კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მეთოდით გააღვიძა უზბეკმა მანსუროვმა პოლკოვნიკი სავინკოვი ახალ წელს

 

31 დეკემბერია. ავღანეთში ვართ. გაგანია ომია, მაგრამ, მაინც ვემზადებით საახალწლოდ. 

ჩვენი სადესანტო პოლკი ყანდაღარში იდგა და თითქმის სულ ბრძოლებში ვიყავით ჩართული. ამიტომ, ხელმძღვანელობამ ერთდღიანი ამოსუნთქვის საშუალება მოგვცა და ნება დაგვრთო, ყაზარმის სასადილოში გვექეიფა. ვისაც რა გვქონდა, ამოვალაგეთ და უზბეკმა მზარეულმა, გვარად მანსუროვმა, სუფრა გაშალა. მაგიდას რომ შემოვუსხედით, მაშინღა შევამჩნიეთ, რომ პოლკოვნიკი სავინკოვი არ იყო.

– ყაზარმაში აირბინე და მეორე სართულზე 23-ე ოთახში შედი. თუ სძინავს, გააღვიძე და წამოიყვანე, – ვუთხარი მანსუროვს.

უზბეკი წასასვლელად გაემზადა. სანამ გავიდოდა, სერჟანტმა კოპლატაძემ მიაძახა:

– მაგას პირში წყალი თუ არ ჩაასხი, არ გაიღვიძებს!

მანსუროვი წავიდა. ყაზარმა 400 მეტრში მდებარეობდა და მისვლა-მოსვლას დრო სჭირდებოდა. ჩვენ სასმელი ჩამოვასხით და მოთმინებით ველოდებით პოლკოვნიკის გამოჩენას. სამიოდე წუთის შემდეგ ყაზარმის მხრიდან განწირული, გაბმული ბღავილის ხმა შემოგვესმა და მოულოდნელად შეწყდა. ჩვენ ავტომატებს ვტაცეთ ხელი, რადგან, ვიფიქრეთ, რომ დუშმანები შემოიპარნენ და ახალი წლის ჩაშხამება უნდოდათ, მაგრამ, უეცრად, სასადილოში გაფითრებული მანსუროვი შემოვარდა და გვითხრა:

– პოლკოვნიკი გავაღვიძე, ის კი წამოხტა, იღრიალა და, სანამ წაიქცეოდა, ჩემი მოკვლა უნდოდა პისტოლეტით, მაგრამ, ჩაიკეცა და გადავრჩი.

– როგორ გააღვიძე? – ჰკითხა კოპლატაძემ.

– როგორც თქვენ მითხარით, – მიუგო მანსუროვმა, – მის ოთახში მათარა იდო, ავიღე, გავხსენი და პირში ჩავასხი.  

ყველანი პოლკოვნიკის სანახავად გავემართეთ, რომელიც პირგამოთუთქული ეგდო თავის ოთახში... საქმე კი ის იყო, რომ ჩვენ ამერიკელებისთვის წართმეული თერმომათარები გვქონდა, რომლებიც, რა ტემპერატურის წყალსაც ჩაასხამდი შიგ, იმ ტემპერატურას ინარჩუნებდა, გარედან კი ხელით ვერც სიცივეს გრძნობდი და ვერც სიმხურვალეს. პოლკოვნიკ სავინკოვს კი, თურმე მათარაში მდუღარე წყალი ესხა და მანსუროვის წყალობით ზუსტად სამი თვე გაატარა ინტენსიურ მკურნალობაში...

მაიორ ამბერკი ქამხაძის ნაამბობის მიხედვით

 

скачать dle 11.3