*** მამამ შვილი ჩამოიყვანა ქალაქში – ახლა მკერავი ბიჭები მოდაშია და‚ იქნებ ხელობას დაეუფლოსო. ერთი წლის შემდეგ ჩამოაკითხა. – ტუჩების წრუპვით ლაპარაკი და პრანჭვა ისწავლა‚ კერვის კი‚ რა მოგახსენოთ‚ ვერაფრით ისწავლაო...
ბრძოლა თბილისისთვის – მეგრელები ჩინელების წინააღმდეგ – წარმატებით დასრულდა.
***
– გოგონა‚ თუ შეიძლება, მითხარით თქვენი ტელეფონი...
– „სამსუნგი“.
– მე ნომერი მაინტერესებს.
– კორპორაციულია.
– არა‚ არა‚ ციფრები.
– არაბული...
***
ის ისეთი მორცხვი იყო‚ იმისიც კი რცხვენოდა‚ შეეხედა და გაეგო‚ გოგო იყო ის თუ ბიჭი...
***
დალია უალკოჰოლო ლუდი‚ ხელოვნური პალმის ქვეშ პოლისტიროლის საფენი დააგო‚ ზედ სულთანივით მოირთხა ფეხები და ჩვეული მოძრაობით დაიწყო რეზინის ქალის გაბერვა.
***
– შენ კიდევ სვამ?
– არა‚ რა ვსვამ‚ პახმელიაზე გამოვდივარ...
***
რეკლამა:
„ხელმისაწვდომ ფასად, თქვენს გაუგონარ და ცელქ ბავშვს მოვევლინებით‚ როგორც პატრული‚ დავტუქსავთ‚ დავაყენებთ კუთხეში... შეგვიძლია, დროებით წავიყვანოთ კიდეც მოდელირებულ საპატრულოში“...
***
როდესაც გოგონამ მოიხსნა ვარდისფერი სათვალე‚ დაინახა, რომ ბიჭი ცისფერი იყო...
***
ჩატარდა ინტერნეტგამოკითხვა: „სარგებლობთ თუ არა კომპიუტერით“. დადებითად უპასუხა ინტერნეტგამოკითხულთა 100-მა პროცენტმა...
***
განცხადება:
„აიღე სესხი და შეიძინე სასურველი ნივთი – გაიზიარე სიხარული ბანკთან ერთად“.
***
ქმარი მოულოდნელად დაბრუნდა ერთკვირიანი მივლინებიდან...
მღელვარე ღამე...
– ცოტა ჩუმად არ შეგიძლიათ?! თქვენ გამო უკვე მეხუთე ღამეა არ გვძინავს... – მიუკაკუნა კედელზე მეზობელმა.
***
ერთ-ერთი კომპანიის მისაღებში ორი მამაკაცი ზის: ერთი – ძვირფას კოსტიუმში გამოწყობილი და დიპლომატით ხელში; მეორეც ძვირფას კოსტიუმშია‚ ოღონდ, ბანდიტის გარეგნობა აქვს და თითებზე – ტატუ.
ოფის-მენეჯერი:
– უკაცრავად‚ თქვენ რა საკითხზე ბრძანდებით?
პირველი: მე უნდა ჩავატარო ბიზნესტრენინგი – „როგორ ვიშოვოთ ფული“.
მეორე: მეც ტრენინგი უნდა ჩავატარო – „ციხის შინაგანაწესის‚ ქცევის ნორმებისა და უფლება-მოვალეობების შესახებ“.
***
მასწავლებელმა სანდროს დამოუკიდებელი სამუშაო შეუმოწმა‚ ხელი ჩაიქნია და უთხრა:
– ჩვენ შორის ერთ-ერთი ნამდვილი სულელია...
მეორე დღეს სანდრომ ჩანთიდან ფურცელი ამოიღო და მასწავლებელს მაგიდაზე დაუდო.
– ეს რა არის?
– ცნობა‚ რომ მე ნორმალური ვარ.
***
– აბა‚ როგორ ჩაიარა ახალმა წელმა?
– გადასარევად! არავისთვის არაფერი მიჩუქებია...
***
1 იანვარი‚ დილა. მარკეტი.
– გოგონი‚ პური ახალია?
– არა‚ მხოლოდ შარშანდელი გვაქვს.
***
– გაიგე? წელს დრაკონის წელი ყოფილა...
– ეჰ‚ რაც სიდედრი გადმოვიდა ჩემთან საცხოვრებლად‚ სულ დრაკონის წელი არ არის ჩემთვის?!..
***
ლიფტში რამდენიმე ექიმი შეხვდა და ერთმანეთს დაუწყეს წუწუნი.
ოფთალმოლოგი: უკვე ყელში ამომივიდა ეს სამსახური‚ ისედაც ყველას თვალებში უნდა უყურო‚ აქ კიდევ – ამ ავადმყოფებს...
სტომატოლოგი: შენ ჩემი იკითხე! უკვე გული მერევა... შენ თითოეულის მხოლოდ ორ თვალს უყურებ‚ აბა‚ პირში ჩახედე და ნახე, რამდენი და როგორი კბილები აქვთ...
ოტო-რინოლარინგოლოგი: მე კიდევ უფრო ღრმად მიწევს ჩახედვა...
გინეკოლოგი: ვფიქრობ‚ მე და პროქტოლოგს არ დაგვჭირდება ახსნა‚ რა დღეში ვართ...
***
რა არის ახალი წელი?!
– ეს ვახშამია‚ რომელიც ჯერ გადადის საუზმეში სრულიად შეუმჩნევლად‚ შემდეგ – სადილში...
***
იღვიძებს „სნეგუროჩკა“ 1 იანვარს და თოვლის ბაბუას ეკითხება:
– რა მოხდა წუხელ? არაფერი აღარ მახსოვს...
– ოოო‚ როცა ბავშვებთან ახალი წლის მისალოცად მივედით‚ შენ უკვე კარგად მთვრალი იყავი‚ ერთი-ორი ჭიქაც იქ მიაყოლე და სტრიპტიზის ცეკვა დაიწყე...
– არ გამიკვირდა?! ტრუსიკი სულ კანფეტებით მაქვს სავსე.
***
– წარმოიდგინე ასეთი სიტუაცია: ქმარი ბრუნდება მივლინებიდან, მაგრამ, არა შინ‚ არამედ საყვარელთან მიდის. შედის მის საძინებელში და ხედავს: საყვარელი საწოლში თავის ქმართან ნებივრობს...
– მერე?
– ახლა მიპასუხე: ვინ უნდა დაიმალოს კარადაში?
***
ცოლი: გადავწყვიტე, ფეხები არასდროს გავიპარსო.
ქმარი: რატომ?
ცოლი: ეს ერთადერთი ბეწვია‚ რომლის ტარებასაც შენს ხელში მოვახერხებ...
***
დაქალები ერთმანეთს შეხვდნენ:
– ქმარს ვეჩხუბე. გოგო, ვერ წარმოიდგენ‚ ვიღაც ბოზთან მიღალატა... და იცი‚ როგორ იმართლა თავი? – სულაც არ მომეწონა‚ შენთან ვერ მოვა‚ მაგარი მყავხარო...
– დამპალი! მეც ზუსტად ასე მითხრა...
***
– უკვე რამდენი ხანია, მინდა, ვინმე ავიყვანო მდგმურად, მაგრამ, ვერავინ ვნახე ისეთი წესიერი ახალგაზრდა‚ რომ არ სვამდეს‚ არ ეწეოდეს‚ ქალები ბინაში არ აჰყავდეს‚ მუსიკას არ უსმენდეს‚ ნაგავს არ ყრიდეს‚ იწვეს თავისთვის წყნარად...
– მაგისთვის ლენინი ხომ არ ივარგებდა‚ ძამა?!