კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შ უ რ ი !

„შუა ჩამოდის მდინარე“

 

არცთუ ისე დიდი ხნის წინათ, გერმანიის პრეზიდენტ ქრისტიან ვულფს ადგილობრივმა მედიამ გამოუჩხრიკა, რომ გაპრეზიდენტებამდე, მაშინ, როდესაც მაღალ თანამდებობაზე, ოღონდ, ერთ-ერთ პროვინციაში მუშაობდა, მის მეუღლეს მდიდარი ბიზნესმენისგან ფული უსესხებია. ნუ იტყვით და, იმაზე ერთი პროცენტით ნაკლებად, ვიდრე ეს გერმანიაშია მიღებული. საპასუხოდ, გამომჩხრეკ გერმანულ მედიასაშუალებას პრეზიდენტი ვულფი დაუკავშირდა და, მასალების გამოქვეყნების შემთხვევაში, ყველა კანონიერი საშუალებით გაცამტვერებას დაჰპირდა. ბუნებრივია, მედიაგამოცემამ ფაქტებიც გამოაქვეყნა და ზედ პრეზიდენტის მუქარაც მიაყოლა. მართალია, პრეზიდენტმა ვულფმა ბოდიში მოიხადა (ყველაზე მეტად სიტყვის თავისუფლებას ვაფასებო), თუმცა, გერმანულმა მედიამ ერთხმად გაანცხადა, რომ საპრეზიდენტო სავარძელი პატივცემული ვულფისთვის მეტად დიდი აღმოჩნდა და, შესაბამისად, დაასკვნეს, რომ მისი ადგილი იქ არ არის. ამის შემდეგ, როგორც ჩანს, მთლად ბევრიც არ უფიქრია და გასულ კვირას ქრისტიან ვულფმა თანამდებობა დატოვა, ეს ნაბიჯი კი შემდეგნაირად განმარტა: „ბოლო პერიოდში მოქალაქეთა დიდი ნაწილის ნდობა დავკარგე (და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მისმა ცოლმა კრედიტი 1 პროცენტით ნაკლებად აიღო).“

ამის პარალელურად, მაგალითად, ამ ჩვენი პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავკაცი ბ-ნი დარჩიაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოში დემოკრატია ყვავის, რის დასტურადაც ის მაგალითი მოჰყავს, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატები კრიტიკულ აზრებს გამოთქვამენ. ამ ორი რეალობის შედარებით კი, ვფიქრობ, სრულიად ნათელია (ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის), რატომ არის გერმანია ამ ჩვენი სამშობლოს „ნატოში“ გაწევრიანების წინააღმდეგი (სულ მცირე), დემოკრატიაზე რადიკალურად განსხვავებული წარმოდგენები გვამოძრავებს.

 

скачать dle 11.3