კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გააოგნა ტყვედ ჩავარდნილმა ქართველმა გოლიათმა, სანდრო კანდელაკმა გერმანელი გენერალი და რა აჩუქა მან ქართველ ფალავანს

 

„ბევრ ძალოვან კაცს უცხოვრია საქართველოში, მაგრამ „ნიჩბისელი ლეგენდის“ სანდრო კანდელაკის სადარი დუნიაზე არ დაიარებოდა“, – ამბობს მწერალი გრიგოლ ბარჯაძე. ამ ლეგენდარულ კაცს წიგნი მიუძღვნა ზაალ სამადაშვილმაც, სახელწოდებით – სანდრო კანდელაკის ჩექმა“. მათ, ვისაც მის შესახებ ჯერ არაფერი გსმენიათ, გეტყვით, რომ სანდრო კანდელაკი სახალხო ფალავანი იყო, – განაგრძობს ბარჯაძე. ტიტანური ძალ-ღონის კაცი, ერთგვარ სიმბოლოდ იქცა საქართველოში. სანდროს მამა – იოსები, საშუალო ტანის კაცი ყოფილა, დედა – თიანეთელი ჩივაძის ქალი ელისაბედი კი ერთობ ძვალმსხვილი, მოხდენილი და ახოვანი მანდილოსანი. როგორც ჩანს, სანდრო დედას დაემსგავსა. ადრე დაობლებულმა პატარა სანდრომ მენახირისა და მოჯამაგირის ჯაფაც გამოსცადა. ხალხის განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა მებორნედ მუშაობის დროს. ქართული ჭიდაობის ისტორიაში ღირსეული კვალი დატოვა გორელმა (შერთულელმა) ლუკა დადიანიძემ. სანდროს პირველმა მწვრთნელმა დადიანიძემ 1915-1916 წლებში სპარსეთში, ოსმალეთსა და საფრანგეთში პირველ გასტროლებზე სხვებთან ერთად ნიჩბისელი სანდრო კანდელაკიც წაიყვანა. ლუკამ და სანდრომ ერთმანეთი 1913 წელს გაიცნეს. ლუკამ სანდრო დიდუბეში „იტალიელების ბაღში“ პირველად „შავ ნიღაბს“ შეახვედრა. სხვათა შორის, ძველად საჭიდაო სარბიელზე ბევრი ძლიერი „ნიღბოსანი“ ათლეტი გამოდიოდა, ბევრმა მათი ნამდვილი სახელი და გვარი არც კი იცოდა. ამით ჭიდაობის ორგანიზატორებს გვარიანი შემოსავალი უჩნდებოდათ. ნიღბოსანთა ვინაობა გასაიდუმლოებული იყო. სანდრომ პირველივე შეხვედრაში ერთობ იოლი გამარჯვება მოიპოვა. უმალ დაანარცხა ძირს „შავი ნიღაბი“. მანამდე, სულ ყმაწვილმა ნიჩბისელები გაახარა. ღვთისმშობლის ეკლესიის ეზოში დიდთონეთელმა სარლიშვილმა 9 ნიჩბისელი ზედიზედ წააქცია, მაშინ გამწარებულმა სოფლელებმა სანდრო მოიხმეს. სარლიშვილმა ვერაფერი გააწყო ყმაწვილ გოლიათთან. ოციან წლებში სანდრო თბილისში ძმები ესიკოვსკების ცირკში ვეება ათლეტს, ეგრეთ წოდებულ „სიკვდილის ნიღაბს“ შეარკინეს. სანდრომ ისე დაგრიხა მეტოქე, რომ მსაჯმა ძლივს გამოგლიჯა ხელიდან. ის სასწრაფოდ გააცილეს იქაურობას, რათა კანდელაკს ნიღაბი არ აეხსნა დამარცხებული ფალავნისთვის, რასაც ცირკის ფინანსური წაგება მოჰყვებოდა. 

– ბატონო სიმონ, მართალია, პატარა იყავით, მაგრამ თქვენ პირადად გაიცანით სანდრო კანდელაკი. როგორი შემორჩა იგი თქვენს მეხსიერებას?

სიმონ მაისურაძე (ცნობილი ფალავანი): სანდრო კანდელაკი პირველად ვნახე ახმეტის რაიონში, ზემო ხოდაშენის საკოლმეურნეო ცირკში, სადაც უზბეკეთის წარმომადგენელი დენელბეგი წარმოდგენას მართავდა. მას თან ახლდა სანდრო კანდელაკი. მახსოვს, მხრებზე თოკით შეაბეს ორი ცხენი, ერთი აქეთ გააწევინეს, მეორე იქეთ. სანდრო დატრიალდა და ეს ცხენები, როგორც ყავარი, ისე მოისროლა მინდორზე. მაშინ ბავშვი ვიყავი. ტანად ძალიან უპროპორციო იყო. გეგონებოდათ, მთა მთაზეა მიდგმულიო. მეორედ სანდრო კანდელაკს შევხვდი ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის გახსნაზე საგურამოში, სადაც ქართველი მოჭიდავეებიც მიიწვიეს. ერთხელ, მეორეჯერ ვიჭიდავე, მესამეჯერ რომ უნდა დამეწყო, მითხრეს, სანდრო კანდელაკი გეძახისო. მივედი, ხელი ჩამოვართვი. რომ დავხედე, მისი ცერი ჩემი ნახევარი მაჯის სისქისა იყო. შენ, კოსტა მაისურაძეს თუ იცნობდიო, – მკითხა. არა, ბიძაჩემისგან ვიცი, რომ კოსტა მაისურაძე ბაქოში გარდაიცვალა-მეთქი. ჩემი უფროსი შვილის ნათლია იყოო, – მითხრა.

– ამბობენ, ქუჩაში მის დანახვაზე მოძრაობა ჩერდებოდაო. მართალია?

– დიახ, სწორედ ასე იყო. ერთმა მოჭიდავემ, ბინთარაშვილმა, მსუბუქი წონა იყო და დაიჩემა, სანდრო კანდელაკს უნდა დავეჭიდოო. ვუთხარით, როგორ შეიძლება მასთან ჭიდაობა, მისი ხელის მომკიდე კაცი არ არის-მეთქი. არა, გინდა თუ არა, უნდა დავეჭიდოო. ეს შეხვედრა თბილისის ცირკში შედგა. ცალი ხელი შემიკარითო ბინთარაშვილმა თქვა. შევუკარით ხელი და გამოვარდა. სანდრომ რომ წაავლო ხელი, ყველანი შეშინებულები ჯებირებს მივცვივდით. 

პირველი მსოფლიო ომის დროს, სანდროს დაუნახავს, რომ 6 ჯარისკაცი უზარმაზარ ტომარას დასჭიდებია და ადგილიდან ვერ ძრავს. მისულა სანდრო, ტომრისთვის ხელი დაუვლია და ჰაერში აუტაცნია. ამ სურათის შემსწრე ერთი გერმანელი გენერალი გაოგნებული დარჩენილა, გაკვირვებულს სანდროსთვის ხმალი უჩუქებია. 1914 წელს სანდროს ტალახში ჩაფლული ცხენ-ურემი ზედ-შედგმული ზარბაზნით მარტოკას ამოუთრევია გზისწორზე. ჯარში გაწვეული სანდრო ვარშავის ქუჩებში კარგა ხანს, თურმე, ისევ ქართული ჩოხა-ახალუხითა და ნაბდის ქუდით დაიარებოდა.  მის ამხანაგებს რომ ყველას სამხედრო ფარაჯა ემოსა, სანდროს ზომის ტანისამოსი ვერა და ვერ მოუძებნიათ. მერე, როგორც იქნა, 21 წლის გოლიათისთვის სპეციალურად შეუკერავთ დიდრონი სამხედრო ფორმა. 1941 წელს იგი გერმანელთა ტყვეობაში აღმოჩნდა.

სანდრო კანდელაკი სიმაღლით დაახლოებით ორი მეტრი იყო და 170 კილოგრამს იწონიდა. დიდი და პატარა მას შესცქეროდა. შორიახლოს მუდამ გულშემატკივართა გუნდი დასდევდა. ქუჩაში რომ ჩაივლიდა, მოძრაობა თითქმის ჩერდებოდა. ყველა ერთ მხარეს მიმავალ მთა კაცს აყოლებდა თვალს. გაივლიდა და მოძრაობაც მაშინ განახლდებოდა. სანდროს საყოველთაოდ ცნობილი ათლეტები დაუმარცხებია, ისეთები, როგორებიც იყვნენ: ლურიხი, კალიშჩევი, ზაიკინი, მურომეცი, ზაგორიუკო, კოჟეიმიაკინი... ცალკე საუბრის თემაა სანდროსა და რუსი (კაზაკი) გოლიათის, ივან პოდუბნის შერკინება. როგორც შევიტყვეთ, ისინი ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს ბაქოში 1923 წელს. ერთი შერკინება ფრედ დამთავრებულა, როგორც ადრე იტყოდნენ, გაუშველებიათ. მეორედ, ქართველ გოლიათს გაუმარჯვია, მაგრამ შეგნებულად არ გაახმაურეს ეს წარმატება, რადგან მაშინდელ ხელისუფალთ ეწადათ, რომ უძლეველად მიჩნეულ რუს პოდუბნის გამარჯვებებს ჩრდილი არ მისდგომოდა, მაგრამ ხალხმა ხომ ნახა ძირს გაგორებული რუსის ფალავანი. ამ შეხვედრის შესახებ ერთიც უნდა ითქვას: პოდუბნი ნამდვილად ძლიერი მოჭიდავე იყო. სანდრო და ბრგე ივანე ასაკით რომ ტოლ-სწორები ყოფილიყვნენ, არავინ იცის, როგორ დამთავრდებოდა მათი ორთაბრძოლა (1923 წელს სანდრო 30 წლის იყო, ივან პოდუბნი კი – 42-ის). სანდრო კანდელაკი ძალზე დინჯი და აუღელვებელი მოჭიდავე იყო. იგი დიდი ფიზიკური ძალით გამოირჩეოდა. მუხასავით იდგა საჭიდაო ხალიჩის შუაგულში და მეტოქის შემოტევას ელოდა. ლამაზი, ახოვანი ვაჟკაცი, აბა, ვის დარჩებოდა შეუმჩნეველი? როცა ჩვენი კინო ფეხს იდგამდა, გამოჩენილმა რეჟისორმა მიხეილ ჭიაურელმა გადასაღებ მოედანზე დაპატიჟა. ალალ-მართალმა გოლიათმა თხოვნა შეუსრულა ხელოვანს. სანდრო კანდელაკმა ეპიზოდური სახეები შექმნა ფილმებში „ქაჯანა“, „უკანასკნელი ჯვაროსნები“, „ჯანყი გურიაში“, „ხიდი ენგურზე“, „მეგობრები“, „ქაჯეთი“, „ხანუმა“ და „გიორგი სააკაძე“. სანდრო ნიჩბისიდან მცხეთაში დასახლდა და იქ ცხოვრობდა გარდაცვალებამდე (ის 1959 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია მშობლიურ მცხეთაში). საქართველოს გოლიათს შვიდი შვილი ჰყავდა. მისი ერთ-ერთი ვაჟიშვილი, ოთარ კანდელაკი, მამის კვალს გაჰყვა. იგი ყოფილი საბჭოთა კავშირის 1960 წლის ჩემპიონია თავისუფალ ჭიდაობაში. ოთარ კანდელაკი დაახლოებით სამი წლის წინ გარდაიცვალა.

 

 

скачать dle 11.3