კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ ძაღლებს უჭირთ ზამთრის ცივი დღეების გადატანა და რას უნდა მოვარიდოთ ისინი

თუ ზამთრის პერიოდში კურორტზე აპირებთ წასვლას და თან ძაღლიც გყავთ, მაშინ არის რამდენიმე დეტალი, რომელთა ცოდნაც ასეთ დროს აუცილებლად გამოგადგებათ. ამ თემასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორს, ზაქრო ბაჯიაშვილს მივმართეთ. 

 

– რა უნდა იცოდეს პატრონმა, თუ ის  ზამთარში ქალაქგარეთ გასვლას ძაღლთან ერთად გეგმავს? 

– ზამთრის პერიოდში ძაღლის ქალაქგარეთ გაყვანა მოითხოვს გარკვეული ნიუანსის გათვალისწინებას, რაც იმისთვის არის საჭირო, რომ ცხოველის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს.

– რა წარმოადგენს ამ პერიოდში ცხოველის ძირითად პრობლემას?

– ამ დროს ძირითადი პრობლემა ცხოველის სხეულის გაციებაა, რაც ერთ-ერთი ძირითადი საშიშროებაა მისი ორგანიზმისთვის. გაციება შეიძლება გართულდეს და სხვადასხვა პათოლოგიაში გადაიზარდოს. გართულების შემთხვევაში, ძაღლი კანკალებს და თათები დაჭიმული აქვს.

– ალბათ, განსაკუთრებით რისკის ქვეშ დგას ოთახის ძაღლი, რომელიც ძირითადად სითბოს არის შეჩვეული. 

– სახლის ძაღლები იზრდებიან და ცხოვრობენ სითბოში, დაახლოებით 15-20 გრადუსზე და მათი სხეულის ფიზიოლოგიური თერმორეგულაციის მექანიზმი ისეა მოწყობილი, რომ სხეულის ნორმალური ტემპერატურა ზუსტად ასეთ პირობებში შეინარჩუნოს. როცა ასეთი ცხოველი ზამთრის პერიოდში გაგვყავს ცივ ამინდში ქალაქგარეთ, სადაც დაბალი ტემპერატურაა, მისი ორგანიზმი განიცდის ეგრეთ წოდებულ ტემპერატურულ შოკს.

 განსაკუთრებით მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს ლეკვის გაციებას. ყველაზე მეტად ამ დროს მათ უზიანდებათ სახსრები, ეს კი პროვოცირებას უკეთებს ართრიტების ჩამოყალიბებას. რაც, შეიძლება, ქრონიკულ პრობლემად იქცეს. ცხოველის ორგანიზმს ასევე მნიშვნელოვნად აზიანებს სველ თოვლში დიდხანს სიარული.  

–  გაციება დიდი ტანის ძაღლებისთვის უფრო საშიშია თუ პატარასთვის?

– გაციება განსაკუთრებით საშიშია პატარა ტანის ძაღლებისთვის, რადგან მათ უფრო მეტი ენერგია ეხარჯებათ სხეულის გათბობაზე. პატარა ტანის ძაღლების გაციებამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, ანუ, ფილტვების ანთება, რაც საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს და რთულად იკურნება ძაღლებში.

– კიდევ რა დაავადებების პროვოცირება შეიძლება მოახდინოს ცხოველებში გაციებამ?

– გაციებამ შეიძლება მოახდინოს მთელი რიგი დაავადებების პროვოცირება, მაგალითად: ყურების, კუნთების, სახსრების, შარდის ბუშტისა და თირკმელების ანთება. გაციებისას სუსტდება ძაღლის ორგანიზმის იმუნიტეტი და ადვილად ხდება  ინფექციური დაავადებებით მისი დასნებოვნება. ცხოველი ადვილად ცივდება, თუ დიდხანს ამყოფებთ თოვლში.

– რა რჩევას მისცემთ მათ, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, ძაღლი ზამთრის პერიოდში ქალაქგარეთ გაიყვანოს?

– მოგახსენებთ. თუ მაინც გადაწყვიტეთ, ზამთრის კურორტზე თქვენს ოთხფეხა მეგობართან ერთად დაისვენოთ, ამისთვის სპეციალური მომზადება ნამდვილად არ გაწყენდათ, რათა არ დაუშვათ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების წარმოშობა. ძაღლს უნდა უყიდოთ სპეციალური დამცავი კომბინეზონი, რომელიც დაიცავს მას თოვლიან და ქარიან ამინდში დასველებისგან. ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოთ მისი ბეწვის საფარველის მდგომარეობას. ის აუცილებლად უნდა იყოს დავარცხნილი და შეკრეჭრილი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თათებზე ბეწვის მდგომარეობას – ის აუცილებლად კარგად უნდა იყოს ამოკრეჭილი, რადგან სველ, ცივ ამინდში ადვილად ისვრება ტალახით და სველდება. ეს კი იწვევს შემდგომ თითებშუა კანის გაღიზიანებასა და თათების მოყინვას.  

– კიდევ რას უნდა მოვარიდოთ ძაღლები ასეთ დროს?

– ცხოველები უნდა მოვარიდოთ თოვლში გაყვანას, ან ძლიერ ქარში, რადგან ამ დროს ცხოველის გაციების მეტი შანსია. არც კაშკაშა მზეზეა მისი სეირნობა რეკომენდებული, რადგან შეიძლება ძაღლმა მიიღოს ულტრაიისფერი სხივებით თვალების ლორწოვანი გარსის დამწვრობა. ამ პერიოდში ყურადღება უნდა მიაქციოთ ძაღლის სრულფასოვან კვებას, რაშიც იგულისხმება დაბალანსებული რაციონი, რომელსაც აქვს ის ენერგეტიკული ღირებულება, რაც ცხოველის ორგანიზმს ზამთრის პერიოდში აუცილებლად სჭირდება. კონკრეტულად, ცხოველმა უნდა მიიღოს ვიტამინები მიკრო და მაკროელემენტებისა და ცხიმოვანი მჟავების საჭირო შემცველობით, რაც უზრუნველყოფს მისი ორგანიზმის იმუნური სისტემის სტაბილურობასა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას. აღნიშნული რაციონი უნდა შეირჩეს ვეტერინარის კონსულტაციის შედეგად.

 

скачать dle 11.3