კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არ უნდა იტვირთოს ეკლესიაში ახლად მისულმა ადამიანმა და როდის უქმნის ის არასწორი მარხვით საკუთარ სულსა და ხორცს საფრთხეს

როგორც ცნობილია, აღდგომის მარხვას წინ ბოლო, მოსამზადებელი კვირა – ყველიერის კვირეული უძღვის, რომლის დროსაც ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია, ოღონდ, რძის ნაწარმით. სწორედ ყველიერის ოთხშაბათს იწყება ეფრემ ასურის ლოცვის კითხვა, რომელიც მთელი დიდმარხვის განმავლობაში იკითხება, გარდა შაბათ-კვირისა. დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი მთავრდება შენდობის, მიტევების კვირიაკეთი და ადამიანები ამ დროს ერთმანეთს შენდობას, პატიებას სთხოვენ. თუმცა, ამ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი). 

 

– მამაო, აღდგომის მარხვის დაწყებას ყოველთვის წინ უძღვის ყველიერის კვირა, რომლის დროსაც ადამიანები განსაკუთრებულად ემზადებიან აღდგომის მარხვისთვის, არ იღებენ ხორცს და კითხულობენ ეფრემ ასურის ლოცვას. როგორია ამ კვირის მნიშვნელობა? 

– შეიძლება ითქვას, რომ ეს ტრადიცია ეკლესიაში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. ყველიერის კვირის ბოლო დღეს, კვირას, როგორც წესი, ტარდება შენდობის მსახურება, ანუ წირვის შემდეგ მოძღვარი ეკლესიაში მყოფ მრევლს, საზოგადოებას ახსენებს კაცობრიობის დაცემას, ისტორიას, ადამიანების ცოდვილ ცხოვრებას, გადარჩენის გზას და განუმარტავს მათ, თუ როგორ უნდა გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან, შეებრძოლონ საკუთარ ცოდვებს და გახდნენ უკეთესი. ყველიერის კვირა იმ მხრივ არის განსაკუთრებული, რომ შენდობის მსახურება ამ კვირას ერთიორად ალამაზებს. როდესაც მოძღვარი ადამიანს უხსნის, სთავაზობს სახარებისეულ მოქცევას, ცხოვრებას, ეკლესიაში სიარულს, ის, იმავდროულად, მათ წინ აღასრულებს ერთ დიდ მეტანიას. სასულიერო პირიც ადამიანია, ცოდვილია, ისიც შეიძლება ჩავარდა ცოდვაში ნებსით თუ უნებლიეთ, შეიძლება ვინმეს, სათანადო ყურადღება ვერ მიაქცია. ამიტომაც, ის შენდობას სთხოვს იმ დღეს ეკლესიაში მყოფ მრევლს, შემდეგ ისინი მაგალითს იღებენ და  თავად სთხოვენ მოძღვარს შენდობას. ეს მსახურება თავისთავად განსაკუთრებულია და ეს არის ერთგვარი მზადება მარხვის დასაწყებად.  მარხვა არის ის სულიერ მდგომარეობა, შემუსვრილობა გულისა, სხვანაირად მარხვას აზრი ეკარგება. თავად მსახურებაც განსხვავებულია. არსებობს წიგნები, რომლებიც ეკლესიაში გამოიყენება და მსახურების დროს წიგნის მკითხველები კითხულობენ „პარაკლიტონიდან”, „თვენიდან”, მაგრამ, ამ დროს უკვე „მარხვანიდანაც” იწყება საკითხავების კითხვა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ნელ-ნელა ვემზადებით მარხვისთვის.  თუ ადამიანი სწორად  არ დაიწყებს მარხვას, ის სწორად ვერ დაამთავრებს. ნებისმიერი კარგი საქმე,  ლოცვა იქნება, ეს მარხვა, მსახურება თუ შრომა-ღვაწლი, ყველაფერი სწორად უნდა დაიწყოს და აღასრულოს  ადამიანმა, მას უნდა ჰქონდეს სწორი ორიენტირი, სწორი გათვლა, სწორი შემართება, აზროვნება, სწორი სულიერი მიდგომა საკითხებისადმი. მარხვის სწორად დაწყებაში კი იგულისხმება ის, რომ ადამიანი იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ ცოდვილია და მას სჭირდება ცოდვების შენდობა, გააზრება იმისა, რომ სხვასაც უნდა შეუნდოს ცოდვები და ამ განწყობით უნდა დაიწყოს მარხვა. 

– ადამიანების დიდი ნაწილი არ იცავს ყველიერის კვირას და მარხვას პირდაპირ შენდობის დღის შემდეგ იწყებს. სწორია ასეთი მიდგომა?

– რა თქმა უნდა, ყველა მარხვას აქვს თავისი მნიშვნელობა და ადამიანს ყველა მარხვაში უნდა ჰქონდეს გული შემუსვრილი, თავის მოქმედებას, სულიერ განვითარებას უნდა აკვირდებოდეს, მაგრამ, აღდგომის მარხვა იმიტომ არის განსაკუთრებული, რომ აღდგომა არის დღესასწაულთა დღესასწაული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი არ არის მხოლოდ სული ან ხორცი, ის ორივეს ერთობლიობაა. შესაქმე გვასწავლის, რომ ადამიანი შეიქმნა ღვთის ხატად და ეს მდგომარეობს არა მხოლოდ ფიზიოლოგიურ ადამიანობაში, არამედ, ყველაფერში. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ღმერთს მხოლოდ ამით არ ჰგავს, ის უფალს წააგავს სამებობითაც, თავისი შინაგანი და გარეგნული აგებულებით. მამა, რომელიც არის მშობელი, ძე – მისგან შობილი დაუსაბამოდ და სულიწმიდა – მისგან გამომავალი. ადამიანის გონება – ეს არის განსახიერება, მიმსგავსება მამა ღმერთთან, რადგან გონების გარეშე არაფერი ხდება. ხოლო ძე, წმიდა სამების მეორე პირი, ეს არის სიტყვა, შეზავებული აზროვნებასთან. როგორც უმტკივნეულოდ იბადება გონებისგან აზრი, ასე უმტკივნეულოდ იბადება მამისგან ძე. მესამე არის ადამიანის სული, ანუ თავად სულიწმიდა. მამების სწავლებით, ადამიანი ამ კუთხით განასახიერებს წმიდა სამებას, ამიტომაც, ადამიანი თავისი დანიშნულებით, ღირსებით არის დიდი და ეს ყველაფერი მან არა მხოლოდ სულიერად, ხორციელადაც უნდა გადაიტანოს და გაითავისოს. როდესაც ჩვენ ვიწყებთ მარხვას, ხორციელის კვირის შემდეგ უარს ვამბობთ მძიმე საკვებზე და კიდევ ერთი კვირა გვრჩება იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად, ჩვენი უძლურების გამო, ნელ-ნელა გადავიდეთ მარხვაზე. ეს დიდი მამების, მსოფლიოს კრებების დაწესებული, ეკლესიური გამოცდილებით დადგენილი წესია, რომელიც ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში ყალიბდებოდა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ადამიანების გამო იყო დაწესებული, რომ ადამიანმა საკუთარი უძლურების გამო არ დაიწყოს მარხვა, გაუაზრებლად არ გადავიდეს მარხვაზე, რადგან, ამ ყველაფერს სულიერი განსჯა, გაწონასწორება სჭირდება. ამიტომ, ყველიერის კვირაში ადამიანი ნელ-ნელა გადაეწყობა ხორციელი მარხვიდან სულიერ მარხვაში, რათა მათი მარხვა იყოს წარმატებული. უპირველეს ყოვლისა, სულიერი ნიჭების მოხვეჭაა, სულიერი ბრძოლების გადატანაა საჭირო, რადგან, ბრძოლების გარეშე ადამიანის სული ვერ გაიწვრთნება. თუ ადამიანი ყველაფერს ეტაპობრივად არ გადის, მისი სულიერი ცხოვრება ვერ იქნება წარმატებული და ხშირად არის შემთხვევა, როდესაც ადამიანები სულიერად გადაიწვებიან ხოლმე. აღდგომის მარხვის პირველი კვირა, რომელიც მძიმეა, ასევე, ბოლო კვირა, ადამიანების მიერ ხშირად არასწორადაა გააზრებული. მოდიან და ამბობენ: „მე არ შევჭამ არაფერს, მინდა მხოლოდ წყალზე და პურზე ვიყო, ან მხოლოდ წყალზე, ან, ზეთიან საკვებს შაბათ-კვირასაც არ მივიღებ“... რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომა არასწორია. იგი უნდა აცნობიერებდეს, უნდა ჰქონდეს შესაბამისი განათლება და მორჩილება იმ გაგებით, რომ მოძღვარს ჰკითხოს, როგორ მოიქცეს. თვითრჯულობა კარგისკენ ვერ წაიყვანს. თუ ადამიანი არ არის ამ ყველაფრისთვის მზად, არ შეუძლია იმის დაძლევა რასაც შეეჭიდება, ეს კარგად არ დამთავრდება. ისინი დიდი ენთუზიაზმით გამოირჩევიან, რაც საეკლესიო ენაზე ხიბლის მდგომარეობაა, სარწმუნოებრივად გადაიწვებიან ხოლმე. რადგან ის, რაც დადგენილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში ეკლესიაში დადიან, მოღვაწეობენ, გარკვეულწილად, აქვთ სულიერ ცხოვრებაში შენაძენი, გამოცდილება, ის ახალმოსულმა არ უნდა იტვირთოს საკუთარ თავზე. ყველამ უნდა იმარხულოს, როგორც შეუძლია,  მოძღვრის მეთვალყურეობის ქვეშ, რომ ამ ყველაფერმა საფრთხე არ შეუქმნას მის ჯანმრთელობას, სულიერებას, აზროვნებას, არ ჩავარდეს ხიბლის მდგომარეობაში. ადამიანმა თავის თავს წესები არ უნდა დაუდგინოს და ყოველთვის უნდა მიჰბაძოს ეკლესიის მაგალითს. 

– დღეს ადამიანებს შენდობის დღისადმი ზედაპირული დამოკიდებულება ჩამოუყალიბდათ. მთელი წლის განმავლობაში არ ითოხვენ შენდობას, არ იხდიან ბოდიშს, ამ დღეს კი უცნობი ადამიანებისაც კი სთხოვენ შენდობას. 

– ჩვენ ხშირად გვხვდება ასეთი ფაქტები: გირეკავს ადამიანი, რომელსაც შენთვის არაფერი დაუშავებია და შენდობას ითხოვს, რაც გარეგნულ რიტუალურ მდგომარეობას უფრო ჰგავს, ვიდრე შინაგან სულიერ მდგომარეობას. ადამიანი უნდა აცნობიერებდეს ერთ რამეს: ის შენდობას ითხოვს იმაზე, რაც დააშავა და ეს არის მისთვის მთავარი მოტივაცია: რადგან მე შენდობას სინანულისთვის ვითხოვ,  ესე იგი, ვაცნობიერებ იმას, რაც დავაშავე. მაგრამ, ხშირად არ აცნობიერებენ იმას, თუ რისთვის ითხოვენ შენდობას. შეიძლება, ადამიანს ახლოს არ ვიცნობდე, მასთან არ მქონდეს ხშირი ურთიერთობა და, ამ დროს, ის მირეკავს და შენდობას ითხოვს ჩემგან, არადა, არაფერი დაუშავებია. რა თქმა უნდა, ამაშიც ცუდი არაფერია, მაგრამ, მთავარია, ამ ყველაფერს რა კუთხით შევხედავთ. უნდა დავფიქრდეთ: ჩემთვის შენდობის აღება იმიტომ არის საჭირო, რომ შენდობა ავიღო თუ იმისთვის, რომ მერე გავაცნობიერო: ის, რაც დავაშავე, რომ  ცოდვილი ვარ და ეს სინანული, სრაფვა საკუთარი შეცოდების გაცნობიერებისკენ – ჩემი შინაგანი, სულიერი მდგომარეობაა. 

 

 

скачать dle 11.3