კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წლის უკუმძალველი

ანუ, „კანონმა რაც უნდა თქვასო, პარლამენტმა კი ფქვასო“

 

„პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი“ ის-ის იყო, მესამე მოსმენით უნდა დაემტკიცებინათ, რომ დეპუტატი კობა ხაბაზი ინიციატივით გამოვიდა (ამას უკვე თავისუფლად შეიძლება ეწოდოს გასული წლის საკანონმდებლო პროცესის სავიზიტო ბარათი). კერძოდ, მან ბრძანა, რომ კანონის იმ ჩანაწერს, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს იურიდიული პირებისგან დაფინანსების მიღებას უკრძალავს, უკუქცევის ძალა მინიჭებოდა. მართალია, მესამე მოსმენისას კანონპროექტში არსებითი ცვლილებები არ უნდა შევიდეს (ყოველ შემთხვევაში, ამას ამბობს ჩვენი კანონმდებლობა, თუმცა ისიცაა, კანონმა რაც უნდა თქვასო, უმრავლესობამ კი ფქვასო), მაგრამ, ცვლილება მაინც შევიდა და ახლა უკვე იმ ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომლებმაც ამ დღეებში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი იურიდიული პირებისგან ოთხი „ს ჩემ ტო“ მილიონი ლარი მიიღო, ან უკან უნდა დააბრუნოს, ან ბიუჯეტს შესწირონ. თავის მხრივ, ფულის ადრესატები ასე ადვილად დათმობას არ აპირებენ და ზემოხსენებულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში უპირებენ გასაჩივრებას, რამეთუ, ეს ჩვენი ათასგზის ნაწვალები კონსტიტუციის 42-ე მუხლი უბნობს, რომ კანონს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიენიჭოს უკუძალა (ოღონდ ისიცაა, რომ არც ესაა პრობლემა, შეიქმნება კიდევ ერთი საკონსტიტუციო კომისია და ისე მოაშთობს ამ 42-ე მუხლს, როგორც ნოემბრის თოვლს).

ამის პარალელურად კი არც იმას გამორიცხავენ, რომ ბ-ნმა ხაბაზმა ამ ინიციატივით, ოღონდ უკვე 2012 წელს, მსოფლიოშიც გაითქვას სახელი. როგორც რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი შენიშნავს, ასეთი უკუმძალველი კანონები საბჭოეთში მიიღებოდა და, შესაბამისად, ასკვნის, რომ ბ-ნი ხაბაზიც გამორჩეულ ადგილს დაიკავებს, როგორც საბჭოური ატავიზმი.

დაიკავებს თუ არა, ყოველი შემთხვევისთვის, შეგახსენებთ ბ-ნი ხაბაზის ბიოგრაფიულ მონაცემებს (მისი ნახვა ყველა მსურველს შეუძლია ჩვენი პარლამენტის ვებსაიტზე): ხალხის რჩეულს დაუმთავრებელი უმაღლესი განათლება მიუღია, ცოტა ხანს „გეპეიში“ სწავლობდა და სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობას ეუფლებოდა (ოღონდ ვერ დაუფლებია), თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ თანამდებობრივი სიმაღლეებისთვის მიეღწია: მისი შრომითი ბიოგრაფია ოდენ 2004 წლის აპრილში იწყება (იგი 1967 წელსაა დაბადებული), არც მეტი, არც ნაკლები – პარლამენტის წევრად. იმავე წლის მაის-ივლისში კი აჭარის დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს მართლწესრიგისა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ, ხოლო ივლისიდან სექტემბრამდე – აჭარის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი. 2005 წლამდე კიდევ ორი თანამდებობა გამოიცვალა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, 2005 წელს კი კვლავ პარლამენტში დაბრუნდა (მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრად), 2008-დან კი უკვე მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრია. ჰოდა, რაკი საქმე უკუძალაზეა, ბ-ნ ხაბაზზეც რომ გავავრცელოთ თავისივე ინიციატივა და უმაღლესი განათლება შევავსებინოთ, ვითომ, გვაწყენდა ან ჩვენ, ან მას, ან ქართული პარლამენტარიზმის ნორჩ ისტორიას?!

 

скачать dle 11.3