კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაიხიზნა ნინო არაზაშვილი სახლიდან და რით გააოცა ის ამერიკიდან ჩამოსულმა ძმამ

 უკვე 19 წელია, რაც ნინო არაზაშვილს ჟურნალისტის რთული,  მაგრამ საინტერესო ცხოვრება აქვს.  იმ ხიბლის წყალობით, რაც ამ პროფესიას ახლავს, არასდროს ამბობს უარს იმ თავგადასავლებზე, რაც მის ანკესს ყველგან შეიძლება „გამოადგეს”. ალბათ, ამიტომაც ჩნდება მის „დოსიეში” ახალ-ახალი თემები ძალიან ხშირად. არცთუ იშვიათად  მის რეჟიმს ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულებიც კი ეწირება, მაგრამ ამაზე არასდროს წუწუნებს.  მართალია, იმაში  „გამოააშკარავეს,” რასაც წლების განმავლობაში  საგულდაგულოდ მალავდა,  მაგრამ იხტიბარს მაინც არ იტეხს – ახლა  „მისი სანტა”  სურვილებს, რომელიც უნდა აასრულოს, უკვე  ელექტრონული ფოსტით იღებს.   

 

ნინო არაზაშვილი: ახალი წელი და რამდენიმედღიანი დასვენება ნამდვილად რომ ფუფუნებაა ჩემთვის. რამდენი წელია, რაც 31 დეკემბერს, როცა ყველა ქალს უჩნდება სურვილი,  ამ დღეს მაინც იყოს სახლში, ან თუნდაც, სადღაც წავიდეს და მთელი ღამე იცეკვოს, მე ეთერში ვატარებ და მსგავს სიამოვნებებზე არ ვფიქრობ. ამიტომაც არის, ახალ წელს თუ სადმე სტუმრად წავედი, ვგრძნობ, როგორ მეძინება. რამდენჯერმე სავარძელშიც კი ჩამძინებია ღამენათევს და დაღლილს. ამჯერადაც ასე გადაწყდა – 31 დეკემბერსაც ეთერში უნდა ვყოფილიყავი, შაბათმაც ვერ „მიშველა”. სამაგიეროდ, რამდენიმე დღე არ გავალთ ეთერში, ამ ეტაპზე  დასვენება ძალიან მჭირდებოდა. საერთოდ, არ ვარ წუწუნა და არ ვამბობ, რომ ვიღლები, უბრალოდ, ძალიან ადრე ვიღვიძებ, მაგრამ ესაა ჩემი სამსახური.  ეს ის შემთხვევაა, როდესაც რამდენიმედღიანი გამოძინება, უბრალოდ, ძალიან მჭირდებოდა.

– მხოლოდ ძილი და მეტი არაფერი? ქალაქიდან არ გახვალ?

– არა, აგარაკზე ვიქნები რამდენიმე დღე, ბავშვები დაისვენებენ. შორს წასვლას ვერ დავგეგმავ, შეიძლება, უცებ მითხრან: ხვალ ეთერში  უნდა დაჯდეთო. ასე საკმაოდ ბევრჯერ  მომხდარა.  უკვე ექვსი წელია, რაც უცხოეთში  არ ვყოფილვარ. წელს მომეცა საშუალება, ფონდ „იავნანასთან” ერთად წავსულიყავი ათენში, სადაც არნახული კონცერტი ჩატარდა. მთელი ცხოვრება სცენაზე ვდგავარ, მაგრამ ასეთი კონცერტი არასდროს წამიყვანია, ემოციებისგან დაინგრა დარბაზი. საბერძნეთში მომეცა საშუალება და ვეზიარე ანტიკურ ხელოვნებას, და არქიტექტურას, იმას, რაც ყოველთვის ძალიან მხიბლავდა.  ვიყავი უბედნიერესი, რომ შევძელი და  რამდენიმე საათით ავედი  ათენის აკროპოლისზე, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. შინაგანად ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ  და სადაც გადამისვრის ცხოვრება, ყველგან მიჩნდება თავგადასავლების სურვილი. ყველა ადგილი და სიტუაცია მომწონს, სადაც ჩემს ანკესს წამოეგება ისეთი რამ, რაც შეიძლება გადაცემაში გამოვიყენო, შესაბამისად, სულ „ვეძებ” ასეთ ხალხს და ადგილებს (იცინის).      

– როგორც ჩანს, ძალიან საინტერესო იყო  გასული წელი შენთვის. 

– ძალიან მაგარი, ეს წელი  „დილის გადაცემისთვის” ძალიან კარგად დაგვირგვინდა. 22 დეკემბერს ქართული ბრენდის დაჯილდოებაზე „დილა მშვიდობისა საქართველოს” წლის საუკეთესო სატელევიზიო პროექტის  ტიტული მიენიჭა.  მთელი ჩემი გუნდის სახელით, მადლობას ვუხდი მაყურებელს, რომელთა უმეტესობა ჩვენ გვიყურებს და  მუდმივად აფიქსირებს თავის სიმპათიას. ეს ჯილდო ჩვენი გუნდისთვის ძალიან დიდი სტიმულია, რომ კვლავ გააგრძელოს უძილო ღამეები და საყვარელი საქმე აკეთოს.  იმის მიუხედავად, რომ 19 წელიწადია, რაც აქტიურ ჟურნალისტიკაში ვარ, ყოველთვის მაქვს იმის შიში, არ დავმყაყდე, არ დავრჩე ერთ დონეზე. ალბათ, ამიტომაც, თუკი რამე სემინარი და ტრენინგი შეიძლება გავიარო  კვალიფიკაციის ასამაღლებლად,  ამაზე უარს არასდროს ვამბობ. ჩემს პირად საქმესა და დოსიეში  ძალიან ბევრი სერტიფიკატი დევს. მე ახლა ვასწავლი ტრენინგცენტრში და თავად ვსწავლობ არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სწავლების  სკოლაში.

– შენც პოლიტიკაში ხომ არ აპირებ კარიერის გაგრძელებას?

–  არა,  რა პოლიტიკა, ეს არაა ჩემი სფერო. არავის აწყენს ის, რასაც ამ სკოლაში ასწავლიან, მაგალითად, არჩევნების კულტურას. სხვათა შორის, ამ სკოლაში რომ ვაბარებდი, ვფიქრობდი: მოდი, ვნახავ, რა იზიდავთ  ასე ადამიანებს  პოლიტიკისკენ-მეთქი, მაგრამ მე ეს ხიბლი ჯერ არ დამინახავს. ყველას თავის საქმეში გაუმარჯოს, სანამ ჟურნალისტიკაში  დავჭირდები ადამიანებს, ვიქნები აქ. მერე კი უფრო მეტ დროს დავუთმობ პედაგოგიკას, რომელსაც სიამოვნებით ვუთმობ ჩემი ცხოვრების  ნაწილს. უკვე მეოთხე წელია, ლექციებს ვკითხულობ. როცა ხარ გადაცემის წამყვანი, პროდიუსერი, იმის მიუხედავად, რომ რესპონდენტები მუდმივად იცვლებიან, მაინც გაქვს შიში, ერთ წრეში არ იტრიალო. უშუალო  კონტაქტს სხვა ფასი აქვს – იმხელა მუხტი მომაქვს ჩემი სტუდენტებისგან, ამას ვერაფერი შეცვლის. სტუდენტებთან ურთიერთობა არის იმ ჩაკეტილი წრის გარღვევა, რომელშიც ყველა ვხვდებით ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.           

–  გასულ წელს შენი პირადი  ცხოვრებაც ასე შთამბეჭდავი იყო?  

– პირად ცხოვრებას რაც შეეხება, სტაბილურად კარგად მიდის ყველაფერი (იცინის). ეს წელი მართლაც ძალიან ბედნიერი  იყო ჩემთვის – წელს   ვნახე სამი წლის უნახავი ძმა, რომელიც უკვე 18 წელია, ამერიკაში ცხოვრობს და თბილისში იშვიათად ჩამოდის. სოსომ ჩამოიყვანა ამერიკელი ცოლი და სიდედრიც, რომელსაც ძალიან უნდოდა, ენახა საქართველო.  ყველაფერი მოვატარეთ, ყველაფერი ვაჩვენეთ და საოცარი შთაბეჭდილებები დარჩა. რაც ყველაზე მთავარია, პირველად ვნახე ჩემი ძმისშვილი,  2 წლის უსაყვარლესი ნოე, რომელმაც ყველა ძალიან გაგვაბედნიერა. ვინაიდან სამ ოთახში ვცხოვრობთ რვანი და კიდევ ბევრნი დაგვემატნენ, ჩვენ ნათესავებთან გავიხიზნეთ და სოსო ოჯახთან ერთად დავტოვეთ მონატრებულ სახლში. სოსო თბილისში ჩამოვიდა სექტემბრის ბოლოს, როცა ჩვენს ოჯახში „დაძაბული” საიუბილეო დღეებია – 17 დღის განმავლობაში ოჯახში 6 დაბადების დღეა, ხვდებით, როგორ „ვიწეწები” ამ პერიოდში (იცინის)?! 

– რას საქმიანობს სოსო ამერიკაში?

– სოსო ძალიან პატარა წავიდა საქართველოდან, მონაწილეობდა პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც ქართულ ოჯახებში ორი კვირით ცხოვრობდნენ ამერიკელები და მერე თავად  მასპინძლობდნენ საქართველოდან ჩასულს. ჩვენ გავუშვით სოსო ორი კვირით და იმ ოჯახმა დაიტოვა  ერთი წლით. ჯერ  „ჰაი სქულ” დაამთავრებინეს, მერე კოლეჯი და ასე დააყენეს გზაზე. ეტყობა, იმხელა სიყვარული გავაყოლეთ აქედან, ძალიან დაუდგნენ ჩემს ძმას გვერდში. ახლა სოსო ცხოვრობს ფლორიდაში, მუშაობს შერატონის ქსელში. ბოლო შვიდი წელია, ამერიკის აღმოსავლეთ შტატებში ორჯერ გახდა წლის საუკეთესო მენეჯერი.  სოსო ის ადამიანია ჩემთვის, ვინც ყოველთვის მენატრება. ჩვენ შორის სამი წელია განსხვავება. როდესაც თბილისიდან წავიდა, ისეთი სტრესი მქონდა, სულ ვტიროდი. ეს საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. პირველი ხუთი წელი საერთოდ ვერ ჩამოვიდა და ამას ძალიან განვიცდიდით ყველა. მერე ხომ იცით, ყველაფერს ეჩვევა ადამიანი. დღეს ძალიან მეამაყება, რომ ჩემი ძმა ასეთი წარმატებულია. ვხვდებით ერთმანეთის  სურვილებს.   

– შენ არ ჩადიხარ ხოლმე ძმასთან?

– სულ მინდა, მასთან ჩასვლა, მაგრამ რადგან ჩემი სახლი ჯერ კიდევ არ მაქვს, თუკი რამ შემიძლია გადავდო, ვაგროვებ იმისთვის, რომ ჩემი სახლი მქონდეს. ასე მარტივად ვერ ვაძლევ თავს უფლებას, სადაც მომინდება, იქ ვიარო.  

– ამ ბოლო დროს იშვიათად ჩანხარ ბომონდურ  „ფართებზე”.

– მე არ  ვარ ამის დიდი მოყვარული. თუ  სადმე ჩემი ყოფნა აუცილებელი არაა, არსად არ მივდივარ. ხშირად არ მაქვს იმის დრო, თავი ისე მოვიწესრიგო, ისე ჩავიცვა და დავიხურო, როგორც იმ ადგილს მოუხდება. ისიც, რომ გუშინ რაც გეცვა, ის აღარ უნდა ჩაიცვა, ჩემთვის ცოტა მიუღებელია. მე სხვა ფასეულობების ადამიანი ვარ. თუმცა, ის ძალიან კარგად ვიცი, რომ ქალმა ერთსა და იმავე ტანსაცმელში არ უნდა იაროს. ქალი უნდა იყოს ყოველთვის ლამაზი, მრავალფეროვანი და საინტერესო. თუმცა, ამას კარგი ვარცხნილობით მიაღწევს, სამოსით თუ სამკაულით, რა მნიშვნელობა აქვს?   

– ამ ქალური  რელაქსებიდან რომელ „ფუფუნებაზე” ვერ ამბობ უარს? 

–  უარს ვერ ვამბობ კარგ საეთერო ტანსაცმელზე, ეს ჩემთვის „ფუფუნებაა”. ძლიერი ლტოლვა მქონდა სამკაულებისადმი, მთელი ჩემი ცხოვრება სულ ვყიდულობდი ახალ საყურეს, ახალ ბეჭედს. ახლა ეს რაღაც მომბეზრდა და ამის სურვილი გამიქრა. რაღაც ახალი გატაცება მჭირდება (იცინის). ორი კვირის წინ დაბადების დღე მქონდა. დაბადების დღეზე ძალიან ბევრ საჩუქარს მიგზავნიან ხოლმე. წელს ძალიან გამახარა ერთ-ერთმა კომპანიამ, რომელსაც შეხება არ აქვს ამ სფეროსთან, მაგრამ დამასაჩუქრა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფიტნეს-ცენტრის ბარათით, რომელშიც შედის სარელაქსაციო მასაჟი, მანიკიური, პედიკიური, ფიტნეს-დარბაზი და სპა მომსახურება. ერთი სული მაქვს, დრო გამოვნახო და ამ საჩუქრით ვისარგებლო. სხვათა შორის, ახლა, როცა ჩემი ძმა იყო ჩამოსული თბილისში, ძალიან გამაოცა. სულ მგონია, მერე რა, რომ დიდი ხნის წასულია საქართველოდან, მაინც ქართველი ბიჭია, ქართული მენტალიტეტით და უცებ სოსო დაინტერესდა კარგი მასაჟით.  სად შეიძლება, აქ კარგი სარელაქსაციო მასაჟის გაკეთება,  რეიჩალს ძალიან დიდხანს მოუწია თვითმფრინავით ფრენა და მოუხდებაო (იცინის). 

– წელს შენი თოვლის ბაბუა ვინ იყო?

– მე თვითონ. ეს ხომ სულ ასეა. ჩემს შვილებს ჩემს მიერ შეთხზული სანტას მოსვლის ზღაპრების აღარ სჯერათ,  მას შემდეგ, რაც გამომიჭირეს, რომ მათი სანტა მე ვარ. ამიტომაც, წელს გადაწყვიტეს ასეთი რამ, ჩემს  მეილზე „გაუგზავნეს” წერილი სანტას თავიანთი სურვილებით (იცინის). წელს მათაც  ძალიან კარგი წელი ჰქონდათ – ამ ზაფხულს, საგურამოში, დაგვიმტვრიეს ჩემი ავტომანქანა. ორ დღეში დასასვენებლად მივდიოდით ზღვაზე,  ვიფიქრე, ჩაიშალა ჩვენი დასვენება და შვებულება მანქანის  გაკეთებაში უნდა გავატარო-მეთქი. 17 წელი რომ საჭესთან ზიხარ, ძალიან ძნელია, ორი ბავშვით წახვიდე ბათუმში მანქანის გარეშე. მეც და ბავშვებმაც ძალიან ვინერვიულეთ და ამ მდგომარეობაში მყოფებს, ჩემი შვილების მამამ გვაჩუქა  „ბეემვე 500”. ეს იყო უზარმაზარი საჩუქარი ჩვენთვის იმ მომენტში. ჩვენ – მე და ბავშვებმა მოვახერხეთ ერთად გაგვეტარებინა დღეები ზღვაზე, მით უმეტეს, რომ ზღვაზე სამივე ვგიჟდებით.  ეს იყო ძალიან მაგარი სიურპრიზი,  მამიკომ წელს „დაგლიჯა” (იცინის).         

 

 

скачать dle 11.3