კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“ანოს და ვანოს თავგადასავალი„ – საშობაო საჩუქარი ბავშვებს

 

 

 22 დეკემბერს კინოთეატრ „ამირანში” საპრემიერო ჩვენება შედგა, მაგრამ, გაგიკვირდებათ და წითელი ხალიჩის ნაცვლად, შესასვლელში მწვანე მოლი იყო დაგებული. კინოთეატრის ფოიე კი ნამდვილ ზღაპარში მოგახვედრებდათ. „ოჩოლენდი” პატარა ლამაზი სახლებით, საიდანაც მბჟუტავი, თბილი სინათლე გამოდიოდა, „ცალთვალას” სამეფო წაქცეული საათით და რა თქმა უნდა, მსოფლიოს ზღაპრების წიგნი, ასევე, მწვანე ალმასი, რომლის გარშემოც ახალი ქართული კინოზღაპარი – „ანოს და ვანოს თავგადასავალი” ვითარდება. ფილმის შინაარსს არ მოვყვები, მაგრამ დასასრული რომ კეთილი აქვს, ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდება. მინდა, ჩემი გაოცება გამოვხატო გადაღების ხარისხზე. ალბათ, ხვდებით, ზღაპარი რა რთული გადასაღებია, რამდენი ნიუანსია გასათვალისწინებელი. მაგრამ, ფაქტია, ფილმის შემქმნელებს, კონკრეტულად კი „ლაით ბანკს”, არც ერთი დეტალი არ გაპარვიათ, რომელიც ბავშვებს აფიქრებინებს, დიდები გვატყუებენო. ერთი სიტყვით, ზღაპარი ისეთი იყო, პრემიერაზე შეკრებილი ბავშვები დიდხანს იცინოდნენ, ბოლოსკენ დაიძაბნენ და ფინალის ნახვის შემდეგ, სახლში ბედნიერები დაბრუნდნენ. და-ძმის – ანოს და ვანოს, მეგობარი ლუკასა და მეზღაპრე ბაბუა ერეკლეს თავგადასავალი ლევან დაბრუნდაშვილმა და ჯაბა მელქაძემ გადაიღეს. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: ნიტა ლომიძე, ზუკა ძამუნაშვილი, ბადრი კაკაბაძე, გოგა ბარბაქაძე, ნატუკა გულისაშვილი, ვანო თარხნიშვილი, ნიკა გრიგოლია. ამ ფილმით თქვენს შვილებს სადღესასწაულო, დასვენების დღეებს, ნამდვილად გაულამაზებთ. 

 

скачать dle 11.3