კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინდონეზიაში ცუნამის მიერ ზღვაში გატაცებული გოგონა სახლში 7 წლის შემდეგ დაბრუნდა

 

სასწაულად მიიჩნიეს ინდონეზიის მცხოვრების, 15 წლის ვატის სახლში დაბრუნება. შვიდი წლის წინათ, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში დამანგრეველი ცუნამის დროს, იგი ტალღამ გაიტაცა. ნათესავები მთელი ამ ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ ის დაიღუპა. გოგონა კი აჩეხის პროვინციაში, ქალაქ მეულაბოს ერთ-ერთ პატარა კაფეში იჯდა, სანამ მას ყურადღება არ მიაქციეს. ვატიმ თქვა, რომ ეძებს თავის ნათესავებს, მაგრამ წარსულიდან  მხოლოდ ბაბუის – მცირე რელიგიური ჯგუფის ლიდერის, იბრაჰიმის სახელი ახსოვს.

დაინახა თუ არა შვილიშვილი, ბაბუა დაუყოვნებლივ დაუკავშირდა მის მშობლებს. მათაც იცნეს თავისი ქალიშვილი – გოგონას ხელის მტევნებზე ნაიარევები ჰქონდა, რომლებიც ბავშვობაში მიიღებული ტრავმისგან დარჩა.

დედის თქმით, სტიქიის დროს ის ცდილობდა ოჯახის გადარჩენას, მაგრამ ვატი წყალმა გაიტაცა. თვით გოგონა კი ყვება, რომ ის უცხო ქალმა შეიფარა, მაგრამ საჭმლისა და ბინისთვის, იძულებული იყო ქუჩაში ემათხოვრა. ბოლოს და ბოლოს, ქალმა გაათავისუფლა ტყვე, ხოლო კეთილმა ტაქსისტმა ის მშობლიურ მხარეში დააბრუნა.

იღბლიანი აღმოჩნდა ვატის თანამემამულე, აჩეხში მცხოვრები – სახრელ ფაუდიც, რომელიც სასწაულად გადაურჩა არა მარტო 2004 წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ცუნამს, არამედ 2011 წელს იაპონიაში მომხდარ კატასტროფასაც.

 

скачать dle 11.3