კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჯოკოვიჩი – სპორტული „ოსკარის” ლაურეატი

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, როგორც 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენმა მამაკაცმა, Laureus World Sports Awards-ის მიერ დაწესებული ჯილდო მიიღო, რომელსაც სპორტულ „ოსკარს” უწოდებენ. ქალებს შორის წლის სპორტსმენად კენიელი მორბენალი, ვივიან ჩერუიოტი დასახელდა. მან მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ კორეულ ტეგუში ოქროს მედლები მოიგო 5 000 და 10 000 დისტანციაზე სირბილში. ჯოკოვიჩს კი 2011 წელს „დიდი სლემის” სამ ტურნირზე გამარჯვება დაუფასდა. გარდა ამისა, 2012 წელს მან პირველივე დიდ ტურნირში, ავსტრალიის ღია პირველობაზე გაიმარჯვა. 2011 წლის საუკეთესო გუნდად ესპანური „ბარსელონა” დასახელდა, ხოლო „წლის აღმოჩენად”, ჩრდილო ირლანდიელი მეგოლფე – რორი მაკილროი.

скачать dle 11.3