კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იდგა სმოკინგში კაბუ მინუს ექვსგრადუსიან ყინვაში მტკვრის პირას და რამდენი თვეა, არ სძინებია რუსკა მაყაშვილს

მარტიდან ქართველი ვარსკვლავები „იმედის” არხზე თქვენთვის იცეკვებენ. ამ მეგა-შოუს უამრავ ქვეყანაში უკვე მილიონობით მაყურებელი ჰყავს და დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც, ასევე მილიონობით გულშემატკივარი გამოუჩნდება. რუსკა მაყაშვილი და კაბუ პირველად ირგებენ წამყვანის ამპლუას და ჩვენც არ დავაყოვნეთ – წამყვანობამდე მათ ჟურნალისტის ამპლუა მოვარგეთ.

 

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია რუსკა მაყაშვილი

– კაბუ, როგორ ხარ, რას ფიქრობ, დღეს ჩვენმა რეპეტიციამ როგორ ჩაიარა?

– ძალიან კარგად. დღეს ყველაზე დიდხანს გაგრძელდა. უკვე ახლოვდება შოუს დაწყების თარიღი და მღელვარებაც იმატებს. 

– გაგიხარდა, რომ შენი პარტნიორი მე ვარ?

– ძალიან, მართლა. რუსკა იდეალური კანდიდატია-მეთქი – ვთქვი, რადგან ისეთი ხარ – მხიარული, ენერგიული, სიტყვა-პასუხი არ გეშლება და თუ გავჭედე, შენი იმედი მაქვს.

– მეც ზუსტად, თუ ავირევი, შენი იმედი მაქვს. შენ უნდა გამომიყვანო მდგომარეობიდან.

– აუცილებლად ეგრე იქნება. შენც გაგიხარდა, მე რომ ვიყავი?

– ძალიან. არც მიფიქრია, რომ შეიძლება ვინმე სხვა ყოფილიყო. ჯერ ეს ერთი, ძალიან ნიჭიერი მსახიობი და არტისტი ხარ და ეს კიდევ სხვა რაღაცაა. ოცდახუთი წლის ვარ, სადღაც, თორმეტი წლით შენზე უმცროსი და როგორც რაღაც ჯადოსნური ადგილი, ისე მახსოვს სარდაფის თეატრი. არც ერთი თეატრი მაშინ არ მუშაობდა და ბავშვებმა, ყველამ ერთად, გიჟებივით დავიწყეთ სიარული – სპექტაკლს არ ვტოვებდით. კაბუ მაშინ ჩვენი კუმირი იყო. ახლაც არის, მაგრამ მაშინ თეატრიდან სხვა მუხტი მოდიოდა, უფრო თეატრის ვარსკვლავი იყო. თან, მერე რეპიც შევიყვარეთ შენი (იცინიან). ძალიან მომწონდა ის სიმღერა – „აგერ უკვე რა ხანია გელი, ამოიღე ხმა და რას ელოდები?!” შენ თუ გაქვს იმ პერიოდის ნოსტალგია?

– ნოსტალგია მაქვს სპექტაკლების, თეატრის, საშინლად დაკავებულობის, ჩემი საქმეების კეთების. იმ საქმეების, რომლის კეთებაც ვიცი და საშინლად მიყვარს. ამას მერე მოჰყვება ყველაფერი – ადამიანების სიყვარული, ჩახუტება. ჩემი საქმის კეთება მინდა. ალბათ, მოვა დრო და ისევ გავაკეთებ ამას. ძალიან მალე მოვა ეს დრო.

– შეიძლება, ასეთი გაცოცხლებული თეატრი კიდევ იყოს?! სარდაფი – ეს იყო დრო, როდესაც თეატრის მსახიობები ვარსკვლავები ტელევიზიის გარეშეც ხდებოდნენ და შენ ამის ცოცხალი მაგალითი ხარ. მახსოვს, ძალიან გრძელი სპექტაკლი იყო „სამგროშიანი ოპერა” და შუა სპექტაკლის დროს შუქი გაითიშა. არც დავშლილვართ, გავედით დარბაზიდან, გარეთ ბილიარდი რომ იდგა, იქ ვითამაშეთ, შუქი მოვიდა და მოვბრუნდით. 

– ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი აღარ არის. თეატრს ისეთი მსახიობები ჰყავს, მხოლოდ და მხოლოდ ამით რომ ცხოვრობენ და სხვა არაფრის კეთება არ შეუძლიათ. არ უნდათ ეს ტელევიზია. ხალხიც სხვანაირად ცხოვრობდა მაშინ – კულტურა თეატრი იყო. ზოგადად, თეატრში წასვლის კულტურა არსებობდა.

– მაშინ „სარდაფის” ბუმი იყო?

– კი, რუსთაველში, მარჯანიშვილში ხალხი არ დადიოდა. სარდაფი ახალგაზრდული და რევოლუციური იყო. 

– კიდევ ერთი ცეცხლის დანთება ხომ არ სჭირდება ამ სიტუაციას?

– არ ვიცი, ვერ გეტყვი. ხალხს ცეცხლის შენთება ყოველთვის სჭირდება, რაღაცით უნდა გამოაცოცხლო, თავბრუ დაახვიო და რაღაც დაანახვო. ეს არის თეატრის მიზანი.

– ხალხი კინოშიც კი აღარ დადის. ჩემი მეგობრები გადმოიწერენ კომპიუტერში ფილმს, დასხდებიან და უყურებენ. ჩემთვის კინოში წასვლა მთელი რიტუალია. არც ერთ პრემიერას არ ვტოვებ. იქ მისვლა, პოპკორნი, შთაბეჭდილებების გაზიარება – ეს ისეთი სასიამოვნო პროცესია. ახლა, მითხარი, კარგად ცეკვავ?

– ძალიან მაგრად-მეთქი, რომ გითხრა, არა, მაგრამ რაღაც გამომდის. საერთოდ, ამ შოუს იდეა ძალიან მომწონს. 

– წამყვანი არ ყოფილხარ აქამდე?

– არა და მაგრად მინდოდა. სულ მაინტერესებდა, რას ვიზამდი. თან, რაღაც ისეთი, „ზასტოის” პერიოდი მაქვს – გაჩერებული ვარ და ეს კარგი ამბავი იყო. ნაწილობრივ, ეს ჩემი საქმეა, არ არის უცხო თემა. მაინტერესებს – რა იქნება, როგორი ვიქნები? ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლოა. ლამაზი სანახაობა რომ იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ.

– პირდაპირი ეთერის არ გეშინია?

– არ მეშინია, ცოტა ვღელავ. შეიძლება, ავტამატის მეშინოდეს (იცინის). უბრალოდ, მძაბავს რაღაც პატარა დეტალები, რომელსაც აუცილებლად აღმოვფხვრით. სადღაც კონსერვატორი, კლასიკური ტიპის წამყვანებიც ვიქნებით, ეს გადაცემა ამას მოითხოვს. ვეცდები, ოქროს შუალედი ვიპოვო.

– მთავარია, პირველი სამი გადაცემა არ შეიმჩნიონ. კი ვიცი, რომ ერთი ძლიერი ქარცეცხლის გადატანა მაინც მოგვიწევს...

– ამას ვაჟკაცურად დავხვდებით – არ მოვუსმენთ. ეგენი გადაგვიტანია, მაგის იმუნიტეტი მაქვს. სერიოზული ანტივირუსული სისტემის დაყენება შემიძლია და ამ „ლანძღვა-გინებანის” ასხლეტა. 

– ვიცი, რომ პირველ მარტს „გასეირნება ყარაბაღში 3-ის” პრემიერაა. აუ, როგორ მინდა, პრემიერაზე, მომცეს რა, კორომ მოსაწვევი!

– უთხარი მერე. მეც აგერ ვარ, ამდენი ვართ. მარტიდან ეს პროექტიც გაიშვება და კინოს ჩვენებებიც დაიწყება. 

– მარტიდან, ესე იგი, დიდი პრემიერები გაქვს.

– კი, გაზაფხულთან ერთად მოვდივარ (იცინიან). „ყარაბაღი 2-ზე” ხომ ვამბობდით დამოუკიდებელი ფილმია-თქო და ეს აბსოლუტურად დამოუკიდებელი – ცალკე ფილმია. უბრალოდ  – „ყარაბაღის” პერსონაჟებით და სათაურით. ეს ყაჩაღები პარლამენტარდებიან, შვილები შეეძინებათ, იზრდებიან და იცვლებიან. თავიდან ბოლომდე ამ ამბავს, რა თქმა უნდა, არ მოვყვები, მაგრამ გპირდებით, კარგ კინოს ნახავთ.

– რაღაც კარგი პერიოდი გაქვს არა, ცხოვრებაში? 

– დიდება უფალს, კი.

– შეყვარებული ხარ?

– არა. ჯერჯერობით არავისზე ვარ შეყვარებული.  

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია კაბუ

– შეყვარებული ხარ?

– არა (იცინიან). მოკლედ, ეს ამბავი გავარკვიეთ.

– შენც პირველად გიწევს გადაცემის წაყვანა?

– კი. მიმაჩნია, რომ ეს არ არის ჩემი პროფესია, მაგრამ ბავშვობიდან სულ მინდოდა, რაღაცეები წამეყვანა. სხვათა შორის, რა ჰქვია იმას, „მიმღერე რამეს” ქასთინგზეც ვიყავი და არ ამიყვანეს. დიახ, არ ამიყვანეს. და ახლა, მე და კაბუს მიგვყავს პროექტი: „ცეკვავენ ვარსკვლავები”. ეს იქნება მეგაშოუ, „იჯდნენ და უყურონ” (იცინიან). ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. მოკლედ, სულ მინდოდა რაღაც წამეყვანა.

– მეც ეგრე ვიყავი – „ერთხელ რაღაცა წამაყვანინეთ”! (იცინიან) ახლა გამოვიდა და მიხარია.

– როგორც კი რუსკა მაყაშვილის სახელს იგებენ, ფიქრობენ, რომ ამ შოუში უნდა ვიცეკვო და ვიცეკვებ კიდეც. 

– აუცილებლად. ჩვენი ცეკვით გაიხსნება შოუ. 

– გავგიჟდები, რომ არ გვაცეკვონ, თავს მოვიკლავ იქვე. ყველა გადაცემაში, ალბათ, ვერ ვიცეკვებ, მაგრამ რამდენი შანსიც მომეცემა, იმდენჯერ ვიცეკვებ. სხვების ცეკვის ყურება ძალიან მძიმე იქნება (იცინიან). ამას უკვე მოვახერხებ ჩემი – არ მინდა, ვიხმარო სიტყვა პროფესიონალიზმი, ნიჭის წყალობით – არ მინდა ვიხმარო სიტყვა დონე (იცინიან). მაინც ერთი უბედური მსახიობი ვარ, ავდგები და წარმოვიდგენ, რომ დინჯ, გაწონასწორებულ, კონსერვატორ ქალწულს ვთამაშობ.

– შენს ბოლო სპექტაკლს დიდი აურზაური მოჰყვა?

– „ფსიქოზს” მოჰყვა საშინელი ფსიქოზი. ჯერ ერთი, სარა კეინის პიესაა, ავტორი რომელზეც დღეს ევროპაში ნამდვილი ბუმია. ვინმემ რომც არ იცოდეს, ვინ არის სარა კეინი, გაგონილი მაინც ექნება, რომ ეს არის გოგო, რომელმაც ოცდარვა წლის ასაკში თავი სამი საშუალებით მოიკლა – ტაბლეტები დალია, ვენები გადაიჭრა და თავი ჩამოიხრჩო ერთდროულად და ეს მოსწონთ. რატომღაც, თავიდან მეგონა, რომ უცებ და კარგად გავაკეთებდი, მაგრამ ასე არ გამოვიდა – დავიტანჯე, ბევრი ვიწვალეთ. გავრეკეთ მე და მარიშკა კიტიამ, კინაღამ ჩვენც ფსიქოზი დაგვემართა. ოცდახუთი წლისაა მაკა ნაცვლიშვილი, რომელმაც სპექტაკლი დადგა. უფრო მწვავე რეაქციებს ველოდებით, მაგრამ კრიტიკოსების დიდმა ნაწილმა სპექტაკლი ძალიან კარგად შეაფასა. ფანტასტიკური სცენოგრაფია აქვს გაკეთებული ნინო კიტიას, ეს ყველამ ერთხმად აღიარა. 

– რუსკა, მოგვიყევი როგორ ხარ, რას შვრები, როგორ ცხოვრობ?

– სრულ ისტერიკაში. ამას ჰქვია ფსიქოზი. დილით ვდგები, გადაღებაზე გავრბივარ, იქიდან გადაცემის რეპეტიციაზე მოვრბივარ, მერე თეატრში გავრბივარ, შუალედში შეიძლება, კიდევ მომიწიოს გადაღებაზე მირბუნება და, ტაქსიში უკვე ვითიშები. ხშირად მძინებია გზაში. პირველ აგვისტოს „ანოს და ვანოს” გადაღებები რომ დავიწყეთ, იმის მერე, საერთოდ, არ მძინებია.

– თან, ეს ხომ კარგია?

– ძილიც კარგია ხანდახან. 

– უკვე როგორ სიტუაციაში ხარ იცი, რაღაც შემოთავაზებას რომ თანხმდები და ვერც კი ხვდები, ეს რამდენ დროს წაიღებს. 

– ერთი პერიოდი სამ სპექტაკლზე ვმუშაობდი ერთდროულად და თან, გადაღებები მქონდა. როგორ უნდა დაიჯერო, რომ ჯანმრთელი ადამიანი სამ სპექტაკლზე ერთდროულად მუშაობს?! თან, ყავას არ ვსვამ. 

– მაშინ შოკოლადი.

– შოკოლადი არ მიყვარს. ერთი პერიოდი „რედ ბულებზე” „ვიჯექი” – მაფრთიანებდა. 

– შოკოლადი ძალიან მაგარია – შავი, სტანდარტული, ეგრევე ენერგია მოაქვს. რძიანებსა და თხილიანებს არ ვაღიარებ. 

– ისედაც ძალიან ენერგიული ვარ და ამ „რედ ბულებით”, მოქოქილივით ვიყავი.

– ენერგიის მომყვანი იმდენი რაღაც ვიცი და იმ რაოდენობით მაქვს „პა ჟიზნი” მიღებული, „რედ ბულმა” რაღა უნდა მიქნას?! ერთმა, რომ მითხრა, იცი?! მაგარი „დარედბულებული” ვარო. აი, „დარედბულებული” რას ნიშნავს, ეგ რა მდგომარეობაა, ვერ გავარკვიე (იცინიან). დასვენებას როდის აპირებ?

– როცა მოვკვდები, – ასე ხომ ამბობენ ხოლმე...

– კუბოში დავისვენებ.

– და უცებ, დღეს რომ მოვკვდე, რა საშინელება იქნება. ხალხი რომ იტყვის, დაისვენა საწყალმა რუსკამო. აუ, შემეშინდა, არ მომეწონა ეგეთი დასვენება (იცინიან). არა, მართლა ძალიან მჭირდება დასვენებაც, გამოძინებაც, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჯერ კიდევ კარგა ხანს, ამის საშუალება არ მომეცემა.

– არადა, ხალხს ჰგონია, ჩვენ ძალიან კარგად და უზრუნველად ვცხოვრობთ. რამდენი გაქვს ხელფასი? მერე რა გინდა, ათი წუთი დგახარ სცენაზე, – ეს მაგიჟებს. მანამდე რა ხდება იმას არ მეკითხები?! ამ ათ წუთამდე რაც ხდებოდა, ის არ ითვლება?!

– აუ, მიდი, მიდი, კიდევ იცეკვე. ჰგონიათ,  ცეკვას რა უნდა, რა პრობლემააო. ბანკის რეკლამის გადაღებებზე დილის ექვს საათამდე ვცეკვავდით. ხალხს აქვს ეს დამოკიდებულება – მაგათ რა უჭირთ, მღერიან, ცეკვავენ, რაღაცას გაითამაშებენ და მორჩაო. 

– წარმოიდგინე, მინუს ექვსს ქვემოთ რომ არის სიცივე და მტკვრის პირას მარტო, სმოკინგში დგახარ ყინულზე. მატორ! – დაიძახებენ  და არ უნდა გციოდეს, მორჩა. 

– იგივე დამემართა „გული +-ის” გადაღებებზე. გამთენიის ოთხ საათზე, შუა თებერვალში, მოკლე კაბითა და ჯინჯილებით შუა ქუჩაში ვიღებდით. ეს მძივები იყინებოდა და ყინულებივით მედებოდა ყელზე. ეს არ უნდა შემემჩნია და „ძერსკად” უნდა გამომევლო. კინაღამ გული წამივიდა. სიცივე ერთადერთია, რასაც ვერ ვუძლებ. სხვა ყველაფერში უპრეტენზიო ვარ, ყველაფერს ვიტან. გემრიელი ვარ მაგ ამბავში.

– მეც, ჯარისკაცი ვარ ბოლომდე. ოპას მეტყვიან, – „ოპაა“.

– არ ვერევი – რას მაცმევენ, რას მახურავენ, ეს ჩემი საქმე არ არის. თუ მომშივდა, მაგაზეც მიფუჭდება ხასიათი და ძალიან მალე უნდა დავნაყრდე (იცინიან). ერთი სიტყვით, უპრობლემო და უპრეტენზიო ხალხი ვართ.

 

 

скачать dle 11.3