კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წლის დამრტყმელები

ანუ რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს

 

მართალია, ამ საქმეში პოლიტიკა უბრალოა, თუმცა ის, ალბათ, მაინც დარჩება გასული წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან, მეტიც, გამორჩეულ მოვლენად: თუკი აქამომდე (როგორც ჩვენი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ბ-ნი სეფერთელაძე იტყოდა) გარტყმა-გამორტყმაში თავს, ძირითადად, ჩვენი მამრობითი სქესის თანამემამულენი გამოიჩენდნენ ხოლმე (სამწუხაროდ, ერთმანეთში, თორემ, ჩვენც გაგვიხარდებოდა, მათი გარტყმა-გამორტყმის პათოსი ტარიასეული რომ ყოფილიყო: „კარვის კალთა ჩახლართული ჩავჭერ, ჩავაკარაბაკე“, ხოლო, ზედაც, „კაცი ჩემგან განატყორცნი ბრუნავს, ვითა ტანაჯორი“), მათ კვალს მდედრობითი სქესისანიც მიჰყვნენ (სამწუხაროდ, მათაც ნაცადი გზა გატკეპნეს და, ჩვეულებისამებრ, ერთმანეთს დაერივნენ ამ მტრებით გარშემორტყმულ ჩვენს სამშობლოში).

მე არ შევჩერდები ორი ქალბატონის, მოროშკინასა და ფხაკაძის, ძალისმიერი დაპირისპირების დეტალებზე, ვინაიდან ამ სანახაობას არც მაყურებელი აკლდა და არც მოქილიკე-მოჩურჩულე, მხოლოდ ერთს შევნიშნავ: თუ გავითვალისწინებთ, რომ  ქ-ნი მოროშკინა დაისაჯა (15-დღიანი პატიმრობით) ხულიგნობისთვის და, ზედაც, დავამატებთ, რომ ბ-ნი ბობოხიძე მუდამდღე კუნთებს ათამაშებს, თუმცა, რაღა ათამაშებს, კოლეგა ბ-ნი მამრაძე მთელი საქართველოს თვალწინ გალახა, მეტიც, ერსა და ბერს დაგვემუქრა, თუ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა არ მოეწონებოდა, ცხვირ-პირს, სადაც მიგვასწრებდა, იქ ამოგვინაყავდა, ოღონდ კანონის დამცველებს მისთვის ბუზიც არ აუფრენიათ, ანუ, რაო? ესაო, ისაო, გენდერული ბალანსიო, ქალთა თანასწორობაო, მაგრამ, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარსო?!

 

скачать dle 11.3