კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უწოდეს ბეთლემში დაბადებულ ჩვილს „იესუ“ და რას ნიშნავს მისი მეორე სახელი „ქრისტე“

უკვე 2000 წელზე მეტია, ქრისტიანული სამყარო მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს, რომელსაც როგორც წესი მართლმადიდებლური ეკლესია 7 იანვარს ზეიმობს. განკაცებული მაცხოვრის, იესო ქრისტეს შობის შესახებ უამრავი ქადაგება თუ საეკლესიო ლიტერატურა გვამცნობს. რაც მთავარია, ადამიანი ერთხელ თუ მაინც დაესწრება საშობაო ლიტურგიას, მას არასდროს დაავიწყდება ის დიდი და ყოვლისმომცველი სიხარული, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში სუფევს და რომელიც ყველა ადამიანის სულსა და გულს ენით აუწერელი სიხარულით, სიმშვიდითა და სიყვარულით ავსებს. შობის ბრწყინვალე დღესასწაულის შესახებ, ასევე იმაზე, თუ რატომ იშვა ღვთისმშობლისგან მაცხოვარი ბეთლემის ბაგაში და, როგორ უნდა შევხვდეთ ამ დღეს, გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).

 

– მამაო, რას უკავშირდება 25 დეკემბერს ქრისტეშობის დღესასწაულის დაწესება?

– ქრისტეს შობის დღესასწაული ერთ-ერთი უძველესი საეკლესიო, საუფლო დღესასწაულია და, როგორც ცნობილია, უკვე მეორე საუკუნიდან, ყველა ქრისტიანულ თემში აღინიშნებოდა, თუმცა, სხვადასხვა დროს. რომსა და ეკლესიურად მასზე დამოკიდებულ დასავლეთის ქვეყნებში მას დღესასწაულობდნენ 25 დეკემბერს; საბერძნეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში კი – 6 იანვარს, ნათლისღებასთან ერთად. ამ დღესასწაულს ეწოდებოდა „თეოფანია“, რაც „ღმერთის გაცხადებას“, ანუ „ღმერთის გამოცხადებას“ ნიშნავდა, რა მოხდა როგორც შობას, ასევე ნათლისღებას, ამ ორი საიდუმლო მოვლენის გააზრების შედეგი იყო 6 იანვრის გაცხადების დღესასწაული. 25 დეკემბერს, ანუ ახალი სტილით 7 იანვარს, ქრისტეშობის დღესასწაულის დაარსება უკავშირდება ასტრონომიულ „მზის დაბადებას“, ანუ დღის მომატებას, რომელიც ხდება დეკემბრის მიწურულს, ზამთრის მზებუდობის შემდეგ. ესე იგი, 21 დეკემბრის შემდეგ, როდესაც ღამე მაქსიმალურად გრძელია. ქრისტეშობის დღესასწაულის „მზის დაბადებასთან“ დამთხვევას საღვთისმეტყველო საფუძველი აქვს. ძველი აღთქმის საღვთო წერილში ნახსენები „სიმართლის მზე“ ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში ქრისტეს მომასწავებლად არის მიჩნეული, ამიტომაც ამ ეპითეტს უგალობს მას წმიდა ეკლესია: „შობამან შენმა, ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვე სოფელსა ნათელი ბედნიერებისა, რამეთუ, რომელნი იგინ ვარსკულავს მსახურობენ. ვარსკვლავისგან ისწავლეს თაყვანისცემა შენი, მზეო სიმართლისაო“. აღმოსავლეთის ეკლესიაში 25 დეკემბერს, ახალი სტილით 7 იანვარს, ქრისტეს შობის დაკავშირება მოხდა მეოთხე-მეექვსე საუკუნეებში, როდესაც თეოფანიის დღესასწაული გაითიშა ორ დღესასწაულად – შობად და ნათლისღებად. ნათლისღება დარჩა 6 იანვარს, ანუ ახალი სტილით 19 იანვარს. ხოლო შობა – 25 დეკემბერს, ანუ 7 იანვარს. რაც შეეხება თავად შობის მნიშვნელობას, ეს არის უდიდესი საღვთო საიდუმლო, ამ დღეს მოხდა ღმერთის განკაცება და მან კაცთა მოდგმა გამოგვიხსნა საუკუნო ცოდვებისგან და გაგვიხსნა ბჭე ჭეშმარიტი ღმერთის შემეცნებისა, საუკუნო ცხოვრებისა და ცათა სასუფევლის მკვიდრობისა. მაცხოვრის შობის შესახებ სწავლება ასევე გადმოცემულია სარწმუნოების სიმბოლო „მრწამსში“, რომელიც ყველა ქრისტიანმა ყოველ დილას, დილის ლოცვების წაკითხვისას უნდა წარმოთქვას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იესო ქრისტე მოვიდა არა ანგელოზებისთვის, ფრინველებისთვის, პირუტყვებისთვის, არამედ ჩვენთვის, ადამიანებისთვის და ჩვენი ცხონებისთვის. ჯერ კიდევ საღმრთო წერილში, მიქეას წიგნში იყო ნაწინასწარმეტყველები, რომ მაცხოვარი, ზეციური პური, სწორედ ბეთლემში უნდა მოსულიყო. თვით სახელი „ბეთლემი“ ებრაულად „პურის სახლს“ ნიშნავს. ბეთლემში დაბადებულ ჩვილს კი უწოდეს იესო ქრისტე. „იესუ“ ებრაულად ნიშნავს მაცხოვარს, მაცოცხლებელს, არსებობის გამცემელს; „ქრისტე“ კი მოდის ბერძნული სიტყვიდან – „ხრიძო“ და ნიშნავს „ვაცხებ“ „ცხებულს“, ანუ, სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ, „იესო ქრისტე“ ნიშნავს მესიას, რომელიც არის ცხებული. იოანე დამასკელის განმარტებით, „იესუს“ – მაცხოვრის კაცობრივი ბუნების სახელია, ხოლო მისთვის „ქრისტეს“ წოდება – საზღვარი მის ღმერთობასა და კაცობას შორის, ესე იგი მოასწავებს ღმერთკაცობას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღმერთის განკაცება მოხდა ბუნებათა შეურევლად. ესე იგი, ქრისტეს ჰიპოსტასში, პიროვნებაში, ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნების შეერთების შედეგად რამე ახალი, შუალედური ბუნება კი არ წარმოიქმნა, არამედ იმ შეერთებისას ის ისეთივე სრულ ღმერთად დარჩა, როგორიც მანამდე იყო. მან მხოლოდ შეიძინა სრული კაცობრივი ბუნება, ისეთივე, როგორიც თითოეულ ადამიანს აქვს, იმ განსხვავებით, რომ ქრისტე უცოდველია. როდესაც ჩვენ ვახსენებთ სახელს – იესო ქრისტე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ყველაზე დიდი სახელი და, როგორც პავლე მოციქული ამბობს: „ცისქვეშეთში არ მოცემულა ამაზე დიდი სახელი და ვინც ამ სახელს აღიარებს, იგი ცხონდება“. ანუ, ვინც აღიარებს, რომ იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი, იშვა ქალწული მარიამისგან და ირწმუნებს ყოვლადწმიდა სამებას, ის ადამიანი იქნება გამოხსნილი, გათავისუფლებული ყოველგვარი ცოდვისგან. ყველა ადამიანს შეუძლია, აღიაროს, ირწმუნოს, მიიღოს ჭეშმარიტი სარწმუნოება, მართლმადიდებლობა და მისი გულიც განათდება მაცხოვრის შობით, რის გარეშეც ადამიანი ვერ ცხონდება და ვერ დაიმკვიდრებს ზეციურ იერუსალიმს, ანუ ზეციურ სასუფეველს.

– აუცილებელია თუ არა, ადამიანი დაესწროს შობის ღამეს ეკლესიებში აღსრულებულ შობის ლიტურგიას? ბევრი ადამიანი ინახავს მარხვას, მაგრამ ამ დღეს უჭირთ ღამისთევაზე წასვლა, ლოცვა.

– ყველა ქრისტიანმა ეს დღე უნდა იზეიმოს გულით, ცოდნით, დოგმატით და არა მხოლოდ გემრიელი კერძებით, მორთულობებითა და, ფოიერვერკებით. 40-დღიანი მარხვით ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ ჩვენს გულშიც იშვას მაცხოვარი და მას ჩვენი გული ისეთი დაბინძურებული არ უნდა დავახვედროთ, როგორც ის მღვიმე იყო, სადაც 20 საუკუნეზე ცოტა მეტი ხნის წინ იშვა მაცხოვარი. ამიტომაც უნდა შევინახოთ მარხვა, ვთქვათ აღსარება, ვეზიაროთ, განვიწმინდოთ, რომ შობას ჩვენი გული და ცნობიერება განიწმინდოს და ღირსეულად შეხვდეს მესიის შობას, რომ კიდევ ერთხელ არ გვამხილოს, როგორ არის იმ ბაგასავით დაბინძურებული ჩვენი გული და ცნობიერება. ადამიანი ეჩვევა იმას, რომ თითქოს იცის, რა არის შობა, მაგრამ ასეთი მდგომარეობით ის სცილდება ჭეშმარიტებას და მისი ზეიმურობა მხოლოდ და მხოლოდ ბაგეებით, გარეგნული ხდება. ჩვენი ცნობიერება, გული უნდა გასცდეს შობის მხოლოდ გარეგნული დიდებით აღნიშვნას და რწმენით უნდა ვიზეიმოთ ქრისტეს შობა, მაშინ უფრო მეტი სიხარულითა და მოლოდინით აღივსება ჩვენი გული და სული და მერე უკვე ერთმანეთს მივულოცავთ ამ დიდი დღის დადგომას. რაც შეეხება საღვთო ლიტურგიას, რა თქმა უნდა, ის ყოველთვის აღესრულება ეკლესიაში და მორწმუნე ერი მოძღვრებთან ერთად ზეიმობს მაცხოვრის შობის დღესასწაულს. ვისაც აქვს სურვილი, იზეიმოს მაცხოვრის შობა, უნდა მივიდეს ეკლესიაში, არ აქვს მნიშვნელობა, შეინახა მარხვა თუ არა. ყველა ერთად დიდი სიხარულით უნდა შეეგებოს ბეთლემის ბაგაში შობილ ქრისტეს და ერთმანეთს უნდა ახარონ ეს დიდი სიხარული, ისევე, როგორც მწყემსებმა უბრალო ენით ახარეს ქვეყნიერებას მაცხოვრის დაბადება. ქრისტეს განკაცებამ სათავე დაუდო კაცთა ცხოვნების საღვთო განგებულებას. ანგელოზნი მწყემსებთან ერთად მეტყველებდნენ და ჩვენც სიხარულით ვუერთდებით მათ გალობას: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“. ღმერთმა დალოცოს და ამ ბრწყინვალე დღის სიხარული არ მოაკლოს სრულიად საქართველოს!

– ამ დღესთან დაკავშირებით არსებობს ალილოს ტრადიცია. როდის დაწესდა ის და რა როლი ენიჭება მას ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებასა და ტრადიციულ ყოფაში?

– ალილობა (ალილო – მოდის ებრაული სიტყვიდან ალილუიიდან, რაც ნიშნავს აქებდეთ უფალს) ქრისტიანული ტრადიციაა, რომელიც პირველი საუკუნეებიდან მოდის. სახარება გვაუწყებს, რომ მაცხოვრის შობა ქვეყნიერებას უბრალო მწყემსებმა ახარეს, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ეს უბრალო მწყემსები უბრალო ენით ახარებდნენ ქვეყნიერებას მხსნელის დაბადებას. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით რამდენიმე წელია აღდგა ეს ტრადიცია და შობის დღესასწაულზე სასულიერო პირები მრევლთან ერთად სახარებისეული მწყემსების მსგავსად მოსახლეობას აუწყებენ მაცხოვრის შობას.

 

 

скачать dle 11.3