კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

 

კითხვა: საზარდულში ლიმფური ჯირკვლების გადიდება არის თუ არა შიდსის სიმპტომი?

პასუხი: საზარდულში ლიმფური ჯირკვლების გადიდება შეიძლება ბევრი დაავადების სიმპტომი იყოს, მათ შორის – შიდსის.

კითხვა: რა არის გლუტამინ-ამინოტრანსფერაზა და როდის არის ის მომატებული?

პასუხი: გლუტამინ-ამინოტრანსფერაზა ღვიძლშიდა ქოლესტაზის მაჩვენებელია, რომელიც შეიძლება გაზრდილი იყოს შემდეგი პათოლოგიების დროს: მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტები, ნაღველკენჭოვანი დაავადება, ასევე, ჰეპატო-ბილიარულ სისტემაში ონკოლოგიური პროცესები.

კითხვა: ვარ 32 კვირის ორსული, ვიკვებები ნორმალურად, წონაში კი სულ 3,8 კილოგრამი მაქვს მომატებული. რასთან არის ეს დაკავშირებული და ბავშვზე ხომ არ იმოქმედებს? 

პასუხი: თუ ულტრაბგერითი კვლევების მონაცემებით ნაყოფი ნორმალურად ვითარდება და ანალიზები ნორმაშია, წონის გამო ნუ ინერვიულებთ, მშობიარობის შემდეგ, სხვა ქალებისგან განსხვავებით, ნაკლები პრობლემა გექნებათ.

კითხვა: მაქვს დანამატების ქრონიკული ანთება. შემიძლია თუ არა ჯანმრთელი ბავშვის გაჩენა?

პასუხი: ამის ასპროცენტიან გარანტიას ვერავინ მოგცემთ. დიდია ორსულობის პერიოდში ნაყოფის ინფიცირების რისკი, მაგრამ, ორსულობისათვის ხარისხიანი მომზადების შემთხვევაში, რისკის ხარისხი მნიშვნელოვნად მცირდება. 

კითხვა: 2-3 კვირის ორსულობის ვადაზე გამიკეთდა ფლუოროგრაფია. საშიშია თუ არა ეს ბავშვისთვის?

პასუხი: ორსულობის ადრეულ ვადებზე ფლუოროგრაფია  საკმაოდ ხშირი შემთხვევაა. გამოცდილება აჩვენებს, რომ დეფექტების განვითარების რისკი ამის გამო ძალიან დაბალია. 

კითხვა: ბავშვობიდან ენაზე მაქვს ბევრი ღარი, თუმცა, არ მაწუხებს. მამასაც აქვს, მაგრამ, ჩემსავით ღრმა და დიდი არა. რა არის ეს და საჭიროა თუ არა მკურნალობა?

პასუხი: თუ ეს ღარები უსიამოვნო შეგრძნებებს არ იწვევს, შეიძლება, ენის აგებულების თავისებურებად ჩაითვალოს. მკურნალობას არ საჭიროებს. ამავე დროს, ენის ზედაპირის ცვლილებები (მაგალითად, „გეოგრაფიული ენა“) შეიძლება კუჭ-ნაწლავის ორგანოების დაავადების მაჩვენებელი იყოს. ამ შემთხვევაში საჭიროა კუჭ-ნაწლავის ენდოსკოპიური, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის ულტრაბგერითი გამოკვლევა.   

კითხვა: მაქვს ნაწლავების დისბაქტერიოზი. შეიძლება თუ არა ნაწლავების სპაზმის დროს თავბრუსხვევა და წნევის მატებაც კი?

პასუხი: როგორც წესი, ნაწლავების სპაზმის დროს არ ხდება არტერიული წნევის მატება და თავბრუსხვევა. სხვა მიზეზი უნდა მოძებნოთ.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

 

 

скачать dle 11.3