ტრეზეგეს არგენტინული მომავალი
მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, ფრანგი დავიდ ტრეზეგე კარიერას არგენტინაში, „რივერ პლეიტში” გააგრძელებს. ბოლო დროს 34 წლის ფეხბურთელი, რომელსაც სხვადასხვა დროს „მონაკოში” და „იუვენტუსში” უთამაშია, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში თამაშობდა, ადგილობრივ კლუბ „ბანი იასიში”, რომელთანაც კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა არგენტინულ სუპერკლუბს. აღსანიშნავია, რომ თავისი წარმატებული კარიერა ტრეზეგემ სწორედ არგენტინაში დაიწყო, კლუბ „პლატენსეში”. ტრეზეგეს მამა არგენტინელია, თავად ფეხბურთელი კი საფრანგეთში დაიბადა, მაგრამ კარიერა ისტორიულ სამშობლოში დაიწყო და როგორც ჩანს, იქვე დაასრულებს.