კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი მილიონი დოლარი დაუჯდება მილიონერ თომას ჰარტმანს ქართველი სოფია კანდელაკის ფიზიკური შეურაცხყოფა

 

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ შევძლებთ მის გამართლებას”, – ეს სიტყვები ეკუთვნის ჯოზეფ ტაკოპინას, ამერიკელი მილიონერის, თომას ჰარტმანის ადვოკატს, რომელიც კლიენტის უფლებებს იცავს ნიუ-იორკის სასამართლოში. საქმეს კი, სკანდალური ელფერი დაჰკრავს – მილიონერს ბრალად ედება წარმოშობით თბილისელ მოცეკვავეზე, სოფია კანდელაკზე განზრახ ძალადობა, თითქოს ჰარტმანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სოფიას, რის გამოც ამ უკანასკნელს 16 ნაკერის დადება დასჭირდა შუბლზე. ამჟამად ჰარტმანს ორთვიანი  პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა, პროკურატურა პატიმრობის ვადის გაზრდას ერთ წლამდე მოითხოვს. ამ გახმაურებული ინციდენტის ორივე მხარეს სკანდალურობა არც მანამდე აკლდა. ამიტომ, შევეცდებით, ყველაფერი დეტალურად აგიხსნათ.

42 წლის თომას ჰარტმანი, როგორც მას ამერიკაში უწოდებენ, „შემთხვევითი მილიონერია”. ყოფილ მშენებელს, ამჟამად კი ქველმოქმედსა და უძრავი ქონების ბიზნესში მოღვაწე ჰარტმანს კრიმინალური წარსული აქვს: ორჯერ ნასამართლებმა  თომას ჰარტმანმა 1989-1991 წლები ციხეში გაატარა, რადგან მავან დაზარალებულს მან სახეში დანა დაარტყა, 1992 წელს  კი ავტომობილი გაიტაცა და შემდეგ დაწვა, რის გამოც 6 წელი იჯდა ციხეში, ხოლო  2004 წელს მასზე ძებნა იყო გამოცხადებული იმის გამო, რომ მეუღლეს  ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და ტელეფონით ემუქრებოდა მოკვლით. სწორედ  ეს მუქარა მას დაეხმარა, მილიონერად გახდომაში: ქუჩაში მიმავალ ჰარტმანს პოლიციელები დაედევნენ და თავიანთი ავტომობილით დევნისას იმ დროს დაეჯახნენ მას, როდესაც იგი მიმალვას ცდილობდა. დაჯახების შედეგად მიღებული ტრავმებისგან ჰარტმანს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. მოგვიანებით პოლიციელი კარლ სნელდერსი სასამართლოზე თავს იმართლებდა, რომ ჰარტმანს თან ჰქონდა პისტოლეტი და ამის გამო გახდა აუცილებელი დაჯახება, თუმცა, მოსამართლემ ჰარტმანის ნაამბობი უფრო სარწმუნოდ მიიჩნია და პოლიციელს 19,6 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. ოფიციალურად თომას ჰარტმანი მილიონერი 2010 წელს გახდა და მას შემდეგ ნიუ-იორკის ბიზნესწრეებში უმწიკვლო რეპუტაციით სარგებლობდა, სანამ 2011 წლის აპრილში სოფია კანდელაკს შეხვდებოდა.

წარმოშობით თბილისელი, ნიუ-ჯერსის ღამის კლუბებში მომუშავე 37 წლის სოფია კანდელაკი,  2005 წელს პროსტიტუციაში ბრალდებით დააკავეს. „დეილი მეილის” ცნობით, მოგვიანებით კანდელაკმა გაცილებით მსუბუქი დანაშაული აღიარა, რის შემდეგაც იგი გაათავისუფლეს. როგორც სოფია კანდელაკი თავად აცხადებს, იგი არის ღრმა ტანტრული მასაჟის სპეციალისტი და ფულის სანაცვლოდ არასდროს ჰქონია სექსი კლიენტებთან. კანდელაკი ნიუ-იორკის ღამის ცხოვრების მოყვარულთა შორის ცნობილ მოცეკვავედ ითვლება და, ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც ვიდეო-პორტალ „იუთუბიზეა” განთავსებული, აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებში „ფლირტის” ამბავში საუკეთესოა და არაერთი მამაკაცი დაუტოვებია გულგატეხილი. გარდა ამისა, სოფიას თქმით, იგი ვერასდროს მოექცევა ჩარჩოში და მუდამ იქნება ბავშვი. ინტერვიუში იმასაც ამბობს, რომ, რუსეთს იმიტომ უნდა საქართველოს თავის გავლენის ქვეშ მოქცევა, რადგან იქ სექსუალური ხალხი ცხოვრობს. 

ინციდენტს კი, რომლის გამოც ჰარტმანი ციხეში მოხვდა, სტრიპტიზის ექსმოცეკვავემ კი სახელი გაითქვა, მოხდა 2011 წლის აპრილში, ისტ-საიდში, ჰარტმანის სახლთან ახლოს, იტალიურ რესტორან „ბარაონდასთან”. ამ რესტორანში ჰარტმანს საკუთარი მაგიდა აქვს სამუდამო მფლობელობაში და იგი ყოველდღე იქ ვახშმობს. კანდელაკის თქმით, მილიონერმა ჰარტმანმა მას ფულის სანაცვლოდ ინტიმური კავშირის დამყარება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო და, პასუხით უკმაყოფილო მილიონერმა „როლექსის” ოქროს საათი ქალს რამდენჯერმე გაარტყა სახეში, რის გამოც მას შუბლზე 16 ნაკერის დადება მოუხდა. კანდელაკის ვერსიისგან სრულიად განსხვავებული ვერსია აქვთ ჰარტმანის დამცველებს; მათი თქმით, ცალფეხა ჰარტმანმა ფეხის პროთეზის გაუმართაობის გამო წონასწორობა დაკარგა, ამიტომ, ხელების ქნევა დაიწყო და შემთხვევით ხელი გაარტყა სოფია კანდელაკს, რომელიც, მათი თქმით,  წაქცეულ მილიონერს გაძარცვას უპირებდა. მანამდე კი რესტორანში მყოფი კანდელაკი მათი კლიენტის შეცდენას ცდილობდა, „ეფლირტავებოდა” და ჰარტმანმა მას შამპანურის ბოთლიც კი გაუგზავნა მაგიდაზე. სახელმწიფო ბრალმდებლის, ნიუ-იორკის სამხარეო პროკურორის თანაშემწის, ჯულია პასკუალეს თქმით, ჰარტმანის დაცვის მხარის ვერსია აბსურდულია, რადგან ასეთი ძალით სახეში ხელის შემთხვევით გარტყმა პრაქტიკულად შეუძლებელია და, სწორედ პასკუალეს ვერსიაზე დაყრდნობით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამნაშავედ ცნო თომას ჰარტმანი, რომელმაც თვალცრემლიანმა მოისმინა სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი, რომლის თანახმად, კვლავ უწევდა ციხეში დაბრუნება 60 დღით. ხოლო, რამდენს მიიღებს მორალური ზიანის ანაზღაურების სახით სოფია კანდელაკი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, არსებობს ვერსია, რომ ჰარტმანს თავისი დიდძალი ქონების სოლიდური ნაწილის გასხვისება მოუწევს, რათა კანდელაკის ანგარიშზე რამდენიმე მილიონი დოლარი ჩარიცხოს.

 

 

скачать dle 11.3