კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

 

კითხვა: როგორ უნდა განვმარტოთ პირჯვრის გადაწერის დროს ჩვენი ქმედება, როდესაც მარჯვენა ხელით ვეხებით შუბლს, გულს, მარჯვენა და მარცხენა მხარს?

პასუხი: პირჯვრის გადასახვის მრავალი განმარტება არსებობს. თითოეული სხვადასხვა ქრისტიანული წყაროდან მოდის. მათ შორის ორს ქრისტიანული ეკლესია შედარებით ხშირად იშველიებს. პირჯვრის გადასახვის მისტიკური განმარტებაა: თავი – გარდამოხსნა ზეცით, მკერდი – ჩასახვა, მარცხენა მხარი – ამაღლდა ზეცით, მარჯვენა მხარი – დაჯდა მარჯვენით ძისა და მამისა. არის ყოფითი განმარტებაც: გონების, გულის, ფიზიკური ძალების (მარჯვნივ და მარცხნივ) განსაწმენდელად.

კითხვა: მაინც მოგვეკითხება თუ არა ის ცოდვები განკითხვის ჟამს, რომელთაც აღსარებაზე ვამბობთ?

პასუხი: ის ცოდვები, რომლებსაც აღსარებაზე ჭეშმარიტი სინანულით ამბობთ და ყველაფერს აკეთებთ, რომ აღმოფხვრათ, აღარ მოგეკითხებათ. უფალი თავად განსჯის, როდის არის თქვენი სინანული გულწრფელი. თუ ადამიანი ამა თუ იმ ცოდვას მუდმივად იმეორებს და მერე ისევ აღსარებაში ამბობს, მისი სინანული არ არის გულწრფელი.

კითხვა: რა არის მთავრობისმოყვარეობა და არის თუ არა ის ცოდვა?

პასუხი: მთავრობისმოყვარეობა ძალაუფლების მოპოვების აულაგმავი წყურვილია, რაც, ჩვეულებისამებრ, უჩნდებათ ამ უნარის არმქონე ადამიანებს. მათ არ აქვთ კეთილი განზრახვა, სარგებლობა მოუტანონ სხვას, მათი მთავარი მიზანია, დაიკმაყოფილონ პატივმოყვარეობა, ანგარება. ასეთი ადამიანები ძალაუფლების მოსაპოვებლად ყველაფერზე მიდიან, რაც, რა თქმა უნდა, დაუშვებელია.

კითხვა: დავკარგე ჩემი ნათლობის ჯვარი, რასაც ძალიან განვიცდი. რამეს ხომ არ ნიშნავს ჯვრის დაკარგვა?

პასუხი: ეს თქვენს დაუდევრობას და უყურადღებობას ნიშნავს. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და კრძალვა საეკლესიო სიწმიდეთა მიმართ. შეიძინეთ ახალი ჯვარი, აკურთხებინეთ მოძღვარს და ატარეთ.

 

скачать dle 11.3