კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ფუნქციას ასრულებს ლაბორატორია, რომელიც ძერჟინსკის საიდუმლო ბრძანებით შეიქმნა


ლაბორატორია „X“

1922 წელს „ლუბიანკის“ მაშინდელმა შეფმა ფელიქს ძერჟინსკიმ „ჩეკაში“ საგანგებო საიდუმლო ბრძანების საფუძველზე, ლაბორატორია „X-ის“ შექმნას ჩაუყარა საფუძველი და ამით მომწამვლელთა მთელი კოჰორტის შექმნის სანქცია გასცა. ეს საიდუმლო ლაბორატორია, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს და „ეფესბეს“ განკარგულებაშია, ადამიანის მოწამვლის სხვადასხვა მეთოდებს ამუშავებს და „ეგზოტიკური“ შხამების მიღებაზეა ორიენტირებული. ვინ მოთვლის, რამდენი ადამიანი გაუსტუმრებიათ საიქიოში „X-ში“ დამზადებული წვენების, ღვინოების თუ საწამლავით გაჟღენთილ სხვადასხვა სასიკვდილო ნივთების მეშვეობით. სანაცვლოდ კი ეს მონსტრი-მეცნიერები საიდუმლო ბრძანებების საფუძველზე საკავშირო ორდენებს და პრემიებს იღებდნენ და ყველა იმ პრივილეგიებით სარგებლობდნენ, რაც მაშინდელი „მორჩილი“ ელიტისთვის იყო დაწესებული. ამ ლაბორატორიას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხელმძღვანელი ჰყავდა. 1952-1969 წლებში „X-ს“ პროფესორი პავლე მამონტოვი ხელმძღვანელობდა. მამონტოვი ახალგაზრდა, ნიჭიერი ქიმიკოსი იყო და სამეცნიერო ხარისხებთან ერთად, ის სამხედრო წოდებასაც ატარებდა და უშიშროების პოდპოლკოვნიკი იყო. ის ყველა იმ საიდუმლო ოპერაციის საქმის კურსი იმყოფებოდა, რაც „X-თან“ იყო დაკავშირებული და ხშირ შემთხვევაში მკვლელების კონსულტანტადაც გამოდიოდა, თუმცა 1969 წლის თებერვალში მამონტოვი გაუჩინარდა და ორკვირიანი ძებნის შემდეგ „კაგებემ“ დაადგინა, რომ ის ამერიკაში გაიქცა.

საშინელი ბესტსელერი

შეერთებულ შტატებში გაქცეული 55 წლის პავლე მამონტოვის საქციელით იური ანდროპოვი ისე იყო გაცოფებული, რომ „კაგებეში“ მრავალი ადამიანი დააქვეითა, ხოლო განსაკუთრებული განყოფილების უფროსი, პოლკოვნიკი ზავიალოვი, რომელსაც მამონტოვზე ზედამხედველობა ევალებოდა, სამსახურიდან გაათავისუფლა. ამ რისხვის მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ მამონტოვმა შეერთებულ შტატებში გამოსცა წიგნი სათაურით „საწამლავების იმპერია“, რომელიც საშინელ ბესტსელერად იქცა. ის საბჭოთა უშიშროებას არაადამიანურ დანაშაულებებში ამხელდა. პროფესორი დაწვრილებით აღწერდა მისთვის ცნობილ ყველა საიდუმლო სპეცოპერაციას, რომელთა შედეგად საბჭოთა რეჟიმისთვის არასასურველი ადამიანები მოიშორეს. ის საკუთარ საქციელს ინანიებდა. პროფესორის გაქცევა და „კაგებეს“ მხილება კი მამონტოვს იმან გადააწყვეტინა, რომ 1968 წლის დეკემბერში ნიუ-იორკში საბჭოთა ემიგრანტის, ისააკ ტულჩინსკის ოჯახი ამოწყვიტეს. დოქტორი ტულჩინსკი, მისი მეუღლე და სამი შვილი მეზობლებმა სახლში იპოვეს დახოცილები. „კაგებეს“ მიერ მიგზავნილ მკვლელს მხოლოდ ტულჩინსკი უნდა მოეწამლა, აგენტმა მოსამსახურემ კი, საწამლავი ღვინის ნაცვლად ჩაიში გაურია და ხუთი ადამიანი მოკლა. როგორც მამონტოვი წერს თავის წიგნში, ტულჩინსკების ტრაგედიამ მას საბოლოოდ აუხილა თვალი და გაქცევა ამის გამო გადაწყვიტა. ეს საშინელი ბესტსელერი მილიონობით დაიბეჭდა და „კაგებეს“ ტერორისტებმა ნიუ-იორკის გამომცემლობა „საის“ სტამბაც კი გადაწვეს შურისძიების მიზნით, თუმცა წიგნი უკვე ევროპაშიც იყო შესული და „კაგებეს“ მხილება გრძელდებოდა. ამის გამო, ანდროპოვმა „X-ის“ ახალი ხელმძღვანელი, დოცენტი ევგენი რაკუშკა დაიბარა და უთხრა, მოღალატისთვის ისეთი პრეპარატი უნდა შეექმნა, რომ დიდხანს და საშინლად კვდებოდესო...

საბედისწერო კბენა

ევგენი რაკუშკა გენიალური ქიმიკოსი იყო მაგრამ მას ადამიანების ტანჯვა-წამება უდიდეს სიამოვნებას ჰგვრიდა. ამიტომ საკუთარი ნიჭს რაკუშკა იმისთვის იყენებდა, რომ რაც შეიძლება ხანგრძლივად მოქმედი შხამები შეექმნა, რომლებიც მაქსიმალურად ახანგრძლივებდა ადამიანის ტანჯვა-წამებას და ისე კლავდნენ მას. „X-ის“ ექსპერტები საკუთარ პროდუქციას სიკვდილმისჯილებზე სცდიდნენ. მათ დაუბრკოლებლად შეეძლოთ მოეთხოვათ ამ კონტინგენტის განუსაზღვრელი რაოდენობა. რაკუშკა ენერგიულად შეუდგა ახალი მომწამვლელი პრეპარატების შექმნას და ანდროპოვს 40 სიკვდილმისჯილის გადმოცემა მოსთხოვა, რაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილეს. რაკუშკას ცდების პარალელურად, „კაგებეს“ სპეცოპერაციების განყოფილებამ მამონტოვის მოკვლის გეგმაზე დაიწყო მუშაობა. მათ, რა თქმა უნდა, შეეძლოთ, ტყვიით მოეკლათ ან აეფეთქებინათ გაქცეული პროფესორი, მაგრამ ანდროპოვის ბრძანებას ვერ გადაუხვევდნენ და მომწამვლელის შესაფერის კანდიდატურაზე მუშაობდნენ. 1969 წლის მაისისთვის რაკუშკამ საჭირო საწამლავიც შექმნა, რომლის „წარმატებით გამოცდას“ ორმოცივე სიკვდილმისჯილი დასჭირდა და სპეცოპერაციების განყოფილებამ შესაფერისი კანდიდატიც შეარჩია, გადაიბირა და ოპერაციაში მონაწილეობაზე დაითანხმა. გეგმა ანდროპოვს წარუდგინეს დასამტკიცებლად და 1969 წლის მაისის მიწურულს მისი განხორციელება დაიწყო.

შემსრულებელი ვინმე ანტონ სეროვი იყო, რომელიც „X-ში“ მუშაობდა და მამონტოვს კარგად იცნობდა. გეგმის მიხედვით, სეროვი ამერიკაში უნდა გაქცეულიყო და „კაგებე“ ემხილა. შემდეგ ის მამონტოვს უნდა შეხვედროდა და მოეწამლა. რაკუშკას მიერ შექმნილი საწამლავი, რომელსაც სადისტმა ქიმიკოსმა „ცისარტყელა“ უწოდა, მკვლელის წინა, ქვედა კბილში იყო ჩადებული და მხოლოდ მაშინ იწყებდა მოქმედებას, როდესაც სისხლს შეერეოდა... 1969 წლის 1 ივნისს სეროვი ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის ტელეეთერებით გამოვიდა და „კაგებე“ ამხილა. ხოლო 3 ივნისს „გაქცეული კაგებეშნიკი“ „ცეერუს“ შტაბ-ბინაში ყოფილ უფროსს შეახვედრეს. შუა საუბრის დროს, რომელსაც „ცეერუს“ ოთხი ოფიცერიც ესწრებოდა, სეროვი მარცხენა ხელში ეცა მამონტოვს და ისე უკბინა, რომ ხორცი ამოაგლიჯა. სეროვი, რა თქმა უნდა, დააპატიმრეს, თუმცა ამით მამონტოვს არაფერი ეშველა და სისხლთან რეაქციაში შესულმა „ცისარტყელამ“ მოქმედება დაიწყო. მოწამლული პროფესორი ზუსტად ორი თვის განმავლობაში კვდებოდა და მისი სხეული „ცისარტყელას“ ფერებივით იცვლებოდა. მისი კანი მუწუკებმა დაფარა და ყვავილებივით გაიფურჩქნა. მამონტოვს კი დღე-ღამეში 3-4 საათი თუ ეძინა და კოშმარები ესიზმრებოდა. დიდი მცდელობის მიუხედავად, „ცეერუს“ ტოქსიკოლოგებმა უცნობ საწამლავს ვერაფერი გაუგეს და 1969 წლის 3 ივლისს მამონტოვი გარდაიცვალა... სეროვი გაასამართლეს და 15 წელი მიუსაჯეს, თუმცა ის კალიფორნიის ციხეში მოწამვლით დაიღუპა...

P. S. ჩვენს უახლეს ისტორიაში ანალოგიურად კვდებოდა ლონდონში ალექსანდრე ლიტვინენკო, რომელიც „ეფესბეს“ აგენტებმა მოწამლეს...


скачать dle 11.3