კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მოდი, ცოლები მოვიყვანოთ“

ანუ შემტყაპუნებლები

 

ცნობილი ფაქტია (და მერე რა, რომ აგერ უკვე ოთხი წლის წინანდელი, რომ ქართველმა ლეიბორისტებმა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს, თანაც, ისე მოხერხებულად, რომ ბოიკოტში არიან, ზედაც პარლამენტარის ხელფასებსაც იღებენ (ეგ როგორო, არ მკითხოთ. ვაღიარებ, ჩემი ტვინის რუხ ნივთიერებას ამის ჩაწვდომა არ ძალუძს!).  როგორც თავად ხსნიან, ამგვარად ყვავს კაკალს აგდებინებენ (ცხადია, „ყვავი“ – საქართველოს ხელისუფლებაა, „კაკალი“ – წელიწადში 40 000 ლარი). სულ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ოთხი ლეიბორისტი  ირიცხება (ბ-ნები: შალვა ნათელაშვილი, გიორგი გუგავა, კახაბერ ძაგანია და იოსებ შატბერაშვილი. მეტსაც გეტყვით, რაკი ბ-ნ გუგავას ბინა მშენებლობის პროცესშია, აგერ უკვე ოთხი წელია, როგორც მობოიკოტე პარლამენტარი თავად წერს თავის დეკლარაციაში, ბინის ქირის ფულს პარლამენტის ბიუჯეტი უხდის).

გასულ კვირას ზემოხსენებულმა ოთხმა დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს სპეცგანცხადებით მიმართა (მომყავს ციტატა): თავდაპირველად, ბ-ნ ბაქრაძეს შეახსენეს, „მთელი მსოფლიოსთვის არის ცნობილი, რომ თქვენი პარტიის ლიდერმა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ძალადობითა და მოსყიდვით, არჩევნების მასობრივი გაყალბებით მოახერხა საპარლამენტო ხელისუფლების უზურპაცია, რის გამოც ჩვენ, ხალხის მიერ არჩეულმა დეპუტატებმა, უარი ვთქვით, გვემოღვაწევა თქვენი უკანონო დეპუტატების გვერდით და კვლავ ვაგრძელებთ პოლიტიკურ ბოიკოტს.“

შემდეგ დაუზუსტეს, რომ არ აპირებენ კუთვნილ ხელფასებზე უარის თქმას. კვლავ ციტატას მოვიხმობ: „არ ვაპირებთ ჩვენი თანხის ჩუქებას აკაკი მინაშვილისთვის, გივი თარგამაძისთვის და სხვებისთვის პრემიის სახით.“ ბოლოს კი, მოითხოვეს: „თქვენი ხელისუფლების საერთაშორისო არენაზე დროულად დამთავრებისთვის ჩვენი თანხებით დავდივართ უცხოურ მივლინებებში და, ამიტომ, კეთილი ინებეთ და ჩვენი კუთვნილი სამივლინებო თანხები მოგვეცით კანონით დადგენილი წესით.“

მეორე მხრივ, ზემომოყვანილი მიმართვა მეტად კონკრეტულ ციფრებს ეყრდნობა. ისევ ციტატას მოვიშველიებ: „ერთ წელიწადში თქვენმა პარლამენტმა უშრომლად შეიტყაპუნა ხელფასის სახით 11 750 000 ლარი, სატელეფონო ხარჯებზე 463 000 ლარი და კიდევ რამდენიმე ათეული მილიონი ეგრეთ წოდებული გაუთვალისწინებელი ხარჯების სახით.“

ჩვენ არ ვიცით, როგორ დასრულდება ეს კონკრეტული დავა და უწილადებენ თუ არა ხალხის არამობოიკოტე რჩეულები მობოიკოტეების „შეტყაპუნებულ“ თანხას, თუმცა, ის კი ცხადია, რომ ყველას „ყვავობა“ უნდა! 

 

скачать dle 11.3