ადრიანა ლიმას მოგზაურობა
ახლო მომავალში სუპერმოდელმა ადრიანა ლიმამ შესაძლოა მაიამი ბელგრადზე გაცვალოს და საცხოვრებლად სერბეთში გადავიდეს. საქმე იმაშია, რომ ადრიანას მეუღლეს, NBA-ს კლუბების „მემფის გრიზლის”, „მინესოტა ტიმბერვულვზის” და „ლოს-ანჯელეს კლიპერსის” ყოფილ მოთამაშეს, 33 წლის მარკო იარიჩს ბელგრადის „ცრვენა ზვეზდასთან” კონტრაქტის გაფორმებას სთავაზობენ. იარიჩმა გასული სეზონი იტალიურ „მონტეპასკში” დაასრულა და მასთან კონტრაქტის გაგრძელებისგან იტალიელებმა თავი შეიკავეს. ამ დრომდე იარიჩი უკლუბოდაა, რაც მის მეუღლეს ძალიან მოსწონს, რადგან იგი მეტ დროს უთმობს ოჯახს ვიდრე ვარჯიშებს და თამაშებს. ამგვარად NBA-ში 447 მატჩის ჩამტარებელმა იარიჩმა შესაძლოა სულ მალე ბელგრადული „ვარსკვლავის” რიგები გააძლიეროს, ხოლო ბელგრადის ბომონდური ცხოვრება ადრიანა ლიმას გამოჩენით გამოცოცხლდება.