იმოგენ ტომასი ომს იწყებს
„მანჩესტერ იუნაიტედის” უელსელ ვარსკვლავთან სკანდალური რომანით ცნობილმა იმოგენ ტომასმა ზედმეტ წონას ომი გამოუცხადა. ლამაზმანის თქმით, საშობაო არდადეგებზე მან ბევრი კალორია მიიღო და ახლა დროა, დაიკლოს. იმის დასამტკიცებლად, რომ წონაში მომატებულია, იმოგენმა თავის „ტვიტერზე” სარკის წინ გადაღებული ფოტოების ატვირთვა დაიწყო. ასე ამზეურებს საცვლებში გამოწყობილი იმოგენი ზედმეტ კილოგრამებს. თავის მიკრობლოგში, მოდელმა დაწერა, რომ ბავშვობიდან აწუხებდა ზედმეტი წონის პრობლემა, თუმცა ახლა ეს თემა განსაკუთრებით აქტუალურია და ამიტომაც უცხადებს ომს ზედმეტ კილოგრამებს.