რა მოხდა ამ დღეს
2 იანვარი
1769 – გაიხსნა ლონდონის სამხატვრო აკადემია, რომლის პირველი რექტორი გახდა გამოჩენილი მხატვარი ჯოშუა რეინოლდსი.
1839 – ლუი დაგერმა გადაიღო მთვარის პირველი ფოტოგრაფია.
1944 – პირველად გამოიყენეს ბრძოლაში ვერტმფრენი.
3 იანვარი
1882 – ამერიკაში ჩასულმა ოსკარ უაილდმა, მებაჟის მოთხოვნას, წარმოედგინა დოკუმენტები და ბარგი, უპასუხა: „მე არაფერი გამაჩნია, გარდა გენიისა“!
1888 – სტოუნმა ვაშინგტონიდან დააპატენტა წვენებისა და კოქტეილების დასალევი მილაკი.
1962 – რომის პაპმა ანათემას გადასცა ფიდელ კასტრო.
4 იანვარი
1493 – ამერიკის აღმომჩენი, დარწმუნებული იმაში, რომ აღმოაჩინა აზია, გაუდგა უკანა გზას ესპანეთისკენ.
1896 – მას შემდეგ, რაც იქ მცხოვრებმა მორმონებმა უარი თქვეს მრავალცოლიანობაზე, იუტა, ოფიციალურად გახდა ამერიკის 45-ე შტატი.
1943 – ამერიკულმა ჟურნალმა „თაიმმა“ წლის ადამიანად იოსებ სტალინი დაასახელა.
1961 – კოპენჰაგენში დასრულდა მსოფლიოში ყველაზე უფრო ხანგრძლივი გაფიცვა: ადგილობრივი პარიკმახერები გაფიცულნი იყვნენ 1928 წლიდან!
5 იანვარი
1825 – ფრანგ მწერალს, ალექსანდრე დიუმას კურიოზი შეემთხვა: დუელზე ფარიკაობისას შარვალი ჩაძვრა.
1875 – გაიხსნა პარიზის „გრანდ ოპერა“.
1919 – გერმანიაში ანტონ რექსლერმა და კარლ ჰარერმა დააარსეს გერმანიის მუშათა პარტია, რომელსაც შემდეგ „ნაციონალ-სოციალისტური (ნაცისტური) მუშათა პარტია“ ეწოდა.
6 იანვარი
1389 – დაარსდა კიოლნის უნივერსიტეტი, დღესდღეობით უდიდესი გერმანიაში.
1681 – ინგლისში პირველად აღწერეს კრივის მატჩი.
1838 – სამუელ მორზემ პირველად წარადგინა თავისი ტელეგრაფის აპარატი.
1929 – მაღაზიებში პირველად გამოვიდა გასაყიდად რძე ქაღალდის პაკეტებში.
1939 – ბერლინში ოტო ჰანმა და ფრიც შტრასმანმა განაცხადეს მათ მიერ თბური ნეიტრონებით ურანის ბირთვების გახლეჩის აღმოჩენის შესახებ. ეს აღმოჩენა დაედო საფუძვლად ბირთვული ბომბის ტექნოლოგიას.
1964 – ინგლისმა და საფრანგეთმა მიაღწიეს შეთანხმებას ლა-მანშის ქვეშ გვირაბის მშენებლობის შესახებ.
7 იანვარი
1610 – გალილეო გალილეიმ აღმოაჩინა იუპიტერის პირველი თანამგზავრები: იო, აგინმედე და ევროპა.
1785 – ფრანგმა ჟან ბლაშარმა პირველმა გადაუფრინა ლა-მანშს საჰაერო ბურთით.
1887 – სანფრანცისკოელმა თომას სტივენსმა დაასრულა 1884 წლის აპრილში დაწყებული პირველი მოგზაურობა დედამიწის გარშემო ველოსიპედით.
1914 – პირველმა გემმა გაცურა ჯერ კიდევ ოფიციალურად გაუხსნელ პანამის არხში.
8 იანვარი
1656 – ჰოლანდიის ქალაქ ჰარლემში გამოვიდა გაზეთი, რომელიც დღემდე გამოდის. ესაა დღემდე არსებული უძველესი პერიოდული გამოცემა.
1958 – 14 წლის ბობი ფიშერი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონი ჭადრაკში.