ეტაპი გრძელდება 3-დან 10 დღემდე.
მეორე ეტაპი – მონაცვლეობა. ზემოთ ჩამოთვლილ სიას ემატება უმი ან მოხარშული ბოსტნეული. კვების გრაფიკი: ერთი დღე – მხოლოდ ცილები, ერთი დღე – ცილები+ბოსტნეული. ამ ეტაპზე იკლებთ 3-დან 5 კილოგრამამდე.
მესამე ეტაპი – მიღწეული შედეგის შენარჩუნება. ეს ეტაპი გრძელდება არაუმეტეს 10 დღისა. შეგიძლიათ, თავს უფლება მისცეთ, მიირთვათ: ცილოვანი საკვები, ბოსტნეული, დღეში 1 ულუფა ხილი (ნებისმიერი), 40 გრამი ყველი და კვირაში 2 ულუფა სახამებლის შემცველი პროდუქტები: კარტოფილი, მაკარონი, ბრინჯი, ლობიო.
მეოთხე ეტაპი – დასკვნითი. ამ ეტაპზე თქვენი მიზანია წონის დასტაბილიზება. შეგიძლიათ, დაუბრუნდეთ თქვენს ჩვეულ კვებით რეჟიმს, მაგრამ: ა) კვირაში ერთხელ მოაწყვეთ „ცილების დღე“; ბ) კვირაში ერთხელ აუცილებლად მიირთვით 3 სადილის კოვზი „ჰერკულესის“ ფაფა.
წარმატებას გისურვებთ!