კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აპირებს გიორგი ნაზღაიძე სარჩელის შეტანას სასამართლოში ია ფარულავას წინააღმდეგ და რა ახალ დეტალებს უმხელს ის საზოგადოებას

მოდელი,   ტელე და რადიოწამყვანი, გიორგი ნაზღაიძე ის პიროვნებაა, სკანდალები რომ არ აკლია, მაგრამ ამჟამად ია ფარულავასთან  მომხდარი გაუგებრობა, სავარაუდოდ, სასამართლოში დასრულდება. ყოველივე ამის გამო გულნატკენმა გიორგიმ გაიხსენა საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი დეტალები თავისი ცხოვრებიდან – თუ რატომ მიატოვეს მეგობრებმა მისთვის ყველაზე გაჭირვების ჟამს, ან რატომ გამოდგა უიღბლო ნაადრევი ქორწინება. გიორგის განმარტებით, ყოველივე ამან ბიძგი მისცა, წარმატების მისაღწევად ბევრი ეშრომა. ყველაფრის მიუხედავად, ის თავს ბედნიერად გრძნობს, რადგან  იპოვა ახალი სიყვარული, რომლის შესახებ ინტერვიუში შეიტყობთ. ჩვენი ინტერვიუ შედგა წიგნების მაღაზიაში „პროსპეროს წიგნები“, რომელიც რუსთაველის გამზირზე 34 ნომერში მდებარეობს.

 

 – გიორგი, შენთვის სკანდალები ახალი არაა, მაგრამ თქვენს ბოლო რადიოგადაცემაში ,,ცოტა ყავა და ბევრი ჭორი“ მომხდარმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. რა მოხდა რეალურად?

 –  მართლაც, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ია ფარულავას საქციელმა. რადგან პირდაპირ ეთერში გვყავდა ჩართული, ვუთხარით, უარყავი, ან დაადასტურე თქვენს გადაცემაში მომხდარი ფაქტი-მეთქი, გაღიზიანებულმა უცნაური სიტყვებით  მლანძღა. არადა ჩვენი გადაცემის ფორმატი ყველა მსმენელისთვის ცნობილია და იციან შეესაბამება თუ არა გავრცელებული ჭორი სინამდვილეს.

–  ალბათ, ყველაზე მეტად იმან გაგაღიზიანა, ერთი ადგილის დაყენება რომ მოგთხოვა?

– მაგანაც და იმანაც, თითქოს მე ჩემით ვერაფერს მივაღწიე, მეშინია სამსახურის დაკარგვის და ბევრ რამეზე მივდივარ. ასეთი შეურაცხყოფა ჩემთვის არავის მოუყენებია, მით უმეტეს,  პირდაპირი ჩართვის დროს.

– ხომ არ მოჰყვება რაიმე გაგრძელება ამ გაუგებრობას?

– რა თქმა უნდა, მოჰყვება. უახლოეს მომავალში, აუცილებლად შევიტან სარჩელს სასამართლოში. ნამდვილად არ ვაპირებ ასეთი შეურაცხყოფა ერთი ყურიდან მეორეში გავატარო. ალბათ, იქ კიდევ რაღაცეები გახდება ცნობილი და ბევრი რამ გაირკვევა.

– ია ფარულავას ბრალდება რომ გააქარწყლო, მაშინ გვითხარი, წარმატებას თვითონ მიაღწიე?

– მე არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ რაღაც დიდი მწვერვალები დავიპყარი. მაგრამ, არც დაკარგული კაცი ვარ – ჩემს საქმეს ვაკეთებ, რომელიც ძალიან მომწონს და არც ცნობადობის პრობლემას ვუჩივი. მოდელობა, ტელეწამყვანობა, რადიოში გადაცემის წაყვანა, რომელიც ძალიან რეიტინგულია – იმაზე მეტყველებს, რომ იას ასეთი გამონათქვამები შეურაცხმყოფელი და არაობიექტურია.

– გიორგი, გვიამბე, როგორ მოხვედი? მე მიმაჩნია, რომ პოპულარობა ნამდვილად არ გაკლია.

– ბევრი ისეთი რამ არის, რაც დღემდე არ გამიხმაურებია. ამიტომ, შენ გაძლევ ექსკლუზივს. მაგალითად, ის, რომ მეგონა, ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა, თურმე ეს ასე არ ყოფილა. როცა ძალიან გამიჭირდა, ყველა შემომეფანტა, დავრჩი მარტოდმარტო. ვფიქრობდი, რომ ძალიან უბედური ვიყავი, მაგრამ რწმენა არ დამიკარგავს. ისედაც „ჟილკიანი“ ვარ, გადავწყვიტე, თავი არ დამეზოგა და წარმატებისთვის მიმეღწია, დამემტკიცებინა მათთვის, რომ მისატოვებელი კაცი არ ვარ. მე მეგობრობა ისეთი მწამს, როდესაც ჭირშიც და ლხინშიც თანადგომა და ერთგულება უნდა შეგეძლოს.

 – თუ უხერხული არ იქნება, იქნებ თქვა, რა გაჭირვებაზე ლაპარაკობ, ისეთი სევდიანი ჩანხარ...

– ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მქონდა, ვერ ვიყავი კარგად. არ ვიცი, მათ რა ეგონათ და ისე მიმატოვეს, უხერხულობაც არ უგრძნიათ. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ეს გარკვეული სტიმული იყო, დამეწყო ბრძოლა მომავალი ცხოვრებისთვის. მგონი, გამომივიდა კიდეც. ღმერთის წყალობით, ახლა სრულიად გამოვჯანმრთელდი და თავს შესანიშნავად ვგრძნობ.

 – მარტო ეს არ უნდა იყოს შენი წარმატების მიზეზი. ხშირად უკან არაფერზე იხევ, რის გამოც სკანდალურ სიტუაციაში ხვდები.

– კარგია, რომ სკანდალურ პიროვნებად მთვლიან, მომწონს ეს სტატუსი. შემიძლია, უფრო მეტიც გავაკეთო, მაგრამ მაინც საქართველოა და სხვა მენტალიტეტი გვაქვს. აი, ევროპაში სულ სხვაა. იქ მეტი პიროვნული თავისუფლებაა ამ მხრივ. რასაც აქ ვაკეთებ, ევროპაში სულაც არ იქნება დიდი მითქმა-მოთქმის საგანი, იქ თამამი მოქმედებისთვის გარემოა შექმნილი.

– ია ფარულავასთან სკანდალამდე, თქვენს ტელეგადაცემა ,,მზესუმზირაში“ უთანხმოება გქონდა გია ჯაჯანიძესა და მაკა შალიკაშვილთან. როგორ ურთიერთობას ინარჩუნებ მათთან ამჟამად?

 –  წამყვანებს შორის ხდება ხოლმე გაუგებრობა, ჩვენ უკვე მოვაგვარეთ ყველაფერი და ახლა, შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. რამდენიმე გადაცემა ისე მიგვყავდა, მე და გია ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით – უფრო გია არ მელაპარაკებოდა. ასე გააკეთა ჩემმა ,,ფიფქმა,“ – მეგობრულად ასე ვეძახი (იცინის). ის ისეთი კეთილია, მისგან ცუდს არაფერს ელი. უბრალოდ, შევკამათდით სიტყვაზე, ეგ იყო და ეგ. რაც შეეხება მაკას, მასთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. თუმცა, პირდაპირ ეთერში მისგან წამოსული რეპლიკა არ მესიამოვნა და სტუდია დავტოვე. ალბათ, ემოციებს ავყევით და ამან პატარა გაუგებრობა გამოიწვია. მას შემდეგ, სამივე დავსხედით და დავილაპარაკეთ. ყველა გაუგებრობა ჩვენს შორის ამით ამოიწურა. 

– ხშირად გაკრიტიკებენ, განსაკუთრებით სოციალურ ქსელში, რა რეაქცია გაქვს ამაზე?

 – ამ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, ბევრს ვხალისობ.  ზოგი დადებით კომენტარსაც მიტოვებს. მაგრამ, თუ უარყოფითი შეფასებები ჩემს საყვარელ ადამიანებს ეხება, ცოტა ვბრაზდები. თუ ჩემზე აკეთებენ აქცენტს, მაშინ ჩემგან რეაქცია – ნულია. ცოტა ხნის წინ, იყო ასეთი სახალისო შემთხვევა: „ფეისბუქში“ პროფილის სურათად ეიფელის კოშკთან გადაღებული ფოტო მედო, ერთმა მომწერა: ვა, ბიჭოო... პარიზში ცხოვრობ?! ერთი უნდა გნახო და შემხვდიო, მე მივწერე – კი, ბატონო. ხვალ, ოთხ საათზე, ეიფელის კოშკთან დაგელოდები-მეთქი. ალბათ, მეორე დღეს მართლა მელოდებოდა (იცინის).

– მომიყევი, იმ სკანდალის  შესახებ, რომელიც დღემდე უცნობია,  მაგალითად, მეუღლეს რატომ დაშორდი?

– კი, მყავდა ცოლი. აქამდე არ გამიმჟღავნებია, რადგან არც ერთ ჟურნალისტს შენს გარდა, ეს არ უკითხავს. კარგი გოგო იყო, დიდ პატივს ვცემდით ერთმანეთს, უბრალოდ, ადრეულ ასაკში არ არის კარგი დაოჯახება. ახლა უცხოეთში ცხოვრობს. სახელს და გვარსაც გეტყოდი, მაგრამ მას არ სურს ამის გახმაურება. ამიტომ, იმით შემოვიფარგლები, რაც მნიშვნელოვანია, თუ რატომ არ ვართ ერთად. გარკვეული შეხედულებები ერთმანეთისას არ ემთხვეოდა, ორივემ გადავწყვიტეთ, რომ მშვიდობიანად და მეგობრულად დავშორებოდით ერთმანეთს.

– კიდევ ერთი ახალი ამბავი უნდა გამიმხილო. ვიცი, რომ გულის კარი არც ახლა გაქვს გამოკეტილი.

– (იცინის) არის ასეთი გოგონა, რომელიც მიყვარს. მასაც აქვს გრძნობები და ეს სულ ახალი ამბავია. ახლა ვაყალიბებთ ჩვენს ურთიერთობას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი შეხედულებები ცხოვრებაზე, მომავალზე, სრულ თანხვედრაშია. ლამაზი და განათლებული გოგოა. თუ ყველაფერი ნორმალურად წარიმართება, დაოჯახებასაც არ გამოვრიცხავ.

– რადგან სიყვარული გაამხილე, ბარემ მისი ვინაობა, პროფესია და შეძლებისდაგვარად, სხვა ნიუანსებზეც გვითხარი რამე.

– მისი ვინაობის გამხელაზე, ჯერჯერობით თავს შევიკავებ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ერთმანეთი გვიყვარს, ისეთები, როგორებიც ვართ – ჩვენი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. პროფესიით იურისტია, ვიცი, გაინტერესებს და გეტყვი, არ არის ცნობადი სახე, არც ხელოვნებასთან აქვს კავშირი, მაგრამ საკმაოდ კარგად ერკვევა მასში და დიდი მოყვარულიც გახლავთ. საერთო პროფესია გვაქვს, თუმცა არც ერთი არ ვმოღვაწეობთ ამ სფეროში. ერთმანეთი საერთო მეგობრისგან გავიცანით, წვეულებაზე. მაშინვე რაღაც გრძნობა გაგვიჩნდა, ვხვდებით ერთმანეთს, იშვიათად, თავშეყრის ადგილებში გამოვჩნდებით ხოლმე.

– სიურპრიზებს თუ უწყობ და როგორ ეგუება შენს ბობოქარ და სკანდალურ ცხოვრებას?

–  სიურპრიზებზე ,,ვგიჟდები”. შემიძლია, უცხო ადამიანსაც კი მოვუწყო და ამით დიდი სიამოვნება მივიღო, მით უმეტეს,  როცა ამას საყვარელი ადამიანისთვის ვაკეთებ. რაც შეეხება, თუ როგორ ეგუება ჩემს ბობოქარ ცხოვრებას, პირდაპირ გეტყვი, გაგებით ხვდება. კარგად იცის, რომ, როდესაც ცნობადი სახე ხარ, შეიძლება, ჭორის ან სკანდალის ობიექტიც გახდე.

– ამ ინტერვიუს, ალბათ, შენი შეყვარებულიც წაიკითხავს. საინტერესო იქნება მისთვის, თუ როგორ წარმოუდგენია თავი გიორგი ნაზღაიძეს მეუღლის ამპლუაში?

–  ზოგადად ძალიან ყურადღებიანი ვარ. ალბათ, განსაკუთრებულ ყურადღებას მეუღლის მიმართ გამოვიჩენ. ბუნებითაც მხიარული და თბილი ვარ და არ მოვაწყენ. სიყვარული განსაკუთრებული ვიცი, თუკი მეც იგივეს ვიგრძნობ მისგან. სიმართლე გითხრა, წყენას ძალიან მალე ვივიწყებ, უპატიებელ საქციელს კი – არავის ვაპატიებ, მგონი, მამაკაცისთვის იდეალური თვისებებია. ხანდახან ისეთი ჰუმანური ვარ, ბევრჯერ ამის გამო კისერიც მომიმტვრევია (იცინის).

– ამ ინტერვიუში დღემდე უცნობი რამდენიმე ფაქტი გაგვიმხილე, კიდევ ხომ არაფერს მალავ?

– მგონი, ცოტა მეტიც ვთქვი, ვიდრე უნდა მეთქვა. მაგრამ, მინდა, ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ გიორგი ნაზღაიძეს წვალებისა და ტკივილის გარეშე, არაფერი მოსვლია, როგორც ეს ზოგიერთებს ჰგონიათ. ძალიან კარგად ვიცი, რომ ეს ცხოვრება რთულია და ამიტომაც ბევრი შრომა მჭირდება. რას ვიზამთ, ხანდახან სკანდალშიც გაეხვევა ადამიანი და ეს არ ნიშნავს, წარმატების მიზეზი გახდეს. სიმართლე გითხრათ, კეთილი გული მაქვს და მზად ვარ როგორც მეგობრობისთვის, ისე სიყვარულისთვის.

– დაბოლოს, რა გეგმები გაქვს  სამომავლოდ?

– სატელევიზიო და რადიოპროექტების გარდა, იგეგმება ჩვენება მოდის კვირეულზე, სადაც, სავარაუდოდ, მეც მივიღებ მონაწილეობას. ასეთი შემოთავაზება უკვე მივიღე, მაგრამ როდის და რა ფორმით მოხდება, კიდევ დაზუსტდება.

 

 

скачать dle 11.3