კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად და როგორ აღნიშნავენ ახალი წლის დადგომას რუსი მილიარდერები

 

„ფორბსის” მილიარდერებს შორის რუსი ოლიგარქები განსაკუთრებულად აღნიშნავენ ახალი წლის დადგომას და ყველაზე ხმაურიანი წვეულებების მოწყობით ბულვარული პრესის საახალწლო ნომრების ფურცლებზე სკანდალური სათაურებით იწონებენ თავს. რამდენი მილიონი დოლარი იხარჯება ამ ყველაფერზე, ამის დადგენა შეუძლებელია, თუმცა ცნობილია, რომ თუკი გართობის მოყვარული ხარ და ჯიბეში რამდენიმე ათეული მილიონი გიდევს, ახალი წლის ღამეს ნამდვილად არ მოიწყენ. „თბილისელების” ამ ნომერში ოლიგარქების ყველაზე გახმაურებული საახალწლო წვეულებების შესახებ შეიტყობთ.

პლანეტის ყველაზე გლამურულ საახალწლო წვეულებებად რომან აბრამოვიჩის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას მიიჩნევენ. 2011 წლის დადგომა ოლიგარქმა თავის მეგობარ ქალთან, დაშა ჟუკოვასთან ერთად, 93 მილიონ დოლარად ნაყიდ საკუთარ ვილაზე აღნიშნა, კარიბის ზღვაში, სენტ-ბარტის კუნძულზე. მისი ფართობი 300 ათასი კვადრატული მეტრია. აღსანიშნავია, რომ აბრამოვიჩამდე ეს ვილა როკფელერების ოჯახის საკუთრება იყო. სულ საახალწლო წვეულებას 250-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრო, მათ შორის იყვნენ უცხოეთის ვარსკვლავები: დემი მური, სელმა ჰაიეკი, რეჟისორი ჯორჯ ლუკასი, ტელეწამყვანი ელენ დე ჯენერისი, კინომაგნატი ჰარვი ვაინშტეინი, ბენ სტილერი და სხვები. წვეულების მუსიკალურ გაფორმებაზე „ბლექ აიდ ფისი” და მისი სოლისტი ფერჯი, ასევე, სკანდალური პრინცი ზრუნავდნენ. გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდას” ცნობით, მარტო პრინცის ჰონორარმა ერთ საღამოში 800 ათასი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ კუნძულის პოლიციას ვილამდე მისასვლელი  გადაკეტილი ჰქონდა და უსაფრთხოების ზომები უმაღლეს დონეზე იყო დაცული. ახალი წლის დადგომა ტრადიციული, გრანდიოზული ფოიერვერკით აღინიშნა, რომელიც აბრამოვიჩის კუთვნილი იახტიდან, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულ ხომალდ, „ეკლიფსიდან” გაუშვეს ცაში. სხვადასხვა ვერსიით, ახალი წლის აღნიშვნა მილიარდერს 8 მილიონი დოლარი დაუჯდა და როგორც ამბობენ, წინა წლის წვეულებასთან შედარებით ეს ზღვაში წვეთია. 2010 წლის დადგომა აბრამოვიჩს ამერიკაში, სამთო-სათხილამურო კურორტ ასპენში აღუნიშნავს, სადაც სტუმრებს შორის იყვნენ: ბეიონსე ნოულზი და გვენ სტეფანი, რომელთა ჰონორარი 4-დან 5 მილიონი დოლარი გახლდათ. წვეულების მუსიკალურ გაფორმებაზე კი ბორის არკადიევიჩის საყვარელი ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი” ზრუნავდა. სხვათა შორის, იგივე გაზეთის ცნობით, წვეულებაზე აბრამოვიჩი საკმაოდ უჟმური სახით იჯდა და იმასაც ამბობენ, რომ მან დაშა ჟუკოვას გაუმხილა კიდეც, სიამოვნებით შევხვდებოდი ახალ წელს მხოლოდ შენთან ერთად, ყველას გარეშეო.

ახალი წლის შეხვედრა ჰოლივუდელ „სელებრითებთან” ერთად, რუსი ოლიგარქების ერთგვარ გართობად იქცა. მილიარდერი ვლადისლავ დორონინი, რომელიც უპირველეს ყოვლისა, იმით არის ცნობილი, რომ მისი ცხოვრების მეგზური, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სუპერმოდელი ნაომი ქემპბელია, ახალი წლის აღნიშვნას თბილ კურორტებზე ამჯობინებს. გასულ წელს მან ნაომისთან ერთად მექსიკის ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ და ფეშენებელურ კურორტზე – ლოს კაბოსზე  დაისვენა. ახალ წელს კი, მათი პარტნიორები ჰოლივუდის სუპერვარსკვლავი ლეონარდო დი კაპრიო და მისი „გერლფრენდი“, მოდელი ბარ რაფაელი იყვნენ. დორონინი იოგას დიდი მოყვარულია და მუდამ თან დაჰყავს პირადი მწვრთნელი. დი კაპრიოც იმდენად გაიტაცა იოგამ, რომ ახალი წლის მეორე დღეს დორონინი და დი კაპრიო ერთად ვარჯიშობდნენ სასტუმროს აუზთან. აღსანიშნავია, რომ მაშინ შობა-ახალ წელს მექსიკაში შეხვდნენ – კამერონ დიასი, ჯორჯ კლუნი, სინდი კროუფორდი და მრავალი სხვა ვარსკვლავი. რუსი ოლიგარქი მათ გარემოცვაში ნამდვილად არ მოიწყენდა. აღსანიშნავია, რომ თავის საყვარელ ქალს დორონინმა გრანდიოზული საახალწლო საჩუქარი გაუკეთა და თვალის ფორმის სახლი აჩუქა. ესპანელი არქიტექტორის, ლუის დე გარიდოს დაპროექტებულ, თვალის ფორმის ნაგებობაში, 25 საძინებელი და 5 უზარმაზარი მისაღები ოთახია. სახლი თურქეთის ერთ-ერთ კუნძულზე მდებარეობს. 

ბოლო დროის ყველაზე ტირაჟირებული რუსი ოლიგარქი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტობაზე აცხადებს პრეტენზიას, მიხაილ პროხოროვი საახალწლო წვეულებების დიდი მოყვარულია. სკანდალური მილიარდერის საყვარელ ადგილად წლების განმავლობაში ფრანგული სამთო-სათხილამურო  კურორტი – კურშაველი ითვლებოდა. იქ მასთან ერთად, კიდევ რამდენიმე მილიარდერი აწყობდა წვეულებებს. თუმცა, 2007 წლის სკანდალური ახალი წლის შემდეგ, პროხოროვი იქ ფეხს არ დგამს. შეგახსენებთ, რომ ფრანგულმა პოლიციამ პროხოროვი პროსტიტუციასთან დაკავშირებული საქმის გამო რამდენიმე დღით დააპატიმრა. თუმცა, შემდეგ ბრალდებები მოუხსნეს. ამჟამად მსოფლიოს ყველაზე მაღალი მილიარდერის (პროხოროვის სიმაღლე 2,2 სანტიმეტრია) საყვარელი კურორტი ყირიმი ან ბაჰამის კუნძულებია. თუმცა უცნობია, წელსაც თუ მოაწყობს საახალწლო წვეულებას, რადგან ცნობილი გახდა, რომ მან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა. მან ამ საკითხით უკვე მიმართა რუსეთის საარჩევნო კომისიას. უკვე ცნობილია, რომ პროხოროვი საარჩევნო კამპანიაზე 100 მილიონი დოლარის დახარჯვას აპირებს, ხოლო გაპრეზიდენტების შემთხვევაში, პირველივე დღეს მიხაილ ხოდორკოვსკის შეწყალების ბრძანებას მოაწერს ხელს. 45 წლის მილიარდერი არასდროს ყოფილა დაქორწინებული. ამბობენ, რომ მას ძალიან სურს, მისი მეუღლე სკანდალური ქსენია სობჩაკი გახდეს. თუმცა, ჯერჯერობით ეს ინფორმაცია დაუზუსტებელია, რადგან ცნობილია, რომ ქსენია სხვა რუს მილიარდერს, სერგეი კაპკოვს ხვდებოდა, და მასთან ერთადაც აბრამოვიჩის საახალწლო წვეულებაზე გახლდით სენტ-ბარტში.

საახალწლო წვეულებების მოსაწყობად  იმ  რუსი ოლიგარქების საყვარელი ადგილი, რომლებიც ახალი წლის დადგომას სამშობლოში ხვდებიან, ლეგენდარული კრეისერი „ავრორაა“. ცნობილია, რომ გასულ წელს „ავრორაზე” გამართულ ხმაურიან წვეულებას ესტუმრნენ მილიარდერები: „ალფა-კაპიტალის” შეფი მიხაილ ხაბაროვი, ლუდის მაგნატი ოლეგ ტინკოვი, „რუსკი სტანდარტის” მფლობელი რუსტამ ტარიკო და სანქტ-პეტერბურგის ექსგუბერნატორი ვალენტინ მატვიენკო. ბანკეტზე მყოფებს რუსული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები ართობდნენ, ხოლო საღამოს წამყვანები თინა კანდელაკი და ჯგუფ „ლენინგრადის” სკანდალური სოლისტი – სერგეი შნუროვი იყვნენ. გარდა ამისა, ცნობილია, რომ წლიდან წლამდე რუსი ოლიგარქები საახალწლოდ არაბი შეიხის კუთვნილ უზარმაზარ თვითმფრინავს ქირაობენ, რომელსაც „ტიტანიკს” უწოდებენ და მის ბორტზე აწყობენ წვეულებებს ვარსკვლავებთან ერთად. ცნობილია, რომ „ტიტანიკის” ბორტზე სხვადასხვა დროს ტინა ტერნერი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, მერაია ქერი და უიტნი ჰიუსტონი თავიანთ ჰიტებს ასრულებდნენ. 

„ფორბსის” კიდევ ერთი რუსი მილიარდერი, ვლადიმირ პოტანინი ახალი წლის ხმაურიანად აღნიშვნის მოყვარულია. საკუთარ სახლში იგი თითქმის ყოველ ახალ წელზე აწყობს წვეულებებს და მის სტუმრებს მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან ერთად, რუსული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებიც ართობენ. ცნობილია, რომ სხვადასხვა დროს პოტანინთან ახალ წელს შეხვდნენ ჯორჯ მაიკლი, რომლის ჰონორარმა ერთ საღამოში 3 მილიონი დოლარი შეადგინა; რიკი მარტინი, სტინგი, კრისტინა აგილერა, ჯემიროქვაი და სხვები. რუსებიდან კი მისი წვეულებების სტუმრები გახლდნენ: ივან ურგანტი, გრიგორი ლეპსი, ფილიპ კირკოროვი, პიანისტი დენის მაცუევი, ნიკოლაი ბასკოვი და სხვები. 

P.S.  გასულ წელს ზოგიერთმა რუსმა ოლიგარქმა თავიანთ ახლობლებს უჩვეულო საჩუქრები გაუკეთეს. მაგალითად, პოპულარული შოუმენი და ტელეწამყვანი ანდრეი მალახოვი პირველ იანვარს ერთ-ერთი მილიარდერის ბებიას ესტუმრა ტიუმენში. მეორე მილიარდერმა კი თავის 10 წლის ვაჟიშვილს ნაძვის ხესთან მისი საყვარელი მომღერალი, პოპულარული რუსული ჯგუფის, „ვინტაჟის” სოლისტი, სექსუალური ანა პლეტნიოვა დაახვედრა. „სელებრითების” ჰონორარის ოდენობა არ ხმაურდება.

 

 

скачать dle 11.3