კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბოლო ჟამის მოლოდინში

 

ღირსმა ლავრენტიმ ერთ დიაკონს, რომელიც ახლა უკვე მოხუცებულია, პირდაპირ უთხრა:

– შენ მოესწრები ანტიქრისტეს გამეფებას! ნუ შეშინდები, ყველას ამცნე, რომ იარსებებენ! მანამდე უფალი უძლურებს ავადმყოფობებს მოუვლენს და ისინი მოკვდებიან. ანტიქრისტეს დროს კი სიკვდილი არ იქნება. მესამე მსოფლიო ომი არა სინანულისთვის, არამედ დასასჯელად დაატყდება თავს კაცობრიობას, ყველაზე ძლიერთ კი უფალი თავის შესახვედრად დატოვებს.

... დადგება დრო, როდესაც იქნება „ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი” და გაჩაღდება მსოფლიო ომი. ომით დაღლილი კაცობრიობა გადაწყვეტს, რომ ამოირჩიოს ერთი და მან მართოს მთელი მსოფლიო. აირჩევენ კიდეც ანტიქრისტეს, როგორც საყოველთაო მმართველსა და დედამიწაზე უმთავრეს „მშვიდობისმყოფელს.” ყურადღებით და ფხიზლად ვიყოთ: როგორც კი მთელ ქეყანაზე საყოველთაო არჩევნები გამოცხადდება, იცოდეთ, რომ იგი ანტიქრისტეა და ხმის მიცემა არ შეიძლება!

ბოლო ჟამს ადამიანები დემონებით აივსებიან. არც ილოცებენ და არც პირჯვარს გამოისახავენ. მხოლოდ ერთმანეთის დახოცვა ედებათ გულში. დემონები ეცდებიან, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს შეპყრობილი კაცისკვლის ჟინით. თვით სატანა კი, ამოვა რა ტარტაროზიდან, 12 წლის ბიჭუნაში შევა, რომელიც შემდგომში ანტიქრისტე იქნება და მთავარი სულთამხუთავი.

ბოლო ჟამს რუსები მოინანიებენ სასიკვდინე ცოდვებს, ებრაელ მასონთა უსჯულოება რომ დაუშვეს და არ დაიცვეს ცხებული მეფე, ეკლესია-მონასტრები და სხვა სიწმიდეები, რომ მოიძაგეს ღვთისმოსაობა და შეიყვარეს საეშმაკო უკეთურება. იქნება სულიერი აფეთქება და რუსეთი ყველა სხვა ხალხთან ერთად შექმნის ძლიერ სამეფოს, რომელსაც სათავეში ეყოლება მართლმადიდებელი ცხებული მეფე (იმეფებს ორი წელი და რვა თვე), მისი მცდელობით რუსეთში ყველა სექტა და სქიზმა გაქრება. მართლმადიდებელ ეკლესიას დევნა არ ექნება. მაცხოვარი რუსეთს შეიწყალებს, რამეთუ იქ ანტიქრისტეს საშინელი წინა პერიოდი უკვე იყო (იგულისხმება 70-წლიანი კომუნისტური რეჟიმი). რუსი მართლმადიდებელი მეფის შიში თვით ანტიქრისტეს ექნება. სხვა ქვეყნები კი, რუსეთისა და სლავური მიწების გარდა, ანტიქრისტეს ძალაუფლების ქვეშ მოექცევა და ყველა იმ საშინელებისა და სატანჯველის გადატანა მოუწევთ, რაც წმიდა წერილშია აღწერილი. რუსეთში კი სარწმუნოება აყვავდება, თუმცა, ხანმოკლე დროით, რამეთუ მოვა საშინელი მსაჯული „განსჯად ცოცხალთა და მკვდართა”... ღმრთისმშობლის წილხვედრ ივერიაშიც იქნება დევნა, მაგრამ მცირე ხნით, ანტიქრისტე იქ ვერ გამეფდება, საყდარს ვერ განიმტკიცებს.

ნეტარი და სამგზის ნეტარია ადამიანი, რომელიც არ ისურვებს და არც იხილავს ანტიქრისტეს ღვთივსაძულველ სახეს. ვინც უყურებს მას და მოუსმენს მის ღვთისმგმობ ლაპარაკს, ყველა მიწიერი სიკეთის აღთქმით (დაპირებით) მოიხიბლება და თაყვანს სცემს მას, რის გამოც, მასთან ერთად შთაინთქმება საუკუნო ცეცხლში!

„როგორ მოხდება ეს?” – დაეკითხნენ ღირს ლავრენტის დედები. მოძღვარი ატირდა და თქვა:

„წმიდა ადგილას დადგება სისაძაგლე, მოოხრებისა და ამ სოფლის მაცდურნი ღვთის უარმყოფელ ადამიანებს ცრუ ნიშან-სასწაულებით მოხიბლავენ. მათ შემდეგ გამოჩნდება ანტიქრისტე. მთელი ქვეყანა ერთდროულად იხილავს მას.”

ღირს ლავრენტის კვლავ დაეკითხნენ: „წმიდა ადგილას? სად? ეკლესიაში?”

ამაზე მან უპასუხა:

– „ეკლესიაში არა, ჩვენს სახლებში! უწინ კუთხეში მაგიდა იდგა წმიდა ხატებით, შემდეგ კი მაცთურ ყუთს (ტელევიზორს) დადგამენ ადამიანების მოსახიბლავად. მრავალნი, გზისგან ჭეშმარიტებისა შეცდომილნი იტყვიან: „ჩვენ გვსურს, მოვუსმინოთ ახალ ამბებს“. აი, სწორედ ახალ ამბებში წარმოდგება ანტიქრისტე და ისინიც ირწმუნებენ მისას.

 

скачать dle 11.3