ლუისი ჰეის რინგზე დაბრუნებას მოუწოდებს
მსოფლიოს ექსჩემპიონი მძიმე წონაში, რინგიდან დაუმარცხებლად წასული ბრიტანელი მოკრივე, ლენოქს ლუისი, თავის თანამემამულეს, დევიდ ჰეის რინგზე დაბრუნებას და კლიჩკოებიდან ერთ-ერთ ძმასთან ბრძოლისკენ მოუწოდებს. 31 წლის დევიდ ჰეი რინგიდან 2011 წლის ოქტომბერში წავიდა და მას შემდეგ ვრცელდებოდა ცნობა, რომ იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდებოდა, თუკი ვიტალი კლიჩკო მასთან ჩხუბს დათანხმდებოდა. თუმცა, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. თავის უკანასკნელ ბრძოლაში ჰეი ვიტალის ძმას, ვლადიმირს შეხვდა და ქულებით დამარცხდა. ეს მარცხი მას მსოფლიოს ჩემპიონის ქამრის დაკარგვად დაუჯდა. ლენოქს ლუისის თქმით, ჰეიმ ნაადრევად დაასრულა კარიერა და დროა, დაფიქრდეს რინგზე დაბრუნებაზე, რათა დასრულდეს კლიჩკოების ჰეგემონია მსოფლიო კრივში.