კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს


კითხვა: დავიბადე 1993 წლის 20 დეკემბერს, დილის 9 საათსა და 15 წუთზე. რომელ პროფესიაში მელის წარმატება და რომელი ქვეყანაა ჩემთვის უმჯობესი?

პასუხი: თქვენი კოსმიური და კარმული მისია უკავშირდება უცხოეთთან კონტაქტს. ამიტომ, გარკვეული დროით იქ ცხოვრება, სწავლა და გამოცდილების დაგროვება, შემდეგ, თქვენს სამშობლოში წარმატებების მომტანი იქნება. ქვეყნებიდან კი კარგია: ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, პორტუგალია, გერმანიის ბავარიის მხარე, მაროკო, ნორვეგია, სირიის ჩრდილოეთი ნაწილი, შვედეთის დასავლეთი მხარე, კუბა, მექსიკა, უნგრეთი. არ არის სასურველი ურთიერთობა რუსეთთან, პოლონეთთან, ჩილესთან, ნიკარაგუასთან, კოლუმბიასთან, ეგვიპტესთან, სამხრეთ აფრიკასთან, სლოვაკეთთან, ახალ ზელანდიასთან. დანარჩენ ქვეყნებთან ურთიერთობა საშუალოა. რაც შეეხება წარმატების მომტან პროფესიებს, ესენია: სპორტი, იურისპრუდენცია, პედაგოგიური მოღვაწეობა ან ბიზნესი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, მედიცინიდან – სასწრაფო დახმარება, რეანიმატოლოგია, ქირურგია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, ფსიქიატრია, ასევე, არატრადიციული მედიცინა. აგრეთვე კარგია, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, საგამომძიებლო სფერო, მაკონტროლებელი ორგანოები – კონტროლის პალატა, საგადასახადო ინსპექცია, საბაჟო, სადაზღვევო კომპანიები და დეპარტამენტები. ყველა ამ სფეროში წარმატების შანსი მაღალია.

კითხვა: დავიბადე 1967 წლის 25 თებერვალს. ვარ გაუთხოვარი, ველოდები სამსახურს. გამიმართლებს თუ არა ოდესმე და გთხოვთ, მომაწოდოთ ინფორმაცია ჩემს მომავალზე. იმედს არ ვკარგავ. თქვენ რას მირჩევთ?

პასუხი: იმედი არ უნდა დაკარგოთ, რადგან გამარჯვების მმართველი პლანეტა მომავალ წელს გადადის “თევზების” ზოდიაქოს ნიშანში. ეს კი იმას ნიშნავს რომ, წარმატების შანსი ძალიან მაღალი გექნებათ. გეტყვით იმასაც, რომ წარმატების შანსი გაჩნდება უახლოეს პერიოდში, კერძოდ, 22 დეკემბრიდან და გასტანს 20 იანვრამდე. შემდგომ სასიკეთო პერიოდი დაგეწყებათ 19-20 თებერვლიდან. ამიტომ, იყავით ყურადღებით და ნურასდროს დაკარგავთ იმედს.

კითხვა: დავიბადე 1968 წლის 18 ივნისს, მეუღლე კი 1968 წლის 21 მაისს. ამ ბოლო დროს ჩვენ შორის დაიძაბა ურთიერთობა სხვა პირის გამო. ის სხვა პირი კი ოჯახის წევრია. როგორი იქნება ჩვენი მომავალი?

პასუხი: თქვენ დაბადებული ხართ „ტყუპების” ზოდიაქოს ნიშნით. ამ ნიშანს კი საერთოდ პრობლემა აქვს, პირად ურთიერთობებში. ამ მხრივ სირთულეებია მოსალოდნელი. რაც შეეხება თქვენს მეუღლეს, ის დაბადებულია „ტყუპების” და „კუროს” გასაყარზე, ამიტომ თავისთავად თქვენთვის რთული პარტნიორია. თქვენ შორის ურთიერთობაში სირთულეები ნამდვილად არის მოსალოდნელი, თუმცა ამის განმუხტვაც შეგიძლიათ. აუცილებელია, არ ჩაერიოს გარეშე პირი თქვენს ურთიერთობაში, თუნდაც ის ოჯახის წევრი იყოს. ის პრობლემის მეტს არაფერს მოგიტანთ. ამ წლის ბოლომდე, მოსალოდნელია ჭორები, ინტრიგები, დაძაბული ატმოსფერო თქვენს ურთიერთობებში. ამიტომ, ეს პერიოდი ფრთხილად განვლეთ. აი, მომავალი წელი კი შედარებით მშვიდი იქნება. თუმცა, გირჩევთ, იცხოვროთ ცალკე და არ ჩარიოთ მესამე პირი თქვენს ურთიერთობაში.

კითხვა: დავიბადე 1986 წლის 29 ოქტომბერს. ღამით 00. 30 წუთზე. ოთხშაბათ დღეს. 2005 წლის დეკემბერში გადავედი დედის გვარზე. გთხოვთ მირჩიოთ, როგორ დავძლიო პრობლემები და უიღბლობა და მივაღწიო წარმატებებს. რომელ ქვეყანაში უფრო მეტად გამიმართლებს?

პასუხი: თქვენ ახლა რთული პერიოდი გაქვთ, ამიტომ გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე. მომავალი წელი კი გაცილებით წარმატებული და იღბლიანი იქნება თქვენთვის, ვიდრე 2009 წელი იყო. უცხოეთთან მეტი პრობლემები შეიძლება შეგექმნათ. თუ არ გამოიჩინეთ გაორმაგებული შრომისუნარიანობა, ნებისყოფა, ძალისხმევა, შეუპოვრობა ისე შორს ვერ წახვალთ და წარმატებასაც ვერ მიაღწევთ. თუ დაგეგმილი გაქვთ უცხოეთში წასვლა, მაშინ გეტყვით რომ, თქვენთვის მისაღებია შემდეგი ქვეყნები: ინგლისი, დანია, ვენესუელა, შვედეთი, ყაზახეთი, ვიეტნამი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი მხარე, ბრაზილია, ინდოეთი, ისლანდია, ფილიპინები, ტაილანდი, ახალი ზელანდია, კორეა, ფინეთი, კუნძული შრი-ლანკა, ურუგვაი, პაკისტანი, კუნძული მალტა. არ არის სასურველი წასვლა ესპანეთში, პორტუგალიაში, ავსტრალიაში, საფრანგეთში, სერბეთსა და სლოვენიაში. დანარჩენი ქვეყნები საშუალოა. რაც შეეხება გვარის გამოცვლას, თუ დედის გვარზე გადასვლამ პრობლემების წინაშე დაგაყენათ, გირჩევთ ისევ დაიბრუნოთ თქვენი ძველი გვარი. ან შეგიძლიათ აიღოთ ფსევდონიმი. რადგან, ეს ნიშნავს იმას, რომ დედის საგვარეულო თქვენს პერსონას მძიმედ იღებს, გიქმნით პრობლემებს.


скачать dle 11.3