კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

2011 წლის ყველაზე პოპულარული სამეცნიერო აღმოჩენების რეიტინგი

 

პირველი ადგილი დაიკავა აღმოჩენამ – ვაკუუმს შეუძლია, გამოასხივოს სინათლე, თუკი მასში – სრულ სიბნელეში მოვათავსებთ სარკეს ან მის ანალოგს. მოცემულ შემთხვევაში, მკვლევართა ჯგუფმა ზეგამტარი კვანტური ინტერფერომეტრის ფირფიტა მოათავსა, რომლისგანაც აირეკლა ვირტუალური ფოტონები. სინათლის პოტენციური წყარო კი, გადააადგილეს სიჩქარით, რომელიც ძალზე ახლოს იყო სინათლის სიჩქარესთან. ექსპერიმენტის ჩატარება შვედმა სწავლულებმა შეძლეს ქალაქ გეტებორგში და შედეგად მიიღეს ფოტონები – მატერია თითქმის არაფრისგან.

მეცნიერული აღმოჩენებიდან მეორე ადგილზე გავიდა მიუონური ნეიტრინო-სუბატომური ნაწილაკები. მათ აქვთ ძალზე მცირე, მაგრამ მაინც მასა, რომელთა აჩქარება მოხერხდა სინათლის სიჩქარეზე მეტი სიჩქარით. ამ აღმოჩენამ საფუძველი შეურყია ფიზიკას. შვეიცარიაში ბირთვული კვლევების ცენტრის თანამშრომელთა ამ აღმოჩენამ არა მარტო კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა აინშტაინის ფარდობითობის თეორია, არამედ უარყო პოსტულატი, რომ წარსულ მოვლენებს არ შეუძლია, გავლენა იქონიოს ჯერარმომხდარ მოვლენებზე, რაც გზას უხსნის პერსპექტივას ვმართოთ მომავალი.

მესამე ადგილზეა ღრმა წყლის „თმიანი“ კიბორჩხალა, რომელიც თვითონ ზრდის თავისსავე ჯავშანზე ბაქტერიის კოლონიებს და შემდგომ თვითონვე მიირთმევს.

მეოთხე ადგილზე გავიდა ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტების გენეტიკოსთა აღმოჩენა, რომ წარსულ დროში მამრობითი სქესის ადამიანს ჰქონდა ხორკლიანი სასქესო ორგანო, როგორც, მაგალითად შიმპანზეს.

მეხუთე ადგილი დაიკავა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სწავლულების მიერ შექმნილმა ვაქცინამ, რომლის საშუალებითაც, მომავალში შესაძლებელი იქნება შიდსის დამარცხება. მეცნიერებმა, რომლებსაც ხელმძღვანელობს ნობელის პრემიის ლაურეატი, ვირუსოლოგი – დევიდ ბალტიმორი, საცდელ თაგვებს კუნთებში შეუყვანეს უსაფრთხოდ „შეკრული“ ვირუსები ვაქცინის სახით. ამის საშუალებით კი თაგვებმა თვითონ დაიწყეს ანტისხეულების გამომუშავება, რომლებიც ადამიანს შიდსისგან იცავს.

მეექვსე ადგილზეა ლონდონის „იმპერიალ კოლეჯის“ ფიზიკოსთა სამკაციანი ჯგუფის აღმოჩენა, რომ კვანტური მექანიკის ერთ-ერთი საფუძველი – ტალღური ფუნქცია, არა მხოლოდ თეორიული კონცეფციაა, როგორც ბევრი სწავლული მიიჩნევდა, არამედ ფიზიკური მოვლენა, რომელზეც დაკვირვება შეიძლება.

მეშვიდე ადგილზეა ვიკინგების „მზის ქვები“, რომლებითაც განთქმული ზღვაოსნები და მეკობრეები ნავიგაციისას ზღვაში გზას იკვლევდნენ. ეს განთქმული კომპასები, რომლებიც არ ჰქონდათ ევროპელ ზღვაოსნებს, მრავალგზისაა მოხსენებული ძველ ისლანდიურ ლეგენდებში. სწავლულთა საერთაშორისო გუნდი ახლოსაა, ამოხსნან ამ არტეფაქტების საიდუმლო. მათ მიაჩნიათ, რომ ლაპარაკია მინერალ შპატის კრისტალებზე, რომლებიც ისლანდიაშია გავრცელებული. ფხვნილის სახით ეს კრისტალები პოლარიზებულ მზის სხივებს ფილტრავს, რაც მოღრუბლულ ამინდშიც კი, ოკეანეში ორიენტირების საშუალებას იძლევა.

მერვე ადგილზეა „ცოცხალი ლაზერი“, რომელიც ჰარვარდელმა მკვლევრებმა ადამიანის ღვიძლისგან დაამზადეს. ექსპერიმენტის შედეგად, ამ ორგანოს უჯრედმა მწვანე ფერის სხივის გამოშვება დაიწყო.

რეიტინგში ბოლოსწინა ადგილი დაიკავა დიდი ადრონული კოლაიდერის მონაცემებმა, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა სუპერსიმეტრიის თეორია. თუმცა, თავდაპირველად, სწავლულებს სწორედ ამის დამტკიცება სურდათ.

მეათე ადგილზეა ლონდონის უკვე ნახსენები „იმპერიალ კოლეჯის“ თანამშრომლის, კარლო კონტალდის კვლევა. მან ეჭვქვეშ დააყენა რეიტინგში მეორე ადგილის დაკავების მართებულობა. შესაძლოა, ფარდობითობის თეორიაში სინათლის სიჩქარეზე გამარჯვების ზეიმი, ნაადრევია. კონტალდი მიუთითებს, რომ შვეიცარიელმა სწავლულებმა თავიანთი ექსპერიმენტის ჩატარებისას, არ გაითვალისწინეს დროის ცდომილება დედამიწის სხვადასხვა წერტილში.

 

скачать dle 11.3