ახალი რეკორდი ალპინიზმში
15 წლის ამერიკელი – ჯორდან რომერო გახდა ყველაზე ახალგაზრდა ალპინისტი ექვს კონტინენტზე უმაღლესი მწვერვალების დაპყრობათა ისტორიაში. წინა რეკორდი ბრიტანელ ჯორჯ ატკინსონს ეკუთვნოდა, რომელმაც მწვერვალების დაპყრობის სერია 16 წლის ასაკში დაასრულა.
რომერომ გასულ შაბათს მშვიდობიანად მიაღწია ვინსონის პიკს (4 892 მეტრი) ანტარქტიდაზე, რის შესახებაც „ფეისბუქის“ საშუალებით შეატყობინა თავის დედას: „წინ გველოდება დაშვება. მაშინ აღვნიშნოთ“, – დაწერა ახალგაზრდა ამერიკელმა სოციალური ქსელის თავის ბლოგში. მოზარდი უმაღლეს მწვერვალებს, მამასთან და დედინაცვალთან ერთად, იპყრობს, რომლებიც გამოცდილი ალპინისტები არიან.
ახლა მოზარდის აქტივში შვიდი მთაა. მათ შორისაა აფრიკის უმაღლესი მწვერვალი – კილიმანჯარო ( 5 895 მეტრი) და მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი – ევერესტი (8 850 მეტრი). ისინი მან, შესაბამისად, 10 და 13 წლის ასაკში დაიპყრო.
ჯორდანმა განახორციელა თავისი ოცნება. ჩანაფიქრი სკოლაში დაიბადა, როდესაც ბიჭმა შეიტყო კონტინენტების მთავარი პიკების შესახებ. „მე მამას მოვუყევი ყველაფერი. უარი არ უთქვამს, უბრალოდ, ამიხსნა, როგორ საფრთხეებთან მექნებოდა საქმე და რა უნდა გამეკეთებინა. ჩვენ დაუყოვნებლივ შევუდექით ვარჯიშს“, – იხსენებს ჯორდანი.