კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საშიშია თუ არა ვარჯიშის შემდეგ კუნთების ტკივილი

 

 

ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ ბევრი უჩივის, კუნთების ტკივილს, რაც ბუნებრივი მოვლენაა და არ არის საშიში, თუმცა, ზოგჯერ ასეთი ტკივილი რომელიმე პათოლოგიურ პროცესს ახლავს თან.

ბუნებრივი ტკივილი მაშინ ვითარდება, როცა ვარჯიშს ამძიმებთ და დიდ დატვირთვას „აძლევთ” კუნთებს. ამ დროს კუნთებში გროვდება დიდი რაოდენობით რძემჟავა, რომელიც იწვევს ტკივილს, თუმცა, ეს სრულებით უსაფრთხოა.

ტკივილი ვითარდება მაშინაც, როცა ჩვეულ ვარჯიშში ახალი ელემენტები შეგაქვთ ან ფიზიკური დატვირთვის ხანგრძლივობას ზრდით. ამ დროს კუნთების ტკივილი ვარჯიშის შემდეგ დასვენებისას ვლინდება. მაგრამ, დროთა განმავლობაში კუნთები ახალ დატვირთვას ეჩვევა და ტკივილი ქრება.

კუნთების არაბუნებრივი ტკივილი კი ვითარდება სხვადასხვა სიმძიმის, ტრავმის, მაგალითად, ართრიტის, იოგების დაჭიმულობის, მოტეხილობის გამო და ასე შემდეგ.

თუ ვარჯიშის დროს ტკივილი უმიზეზოდ და უეცრად წარმოიშობა, ტკივილის ინტენსივობა დღითი დღე იმატებს, ნატკენი ადგილი კი შეშუპებულია და სახსრის შიგნითაც შეიგრძნობა ტკივილი, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ფიზიკური დატვირთვა.

ზოგადად კი, გაითვალისწინეთ, რომ ექიმის კონსულტაციის გარეშე თვითნებურად ნუ დაიწყებთ ორგანიზმის ფიზიკურ დატვირთვას.

 

დასუსტებულ ორგანიზმს ავოკადო უშველის

ავოკადო დაკარგული ძალების აღდგენას უწყობს ხელს. ის იმდენ ვიტამინსა და მინერალურ ნივთიერებას შეიცავს, რომ შეუძლია ადამიანის საკვებიც კი შეცვალოს.

ავოკადო საქართველოში დიდი ხანი არ არის, რაც შემოვიდა. ბევრს მისი შეძენა მხოლოდ ინტერესის გამო უნდა და არც კი იცის, რომ ის B1, B2, C, PP, K და P ვიტამინებს, კალციუმს, კალიუმს, ფოსფორსა და რკინას შეიცავს. ასევე, ძალიან კალორიულია, კერძოდ, 100 გრამში 218 კილოკალორიაა. ასე რომ, ავოკადო კალორიულობის თვალსაზრისით, შეიძლება ხილის მეფედ ჩაითვალოს – უცხიმო ხორცს ორჯერ აღემატება. სისხლნაკლებობის, ათეროსკლეროზისა და გასტრიტის დროს მისწრებაა.

ძველ დროში ის ძლიერ აღმგზნებ საშუალებად მიაჩნდათ და ერიდებოდნენ კიდეც მის საკვებად გამოყენებას. ზოგიერთ ქვეყანაში კი, ამის გამო აკრძალეს კიდეც.

ავოკადო მდიდარია ზეთითაც. ის ზეთისხილის მსგავსად 30 პროცენტამდე ზეთს შეიცავს და ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ პროდუქტად მოიაზრება.

 

ალკოჰოლი მამაკაცებში უარყოფითად მოქმედებს სქესობრივ ლტოლვასა და ერექციაზე

ალკოჰოლი ქალსა და მამაკაცში სექსუალური ლტოლვის შესუსტებას იწვევს. ღვინო და სექსი ერთად ძალიან მავნებელი ტანდემია.

სექსოლოგიაში ცნობილია, რომ ჭარბი დოზით მიღებული ალკოჰოლი მამაკაცებში უარყოფითად მოქმედებს სქესობრივ ლტოლვაზე, ერექციაზე. სპირტიანი სასმელების ხშირმა და ჭარბად მიღებამ, შეიძლება, ცვლილებები გამოიწვიოს მამაკაცის სასქესო ჯირკვლებშიც და უარყოფითად იმოქმედოს შთამომავლობაზე.

ქრონიკული ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ჯანმრთელ მამაკაცებში სათესლე ჯირკვლების ჰორმონული ფუნქციის დაქვეითებას იწვევს.

მამაკაცის ორგანიზმში სასქესო ჰორმონების მაქსიმალური გამომუშავება 26-დან 36 წლამდე ასაკში ხდება. შემდეგ, მათი რაოდენობა თანდათან მცირდება. ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებლებში მსგავსი ცვლილებები უფრო ახალგაზრდა ასაკში ხდება.

კვლევით დადგენილია, რომ ჭკუასუსტი და დაუნის სინდრომით დატანჯული ადამიანების დიდი ნაწილი, დღესასწაულების დღეებშია ჩასახული. ანუ, იმ პერიოდში, როცა ადამიანი ალკოჰოლიანი სასმლის ჭარბ დოზას იღებს.

 

თუ სიცხემ აგიწიათ, ნუ იჩქარებთ წამლების დალევას

ცივ ამინდში ხშირია ტემპერატურის მკვეთრი აწევა. ნუ იჩქარებთ სიცხის დამწევი პრეპარატების მიღებას. ხალხური მედიცინიდან რეკომენდებულია შემდეგი უებარი და ეფექტური საშუალებები:

შეურიეთ ერთმანეთს 20 გრამი ცაცხვის ყვავილი და 20 გრამი გამხმარი ჟოლო. დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ ათი წუთით. შემდეგ გადაწურეთ და სვით ცოტ-ცოტა, ხშირ-ხშირად. შეგიძლიათ, გამხმარი ჟოლოს ნაცვლად, ჟოლოს მურაბაც გამოიყენოთ.

ასი გრამი შავი ბოლოკი და ასი გრამი სტაფილო გახეხეთ, შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი ნაზავი, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ 50 გრამი ხახვი, დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი. აურიეთ კარგად და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი, ნახევარ საათში ერთხელ.

ერთ ცალ სტაფილოს წვენს შეურიეთ ამავე რაოდენობის თაფლი. მიიღეთ ერთი ან ორი კოვზი, დღეში 3-ჯერ. თუ ტემპერატურა მაინც არ იკლებს, მაშინ ჩაიტარეთ შემდეგი პროცედურები:

დაიზილეთ სხეული ძმრით გაზავებული წყლით, შუბლზე კი ძმრიან ხსნარში დასველებული და კარგად გაწურული ტილო დაიდეთ. ორი სუფრის კოვზი ძმარი გახსენით ნახევარ ლიტრ წყალში.

ორ სუფრის კოვზ ცხელ რძეს შეურიეთ ორი სუფრის კოვზი კონიაკი და დალიეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში სამჯერ.

ერთ სუფრის კოვზ ჟოლოს მურაბას შეურიეთ ერთი სუფრის კოვზი კონიაკი ან არაყი. ჩააწურეთ ნახევარი ლიმონი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა ანადუღარი გრილი წყალი და დალიეთ ყლუპ-ყლუპად. ორი საათის შემდეგ პროცედურა გაიმეორეთ.

ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილ ხალხურ რეცეპტს უკუჩვენება არ გააჩნია.

 

რომელ ქალებს არ ემუქრებათ

მკერდის კიბო და რაზე უნდა

გაამახვილოთ ყურადღება

ქალებში გავრცელებულ ავთვისებიან და კეთილთვისებიან სიმსივნეებს შორის ყველაზე ხშირია მკერდის კიბო. ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია მასტოპათია – სარძევე ჯირკვლის პათოლოგია, რომელიც, თავისთავად, სერიოზულ დაავადებას არ წარმოადგენს, მაგრამ, საკმაოდ ზრდის კიბოს წარმოქმნის რისკს.

ქალის სარძევე ჯირკვალი, ასაკობრივი თუ ფიზიოლოგიური ფაქტორების გამო, მთელი ცხოვრების განმავლობაში განიცდის გარდაქმნას. მას განსხვავებული აგებულება აქვს ბავშვობისა და გარდატეხის ასაკში. სარძევე ჯირკვალი პერიოდულად განიცდის ცვალებადობას. მის სტრუქტურაზე ძალიან მოქმედებს ქალის ცხოვრებაში მიმდინარე ბუნებრივი მოვლენა, მაგალითად, ორსულობა, ძუძუს წოვება, კლიმაქსი და სხვა.

ზოგიერთი პროცესი, კერძოდ: აბორტები, საკვერცხეებისა და მათი დანამატების ანთებები, ნერვული სისტემის დაავადებები და ასე შემდეგ, ჰარმონული დისბალანსის განვითარებას იწვევს, ანუ, ჰორმონები საჭიროზე მეტი ან ნაკლები რაოდენობით გამომუშავდება. დროთა განმავლობაში ამ მდგომარეობამ, შესაძლოა, არა მხოლოდ კეთილთვისებიანი წარმონაქმნების (მასტოპათია, ადენომა), არამედ, ზოგჯერ ავთვისებიანი სიმსივნის ჩამოყალიბებაც გამოიწვიოს.

კეთილთვისებიანი სიმსივნის განვითარება ბევრადაა დამოკიდებული სოციალურ ფაქტორებზეც, მაგალითად: მცირე შობადობაზე, ხშირ აბორტებზე, არასწორ სქესობრივ ცხოვრებაზე, ზედმეტ წონაზე, შაქრიან დიაბეტზე, გენეტიკაზე. კვლევამ აჩვენა, რომ ქალებს, რომლებიც ოცდაათ წლამდე თხოვდებიან, აბორტებს არ მიმართავენ და პატარებს ძუძუთი კვებავენ, მკერდის კიბოს საფრთხე ნაკლებად ემუქრებათ.

მასტოპათია ძირითადად 20-45 წლის ასაკის ქალბატონების ხვედრია. დაავადება, როგორც წესი, სარძევე ჯირკვალში გამკვრივებული წარმონაქმნის სახით ვლინდება და, შეიძლება, ერთ ან ორივე ჯირკვალში განვითარდეს ერთეული თუ მრავლობითი წარმონაქმნის სახით.

მასტოდინია – ამ დაავადების დროს, ზოგჯერ სარძევე ჯირკვალში არანაირი ცვლილება არ არის, მაგრამ, ქალი მაინც უჩივის მკერდის ტკივილს. ტკივილი ძლიერია, შესაძლოა, ბეჭსა და მხარშიც გადაეცემოდეს.

ფიბროადენომატოზი – სარძევე ჯირკვალში კვანძების გაჩენაა. ისინი ან მთელ ჯირკვალშია გავრცელებული (ლიმფური ფიბროადენომატოზი) ან მის მხოლოდ რამდენიმე უბანში (კვანძოვანი).

ფიბროადენომა – მოძრავი, გლუვი ზედაპირის კვანძებია, რომლებიც ძირითადად 20-25 წლის ქალებში ვლინდება.

ცისტები – სხვადასხვა ზომისა და რაოდენობის კვანძებია. ზოგჯერ ახასიათებს დვრილიდან გამჭვირვალე, მღვრიე, მომწვანო, რძისფერი ან სისხლიანი გამონადენი, რომელიც გამოიყოფა თავისთავად ან დვრილზე თითის დაჭერის შედეგად.

სარძევე ჯირკვლებში ტკივილების არსებობა მასტოპათიის აუცილებელ ნიშანს არ წარმოადგენს.

მკერდის სიმსივნის ამოცნობა თვითონ ქალსაც შეუძლია: ყურადღება უნდა მიაქციოთ სარძევე ჯირკვლების სიმეტრიულობას, კანის ფერს, გამონადენს დვრილიდან, გამკვრივებულ, მტკივნეულ უბნებს.

არსებობს სიმპტომები, რომლებიც ავთვისებიანი სიმსივნის პროცესის დაწყებას მიგვანიშნებს. ესენია, ფიქსაცია ანუ კვანძი, დვრილის გასქელება: დვრილის თავზე კანის ჩაზნექვა, იღლიის ფოსოში ჯირკვლების გაჩენა, დვრილიდან სისხლიანი გამონადენი. ამგვარი სიმპტომების გაჩენისას სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

 

რა იწვევს შაკიკის პროვოცირებას

შაკიკისადმი მიდრეკილება, როგორც ბოლოდროინდელმა კვლევამ ცხადყო, მემკვიდრეობით გადაეცემა. ის მეტად თავისებური დაავადებაა და ბევრ ფაქტორს უკავშირდება, კერძოდ, ვეგეტატიურ ნერვულ სისტემას, პერიფერიული სისხლძარღვების მოშლას. ხშირად ეს დაავადება საფეთქლის არტერიის ანთებას მოსდევს. მედიცინაში არსებობს აგრეთვე, ეგრეთ წოდებული კისრის შაკიკიც, რომლის მიზეზიც ისევ სისხლძარღვების პათოლოგია ხდება. გამოყოფენ ბირთვულ და პერიფერიულ შაკიკებსაც; ეს უკანასკნელი პერიფერიული სისხლძარღვების შეკუმშვას ან გაფართოებას უკავშირდება.

ბირთვული შაკიკი შეიძლება გამოიწვიოს ნერვის დაზიანებამ. ამ დაავადებას მკვეთრად გამორჩეული კლინიკური სურათი აქვს. ეს გახლავთ პერიოდული შეტევითი ხასიათის ნევრალგიური ტკივილი, რომელიც განსაზღვრულ დროს იწყება, განსაზღვრულ დროს მთავრდება და ისე უკვალოდ ქრება, თითქოს არც ყოფილა. შეტევის დაწყებიდან მცირე ხნის შემდეგ ტკივილი პიკს აღწევს და ისეთი ძლიერი ხდება, თუ გაგრძელდა, შეიძლება, შოკიც გამოიწვიოს.

შაკიკის დროს ტკივილი სახის მხოლოდ ერთ ნახევარზე ვრცელდება. ყველაზე ხშირია თვალბუდისა და შუბლ-საფეთქლის ტკივილი. ამ დროს პირში ჩნდება ლითონის გემო, უარესდება მხედველობა. შეტევის გავლის შემდეგ, მხედველობა აღდგება. ტკივილის შეტევა, შესაძლოა, რამდენიმე საათში ბევრჯერ განმეორდეს.

ზოგიერთ ადამიანს შაკიკი მხოლოდ ცივ დღეებში ემართება, ზოგს კი ის მთელი სიცოცხლის განმავლობაში ტანჯავს. მისგან სრული განკურნება არ ხდება, თუმცა მედიკამენტური მკურნალობა მდგომარეობას საგრძნობლად აუმჯობესებს.

შაკიკმა რომ არ დაგტანჯოთ და შეგაწუხოთ, ნუ გახვალთ სიცივეში თავდაბანილი, სველი თმით. თუ ამ დაავადების მიმართ მიდრეკილება გაქვთ, არ იაროთ ქუჩაში თავდაუხურავი, თბილ ოთახში კი არ იჯდეთ ქუდით. მოვლითი ტკივილის დროს შუბლის არე მჭიდროდ წაიკარით ხილაბანდით, საფეთქლების არე კი თითებით დაიზილეთ.

 

скачать dle 11.3