კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

 

კითხვა: ვარ 26 წლის. რამდენიმე დღე თავი მტკიოდა საფეთქლებს ზემოთ, ახლა კი ტკივილი წარბების არეში თითის დაჭერისას დამეწყო. სურდო არ მაქვს, არც სუნთქვის შეფერხება. რა დაავადების სიმპტომებია ეს?

პასუხი: სურათი, რომელიც თქვენ აღწერეთ, ფრონტიტის (შუბლის წიაღების ანთება) სურათს შეესაბამება. ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტს  დიაგნოზის დასაზუსტებლად წიაღების რენტგენოლოგიური სურათი დასჭირდება.

კითხვა: აცრის შემდეგ დავავადდი ეპილეფსიით, ვიღებ შესაბამის პრეპარატებს. შეიძლება  თუ არა  ჩემი დაორსულება და ჯანმრთელი ბავშვის გაჩენა? შეიძლება თუ არა ეპილეფსიისაგან განკურნება?

პასუხი: თქვენს შემთხვევაში ჯანსაღი ბავშვის გაჩენა სავსებით შესაძლებელია. ორსულობის დაგეგმვისას, თქვენი მკურნალი ექიმი მოახდენს სამკურნალო ტაქტიკის კორექტირებას. დაორსულებამდე და ორსულობის პირველი ტრიმესტრის განმავლობაში სასურველია  ფოლიუმის მჟავის მიღება, რომელიც საგრძნობლად შეამცირებს ნაყოფის ანომალიების რისკს. ეპილეფსიისაგან სრულიად განკურნებაც, ვფიქრობ, თქვენს შემთხვევაში შესაძლებელია.

კითხვა: მაქვს გაძნელებული, მტკივნეული ყლაპვა. მითხრეს ნევროზიაო, მაგრამ, დასამშვიდებელმა პრეპარატებმა შვება არ მომცა. განსაკუთრებით მტკივნეულია ნერწყვის ყლაპვა, ჭამა-სმა ისე ძალიან არ მიჭირს, ზოგჯერ სუნთქვაც მიჭირს, ხშირად მაბოყინებს, სიცხე არ მაქვს.

პასუხი: თქვენ დაგჭირდებათ საყლაპავისა და კუჭის ენდოსკოპიური გამოკვლევა. საფიქრებელია საყლაპავის დაავადება (ეზოფაგიტი, საყლაპავის სიმსივნე და სხვა). გასტროსკოპიის პასუხით მიმართეთ გასტროენტეროლოგს. 

კითხვა: ჩემი შვილი 6 თვისაა, აქვს შეშუპებული ღრძილები,  წითელი  ყელი, სურდო არ აღენიშნება, მაგრამ, აქვს იშვიათი მშრალი ხველა, ცუდი მადა და ძილი. საბავშვო პარაცეტამოლის მიღების შემდეგ სიცხე დროებით უკლებს, მერე ისევ უმატებს. რას მირჩევთ?

პასუხი: თუ 1 წლამდე ჩვილს 39 გრადუსამდე სიცხე აქვს, აუცილებლად მიმართეთ პედიატრს, რადგან, არ არის გამორიცხული ბაქტერიული ინფექცია (მათ შორის პნევმონია, ბრონქიტი) და ანტიბიოტიკებით მკურნალობის აუცილებლობა. არ გირჩევთ თვითმკურნალობას.

კითხვა: ორი თვის წინ დამეწყო ძლიერი თავის ტკივილები და სიცხე 37,5 გრადუსი მქონდა. აღმომაჩნდა ვირუსული ნეიროინფექცია, ვიმკურნალე საავადმყოფოში. ამჟამადაც განვაგრძობ მკურნალობას. თავის ტკივილებმა გამიარა, მაგრამ, უსიამოვნო შეგრძნებები დამრჩა, სიცხე კი ისევ მაქვს (37-37,5 გრადუსი). ძალიან განვიცდი, ექიმები კი მეუბნებიან, რომ ეს გადატანილი ინფექციის გართულებაა – თერმორეგულაციის დროებითი  დარღვევა. ანალიზები ნორმაშია.

პასუხი: ექიმები არ ტყუიან, თქვენ არ გაქვთ ნერვიულობის საფუძველი. დააკვირდით თქვენს მდგომარეობას და, თუ რაიმე ცვლილებებს შენიშნავთ, მიმართეთ  მკურნალ ექიმს. 

კითხვა: ათი დღის წინ დავკარგე ქალწულობა. ზოგჯერ მუცლის მარჯვენა ქვედა მხარეს დისკომფორტსა და ტკივილს ვგრძნობ. ასე უნდა იყოს?

პასუხი: არა, ასე არ უნდა იყოს. თუ ტკივილი კიდევ სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, მიმართეთ გინეკოლოგს.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

 

 

скачать dle 11.3