კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ კურნავს და ეფერება მაქსიმე ჩარკვიანს

 ეკრანზე ერთხელ გამოჩენა საკმარისი იყო იმისთვის, რომ ამ ბიჭზე მთელი ქალაქი ალაპარაკებულიყო. ირაკლი ჩარკვიანის ვაჟი – მაქსიმე, მამის ორმოცდაათი წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისში სულ რამდენიმე დღით იმყოფებოდა. დედაქალაქში ჩამოსვლას არცთუ ისე ხშირად ახერხებს, მაგრამ მაინც მიაჩნია, რომ თბილისი მისი სახლია. ირაკლის ყველა თაყვანისმცემელს, ალბათ, ძალიან უნდა მაქსიმეს უფრო ხშირად ნახვა ქართულ ეკრანებზე. თუმცა, მამის შემოქმედებასთან შეხებას ის ჯერჯერობით ვერ ბედავს.

 

 მაქსიმე ჩარკვიანი: თბილისი ჩემი სახლია, არც პირველი, არც მეორე და არც მესამე. უბრალოდ, სახლი, რომელშიც თავს მყუდროდ და კომფორტულად ვგრძნობ, სადაც შემიძლია, ნებისმიერ დროს ჩამოვიდე და სხვა „სახლისგან”, მოსკოვისგან დავისვენო. ეს ორი, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ქალაქია. ამიტომაც, სიტუაციის ასეთი რადიკალური შეცვლა, მეხმარება მოდუნებასა და ძალების აღდგენაში. სასიამოვნოა „სახლში” ჩამოსვლა, იმ ადგილას, სადაც დიდი ხანია, არ ყოფილხარ. თავიდან აღმოაჩენ წვრილმანებს, რომლებიც ასეთი მშობლიურია. უთო, ჭიქები, კოვზები, სუვენირები – ისევ იმ ადგილებში გხვდება, სადაც წლების წინ დატოვე – ასე ხდება, თბილისში ყოველთვის. ყველა პატარა სკვერი, ქუჩა, კაფე, რესტორანი, სახე, ჟესტი, ენერგეტიკა ისევ იმ ადგილებში „დევს”, სადაც დიდი ხნის წინ დავტოვე და სხვა ქალაქში დიდი ხნით გავფრინდი. რა თქმა უნდა, რაღაცეები დროსთან ერთად სახეს იცვლის, მაგრამ ნივთები და შეგრძნებები საუკუნოდ ნაცნობი რჩება. ნოემბერში თბილისში ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის გადაღებებზე ჩამოვედი და დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო მაია სტეფნაძეს, რომ ამდენი წლის შემდეგ თბილისი სულ სხვა ფერებსა და განწყობაზე დავინახე. ძირითადად, თბილისში ზაფხულში ჩამოვდივარ ხოლმე, ნოემბრის „სახლი” თუ ასეთი ლამაზი იქნებოდა – გაციებული თბილისი, დათოვლილი მთაწმინდა უფრო მომეწონა, ვიდრე ეს ქალაქი ზაფხულში. მთაწმინდიდან ქალაქს გადავყურებდით, ციდან უზარმაზარი ფიფქები ცვიოდა... ისე როგორც ზღაპარში. არსებობდა ამ სეზონის ბავშვური მოგონებები, მაგრამ საკმაოდ ბუნდოვანი, ამიტომ ყველაფერი რაც აქ ხდებოდა, აღმოჩენა იყო ჩემთვის. ხშირად ვფიქრობ ხოლმე, ბოლოს სად ვიცხოვრებ, სადაც დავფუძნდები მომავალში... გარწმუნებთ, ასეთ ქალაქში შემიძლია, მთელი ცხოვრება გავატარო. 

– როგორი წელი იყო 2011 შენთვის, როგორ შეაფასებ მას?

– სიმართლე გითხრათ, ეს წელი არაფრით დამამახსოვრდა, გარდა იმისა, რომ თბილისში ვიყავი... რაღაცნაირად, არამდიდრული წელი იყო, არავითარი პირადული ძვრები, როგორც დადებითი ისე უარყოფითი არ ყოფილა. თავიდან ბოლომდე ჩემს პროექტებში ვიყავი ჩაფლული, რომელთაგან ზოგიერთს ხორცი შევასხი, ზოგიერთი კი არ გამოვიდა. ემიციურად „თანაბარი” წელი იყო. გლობალურად თუ ვიმსჯელებთ, პოლიტიკურ-ეკონომიკურად საოცარი წელიწადი გახლდათ... როგორც ხედავთ, რუსეთში კი დაიძრა რაღაცეები ადგილიდან ოთხი დეკემბრის შემდეგ, მაგრამ ეს თემა აქ განსახილველი არ არის.

– ეს წელი შეიძლება, ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნის წლად ჩაითვალოს, განსაკუთრებით დატვირთული ამ მხრივ, შემოდგომა იყო. შენთვის რას ნიშნავდა ის ყველაფერი, რაც ირაკლისთან დაკავშირებით საქართველოში გაკეთდა?

– სამწუხაროდ, ყველაფერს, რაც ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოში კეთდება, თვალყურს ვერ ვადევნებ. ძირითადად, ბებია-ბაბუა და ქეთათო მიყვებიან ისტორიებს. რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, რომ მეფე ადამიანების სულებში, გონებასა და გრძნობებში ცოცხალია, – რომ ის ისევ მღერის, „გვკურნავს”, გვასწავლის, გვაძალებს, გვეხმარება, გვეფერება და ვუყვარვართ. 

– ირაკლის შემოქმედებასთან დაკავშირებით, რაღაც გეგმები გქონდა. ხომ არ გაგიკეთებია მისი სიმღერის რიმეიქი?

– კი, გავაკეთე ერთი რემიქსი, ვფიქრობდი კიდეც, „სინგლის” გამოშვებას, მაგრამ ჯერჯერობით მერიდება. ახლობლებსაც კი ვერ მოვასმენინე, შემრცხვა. ვიცდი... ალბათ, დრო ჯერ არ მოსულა. თუმცა, უკვე დავწერე სცენარი კლიპისთვის, რომელიც მაისში, ალბათ, უკვე ინტერნეტ-სივრცეში გამოჩნდება. იმედი მაქვს, ასე იქნება. 

– იქნებ გაიხსენო ახალი წელი, რომელიც ყველაზე ღრმად ჩარჩა შენს მეხსიერებაში.

– შეიძლება, არ დამიჯეროთ, მაგრამ ახალი წელი არ არის ის დღესასწაული, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს, ინდიფერენტული ვარ მის მიმართ. ბავშვობიდანაც კი არ მომყვება რაიმე განსაკუთრებული მოგონება. ძირითადად, ახალ წელს მეგობრების, ოჯახის წევრების გარემოცვაში ვხვდები, სახლში, ქალაქგარეთ ან უცხოეთში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალ წელს ვტირი ან მოწყენილი ვარ. ისევე ვერთობი, ვცეკვავ და ვსვამ, როგორც ყველა დანარჩენი, მაგრამ არ მაქვს იმ ჯადოსნურობის განცდა, რომელზეც ამდენს ჰყვებიან ლეგენდებში. საერთოდ, სპონტანური დღესასწაულები მიყვარს, როდესაც არ არის თარიღი და მიზეზი, არის უბრალოდ, განწყობა. სხვათა შორის, ხშირად ვაწყობთ ხოლმე ასეთ დღესასწაულებს ახალ წლამდე ორი-სამი დღით ადრე და ის ისეთი გამაოგნებელი გამოსულა, რომ ახალი წლისთვის აღარც ძალა გვქონია, აღარც ენერგია და სურვილი. სწორედ, ასეთი დღესასწაულები რჩება ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ.   სასიამოვნოა, მეგობრების მოულოდნელად შეყრა და მათთვის, ყველანაირი მიზეზის გარეშე, მაგარი საღამოს მოწყობა. აი, ამაშია ჯადოსნურობა და სასწაული. ამიტომაც ჩემთვის ახალი წელი იქნება ის დღე, რომელსაც მეგობრებთან ერთად ავარჩევ, თუნდაც ეს ზაფხულში მოხდეს, დედამიწის ნებისმიერ წერტილში. 

– პირად ცხოვრებაში რაიმე სიახლეები ხომ არ იგეგმება, დაოჯახებას ვგულისხმობ.

– არა.

– თბილისში ძალიან მალე გახდი პოპულარული. შენთვის აქ, ალბათ, იოლად შეიძლება, კარიერული გზების გაჭრა. ხომ არ ფიქრობ, რაიმე კონკრეტული პროექტი გააკეთო საქართველოში, თუნდაც გადაცემა.

– პოპულარობა... ძალიან მეუცნაურება ამ სიტყვის საკუთარ თავთან მიმართებაში წარმოთქმა. ეს მართლა დაუმსახურებელი ინტერესია პირადად ჩემთან დაკავშირებით. ამიტომაც, თქვენს ნათქვამს ხუმრობად მივიღებ (იცინის). რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ, ვინ არიან ჩემი მშობლები, მაგრამ მათ წარმატებასთან არაფერ კავშირში არ ვარ. ამიტომაც, ამ წარმატების ნაყოფის მირთმევის უფლება, არ მაქვს. როდესაც თავად მივაღწევ რამეს, მაშინ ვილაპარაკებ კიდეც. კარიერა, რომელიც სხვის პოპულარობაზეა დამყარებული და არ არის საკუთარი ძალებით „გამომუშავებული”, კარგთან არაფერთან მიგიყვანს. ამიტომაც, ჩემთვის არ არსებობს „მარტივი გზები”, პირდაპირ გზებს არ ველოდები. მინდა, ბოლოს და ბოლოს, პატიოსნად  მივაღწიო რაღაცას, ისე რომ მომავალში თავი უხერხულად არ ვიგრძნო, როცა დედებს, მამებს, ბებიებს, ბაბუებს, დებსა და ძმებს, ბიძაშვილებს, დეიდის მამიდაშვილებს ცოლის მხრიდან და მსგავ რაღაცეებს, ახსენებენ. აუცილებლად გადავიღებ კლიპს, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდი. ეს იქნება კონკრეტული პროექტი საქართველოსთვის. გავა თუ არა ის ეთერში – ეს ჩემი გადასაწყვეტი აღარ არის. რაც შეეხება გადაცემას, გააჩნია, ეს რა ტიპის გადაცემა იქნება. თოქ-შოუ ჩემთვის არ არის საინტერესო. ძალიან ბევრი ასეთი გადაცემა არსებობს, რომელიც ხალხს ართობს, აცინებს, ტონობით გაყრის თავზე ინფორმაციულ ნაგავს. რა თქმა უნდა, როგორც პროდიუსერისთვის, ძალიან საინტერესო იქნება ჩემთვის ისეთივე გადაცემის გაკეთება, როგორზეც აქ ვმუშაობ – „ისტორია დეტალებში” ან ისეთი დონის, როგორიც „ბიბისი-საინესია”. ეს მართლა სერიოზული სამუშაო იქნება, თორემ ისე, ტელევიზია დიდად არ მაინტერესებს. მომავალში მინდა, თავი მუსიკალურ და კინოპროდაქშენს დავუკავშირო.

– როგორ და სად ხედავ შენს მომავალს და ზოგადად, რას ელი 2012 წლისგან?

– მომავალს, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ, თუმცა კი ძალიან მინდა (იცინის). მაგრამ, ვცდილობ, იმ მიზნების მიღწევას, რომელსაც ვისახავ. მინდა, სასარგებლო ვიყო როგორც ჩემი ოჯახისა და მეგობრებისთვის, ისე მთლიანად საზოგადოებისთვის. რაში გამოვავლენ საკუთარ თავს, ან გამოვავლენ თუ არა საერთოდ, როგორც ამბობენ, მხოლოდ მამაზეციერმა იცის. 2012 წლისგან იმ შეგრძნებებს ველოდები, რომელიც გასულ წელს არ ყოფილა. გარშემო მყოფებისგან მეტ პოზიტივს ველი. მინდა, იყოს ნაკლები კონფლიქტები და ფინანსური კრიზისები. თქვენს მკითხველს ახალ წელს უზარმაზარ ბედნიერებას ვუსურვებ მოსკოვიდან.

 

 

скачать dle 11.3