მამათა შეგონებანი
იოსებ ათონელი: ამპარტავანი ყოველთვის სხვას განიკითხავს, მხოლოდ სხვათა შეცდომებს ხედავს, საკუთარი ვნებები და მანკიერებანი კი სულ უფრო და უფრო ეზრდება.
წმიდა სილუანი: ბევრი ლოცულობს ზეპირად და უყვარს ლოცვა წიგნებით. ესეც კარგია, უფალი იღებს ასეთ ლოცვას და წყალობას აძლევს, მაგრამ, ვინც ლოცულობს ღმერთის მიმართ და ფიქრობს სხვა რამეზე, ასეთ ლოცვას ღმერთი არ შეისმენს. ვინც ლოცულობს ჩვევის თანახმად, მას არ აქვს ცვლილება ლოცვაში, ხოლო ვინც გულითადად ლოცულობს, მას ბევრი ცვლილება აქვს ლოცვაში. ბრძოლა უხდება მტრებთან, საკუთარ თავთან, ვნებებთან, ადამიანებთან, მაგრამ, ყველაფერში უნდა ვიყოთ მამაცი, გამოიკითხე რჩევები გამოცდილი ადამიანებისგან. თუ იპოვი, მორჩილებით სთხოვე ღმერთს და მოგცემს შენ უფალი შემეცნებას მორჩილებაზე. თუ ჩვენი ლოცვა მაამებელია ღმერთისთვის, სულიწმიდა დაგიმოწმებს ამას სულში; იგი წყნარია და სასიამოვნო; ადრე კი მე არ ვიცოდი, მიიღო თუ არა უფალმა ლოცვა და როგორ გამეგო ამის შესახებ.
რა ჯობია იმას, რომ ცხოვრობდე მორჩილებაში და სიყვარულში? მაშინ სულში იქნება მშვიდობა, არ გენდომება უპირატესობა ძმათა შორის თუ გეყვარება მტრები; სულში ადგილი არ ექნება სიამაყეს, რამეთუ ქრისტესმიერ სიყვარულში არ არის განდიდება. სიამაყე, როგორც ცეცხლი, ისე წვავს ყველაფერს კეთილს, მორჩილება ქრისტესმიერი კი აუწერლად ტკბილია, რომ იცოდნენ ეს ადამიანებმა, მთელი დედამიწა შეისწავლიდა ამ მეცნიერებას. მთელი ჩემი ცხოვრება, დღე და ღამე ვსწავლობ ამას და ვერ დამიძლევია, ჩემი სული ყველაფერზე ფიქრობს; მე ჯერ კიდევ ვერ მიმიღწევია იმისთვის, რაც მსურს და ვერ ვმშვიდდები. მორჩილებით გთხოვთ, ძმანო, რომელთაც იცით ქრისტესმიერი სიყვარული, ილოცეთ ჩემთვის, რათა ღმერთმა გამათავისუფლოს სიამაყისგან, რათა ჩასახლდეს ჩემში ქრისტესმიერი მორჩილება.
ეფრემ ასური: თუ სიხარული შეგემთხვა, ვივარაუდოთ, რომ ჩვენგან შორს არაა მწუხარებაც, და თუ მწუხარება გვეწვია, ველოდოთ სიხარულის მოახლოებას. გამოიყენე ზღვაზე მოცურავეთა მაგალითი: როცა ქარიშხალი ატყდება, ისინი გადარჩენის იმედს არ კარგავენ, ტალღებს ეწინააღმდეგებიან და მშვიდ ამინდს ელიან; ხოლო, როცა სიმშვიდე დაისადგურებს, ქარიშხალს ელიან. ამიტომაც, ყოველთვის ფხიზლად არიან, რათა მოულოდნელად ამტყდარმა ქარიშხალმა მათ მოუმზადებლებს არ მოუსწროთ და ზღვაში არ დანთქას.
***
თუკი ადამიანი გრძნობს დანაშაულს ღვთის წინაშე, მაგრამ არ აღიარებს მას არც ადამიანების, არც საკუთარი თავის წინაშე, მაშინ იგი ყოველთვის სიამოვნებით დაადანაშაულებს სხვებს და განსაკუთრებით მათ, ვის წინაშეც დამნაშავეა.
იოანე ოქროპირი: რა შეიძლება იყოს უფრო ბრმა პატივმოყვარეობაზე, რომელიც უმეტესად ბრმავდება, რაც მეტად ემსახურებიან? ასეთი თვისება მხეცებსაც კი არ აქვთ, პირიქით, როდესაც უვლიან, ისინი უფრო რბილნი არიან, პატივმოყვარეობა კი სრულიად სხვაგვარად იქცევა: საძაგელი მშვენიერებად წარმოდგება და თავისი თაყვანისმცემლების წინააღმდეგაა მიმართული.
ნეტარი ავგუსტინე: სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ ბოროტის მოქმედთა გამო, არამედ, გულმოდგინედ უნდა ვილოცოთ მათთვის, რომ კეთილნი გახდნენ. წმიდანთა რიცხვი ყოველთვის ცოდვილითგან ივსება.