კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველა ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანს თავისი შესაბამისი, წარმატების მომტანი მცენარე აქვს


თუ ბინაში თქვენ გვერდით, მცენარეებიც იცხოვრებენ ეს ძალიან კარგი იქნება. ისინი წარმატების მოპოვებაში დაგეხმარებიან. ამიტომ, შეიძინეთ ქოთნის ყვავილები და თქვენს ბინაში მიუჩინეთ ადგილი. თუმცა, გაითვალისწინეთ ისიც, ყვავილმა რომ გაიხაროს და თქვენც წარმატება მოგიტანოთ, მხოლოდ ყიდვა და მორწყვა როდი კმარა. ისინი უნდა შეიყვაროთ, მოეფეროთ, ესაუბროთ, აუხსნათ, რომ მათი დახმარება გჭირდებათ. ასეთ შემთხვევაში ისინიც ადეკვატურად გიპასუხებენ.

მცენარეები, ასევე, სახლის და ზოგადად საცხოვრებლის ატმოსფეროს ასუფთავებენ. ეს გამოიხატება არა მარტო ნახშირორჟანგის შთანთქმაში, არამედ უარყოფითი ენერგიის დადებითად გარდაქმნაში.

ზოგჯერ ბინაში ისეთი სიტუაციაა, რომ ყვავილი ვერ ხარობს. ისინი აგრესიული ადამიანების სახლში ვერ უძლებენ ემოციურ დატვირთვას და იღუპებიან. სადაც ბევრი ყვავილი ხარობს, იმ სახლის მცხოვრებლებს ძლიერი იმუნიტეტი აქვთ და ნაკლებადაც ავადმყოფობენ.

ყვავილებს პატრონის ხასიათის შეწყობაც შეუძლია.

მცენარეები, ადამიანების მსგავსად, ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს და პლანეტის გავლენას ექვემდებარებიან.

თუ სახლში თქვენი ზოდიაქოს ნიშნის შესაბამისი მცენარე ხარობს, ეს თქვენს წარმატებებზეც აგებს პასუხს. ის შეუმჩნევლად და სიძნელეების გარეშე, თქვენში დადებით ენერგიას გააძლიერებს და უარყოფით ენერგიას ჩამოგაშორებთ. ხოლო, სხვა ზოდიაქოს ნიშნის მცენარეები იმ თვისებებს შეგძენთ, რომლებიც არ გაგაჩნიათ.

„ვერძის“ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის კარგია გერანი, ბეგონია და იელი. „ვერძი“ ძლიერი პიროვნების სიმბოლოა. ამიტომ მას ეს მცენარეები პირად საქმეში წარმატების მიღწევასა და ხასიათის სიმტკიცეში ეხმარება. ეს მცენარეები „ვერძებს“ განწყობას გაუუმჯობესებს, სტრესს მოუხსნის, საკუთარ თავში პასუხისმგებლობის გრძნობას განუვითარებს. ეს მცენარეები, ასევე, ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს საზრიანობას და სისხარტეს სძენს.

„კუროსთვის“ კარგია ყოჩივარდა და ია. ეს მცენარეები ხელს უწყობს მატერიალური სახსრების მოზიდვაში, ეხმარება ძალის მობილიზაციაში. ასევე, ეს მცენარეები სახლს უარყოფითი ენერგიისგან წმენდს, ავითარებს შემოქმედებით უნარს. დაგეხმარებათ პრობლემების მოგვარებაში.

„ტყუპებს“ გვიმრა და სურო ეხმარება ურთიერთობების შენარჩუნებაში. ეს მცენარეები ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებში ავითარებს ზომიერების და ტაქტის შეგრძნებას. თუ სულიერად გიჭირთ, მაშინ ეს მცენარეები აუცილებლად შეიძინეთ და ისინი დაგამშვიდებენ.

„კირჩხიბი“ ოჯახის ნიშანია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს სახლში აგავა და ალოე ესაჭიროებათ. ალოე რწმენას გაგივითარებთ, აგავა კი ოჯახის წევრებს საერთო ენის გამონახვაში ეხმარება. ეს მცენარეები სიმშვიდეს ნერგავს სახლში. „კირჩხიბებს“ ეხმარება ინტუიციის განვითარებაში.

„ლომისთვის“ მცენარეები ვარდი, კალა და უკადრისა ერთგვარი თილისმაა. ანეიტრალებს ოჯახში უარყოფით ენერგიას, აძლიერებს „ლომების“ დამოუკიდებლობის გრძნობას, ამაგრებს თვითრწმენას, სახლში მყუდრო, თბილ სასურველ ატმოსფეროს ქმნის. „ლომები“ შემოქმედებითი ადამიანები არიან. ეს მცენარეები კი მათ ამ უნარის გამოვლენაში ეხმარებათ.

„ქალწულის“ მცენარის, კერძოდ, მონსტერას, მთავარი მიზანია, უზრუნველყოს მისი ჯანმრთელობა. ეს მცენარე ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანს ეხმარება ინტელექტუალურ საქმიანობაში, ხელს უწყობს სწორად აზროვნებას.

„სასწორებისთვის“ სასურველი მცენარეა ქრიზანთემა. ის ატმოსფეროს წმენდს, ასუფთავებს „სასწორის“ გონებას ეჭვებისგან, ანიჭებს სიმშვიდეს. ასევე, მატებს პატრონს სიმტკიცეს, საკუთარი თავის რწმენას.

კაქტუსი „მორიელის“ დამცავი მცენარეა. მას შეუძლია, ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ადვილად დაამშვიდოს, ასწავლოს ემოციების კონტროლი, თავის ხელში აყვანა, დაიცვას შეცდომებისგან. კაქტუსი „მორიელებს“ მეხსიერების გაუმჯობესებაშიც ეხმარება და მის შემოსავლებზეც აგებს პასუხს.

„მშვილდოსნები“ მოგზაურობის მოყვარული ხალხია. მათი მცენარეა ლიმონი. ის აძლიერებს ახლის შეცნობის ლტოლვას, ავითარებს, ცნობისმოყვარეობას. ეს მცენარე ეხმარება მის პატრონს დამოუკიდებლად მოქმედებაში.

„თხის რქამ“ სახლში უნდა იქონიოს ფიკუსი. ეს მცენარე მას წარმატების მოპოვებაში ეხმარება, ოჯახში ქმნის მყუდრო გარემოს, აგაცილებთ ჩხუბს და სკანდალს, შეგიმცირებთ რწმენას, მოგგვრით ძალას კრიტიკულ დღეებში. ფიკუსი „თხის რქის“ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებში ენთუზიაზმს ავითარებს.

„მერწყულს“ ორიგინალობას სძენს, მარანთა და რძიანა უბიძგებს მას სიახლეებისკენ და უზრუნველყოფს კარიერულ წინსვლას. ამ მცენარეებს საკმაოდ სწრაფად მოაქვთ წარმატება, დადებითი მუხტი და სამშვიდე ოჯახში.

„თევზები“ სიბრძნისა და შთაგონების ნიშანია. მცენარე ორქიდეა მათ პრობლემების მოგვარებაში ეხმარება, იწვევს შთაგონებას, სტიმულს აძლევს და დეპრესიისგან იხსნის „თევზების“ ნიშნით დაბადებულებს. ეს მცენარე ასევე, მათ ინტუიციას ავითარებს. თუ ოჯახში ყველაფერი რიგზე არ გაქვთ, გირჩევთ, „თევზებო“ ქოთნის ორქიდეა შეიძინოთ.


скачать dle 11.3