კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იძახებს ობამას მთავარი სტილისტი ქალი „ლანვინის” კაბის ყიდვისას ანა კოვაჩს და როდის შევა „დიორისა” და „შანელის” კაბებში გადაღებული მისი ფოტოები წიგნში, რომელსაც მთელი პარიზი ელოდება

 

ანა კოვაჩი ევროპაში წარმატებული სამოდელო საქმიანობის შემდეგ, ახალი წლის გასატარებლად, ოჯახის წევრების, მეგობრების მოსანახულებლად, საქართველოში დაბრუნდა. თუმცა, ახალი წლების მერე, ის კვლავ აპირებს პარიზში დაბრუნებას და საქმიანობას.

ანა კოვაჩი: მთელი წელი უცხოეთში გავატარე და ყველაფერი ერთი წლით ადრე იყო დაგეგმილი. ვიცოდი – რა, როგორ უნდა ყოფილიყო. პარიზში ვიყავი, ბერლინში, ლონდონში. სამივე ქალაქში ვიმუშავე, მქონდა – გადაღებები, ჩვენებები, ქასთინგები. თბილისში რომ ჩამოვედი, კინაღამ გადავირიე, იმდენად ვარ მუშაობას მიჩვეული, სააგენტოში ვრეკავდი: მითხარით, სად წავიდე, რა გადაღება მექნება, ვინმე ვნახო-მეთქი. თბილისშიც მქონდა გადაღებები. ერთ-ერთი ირმა შარიქაძესთან ერთად იყო და მომეწონა მასთან მუშაობა. 

– როგორც ნებისმიერი პროფესია, მოდელობა, განსაკუთრებით კი როცა პარიზში მუშაობ, სადაც ძალიან დიდი კონკურენციაა, ნამდვილად არ იქნება ადვილი – პლუსებთან ერთად, ბევრი სიძნელეც ახლავს, ალბათ, თან.

– ძალიან რთულია, განსაკუთრებით დასაწყისში, როცა არავინ გიცნობს და არავის იცნობ. უცხო ხარ ქალაქში. ჩემთვის ეს არ არის ჰობი, სამუშაოა, რომელიც ძალიან მიყვარს. შესაბამისად, მიხარია გადაღებებსა და ჩვენებებში მონაწილეობის მიღება. როგორი სირთულეც უნდა შემხვდეს, მაინც სიამოვნებით ვაკეთებ ჩემს საქმეს.

– „ელიტის” კონკურსმა მთელი შენი ცხოვრება შეცვალა.

– ამ კონკურსმა, „იმიჯ-ცენტრმა”, ქალბატონმა ია კიწმარიშვილმა, ძალიან შეცვალა ჩემი ცხოვრება. როცა პარიზიდან თბილისში ჩამოვდივარ, სულ ვფიქრობ – სამი წლის წინ  ამ კონკურსში მონაწილეობა რომ არ მიმეღო, არ ვიცი, რა მოხდებოდა. ვერ წარმომიდგენია, რა უნდა გამეკეთებინა მოდელობის გარდა. რაც მთავარია, ამ სფერომ შემცვალა პიროვნულადაც. უფრო კომუნიკაბელური გავხდი – ბევრი რამ მესმის, გამოცდილებაც შევიძინე. ქალბატონი ია ყველანაირად მეხმარებოდა, ახლაც მეხმარება და ცდილობს, კომფორტი შემიქმნას. საფრანგეთში უკვე ორი წელია, ერთი და იგივე სააგენტოში ვარ და ძალიან გამიკვირდა, იქაც ზუსტად ისე რომ მექცევიან, როგორც დედასააგენტოში. ანუ, „იმიჯ-ცენტრში”, სადაც გავიზარდე. ძალიან თბილად არის განწყობილი ჩემდამი, თვითონ სააგენტოს ხელმძღვანელიც. ამიტომ, სულ ვამბობ,  – სამი დედა მყავს – დედაჩემი, ქალბატონი ია და მერლინი საფრანგეთში-მეთქი. 

– სამივეს უჯერებ?

– დამჯერი ვარ, მაგრამ ხასიათში რაღაც სირთულეები მაქვს. ორი უფროსი ძმა მყავს. დედა 62 წლის არის, მაგრამ ყველანაირად ცდილობს, გამიგოს – ჩაცმულობის, კვების, მუსიკის მხრივ. ცდილობს, ხანდახან თვითონაც თინეიჯერივით მოიქცეს. მაგრამ, ერთი რამ არ მოსწონს: როდესაც თბილისში ჩამოვდივარ, პარიზი და იქაურობა მენატრება. ხანდახან ვწუწუნებ და ვამბობ: თქვენთან აქ და ჩვენთან – იქ, ან სახლში მინდა. დედაჩემი მეუბნება-სახლში ხარო. 

– არ განებივრებდნენ ოჯახში როგორც ყველაზე პატარა წევრს?

– არც ძალიან მანებივრებდნენ და არც მკაცრად მექცეოდნენ. დედაჩემის დამსახურებით, რაც ჩემს ძმებს ჰქონდათ, ის მქონდა მეც. რამეს, რომ დავაშავებდი, დედაჩემი ამბობდა: ცუდი ცუდია, რა მნიშვნელობა აქვს, გოგოა თუ ბიჭიო, ამიტომ, მეც ვისჯებოდი, თუ რამეს დავაშავებდი. რაც მთავარია, სულ ვამბობდი – მე გადავწყვეტ ყველაფერს, მე გავაკეთებ. ეს კი ძალიან დამეხმარა შემდეგში. 17 წლის ასაკში წავედი პირველად, ცოტა კი გამიჭირდა, მაგრამ ადვილად მივეჩვიე. ძალიან რომ გადავიღლები, მერე  დედა მენატრება ხოლმე. 

– მახსოვს, ნიუ-იორკში აპირებდი სამუშაოდ წასვლას.

– ვაპირებდი, მაგრამ პარიზში მქონდა სამუშაო, აუცილებლად უნდა დავრჩენილიყავი. ამ ახალ წელში ვაპირებ წასვლას: პარიზი, ლონდონი, ნიუ-იორკი და კიდევ სხვა რაღაცეებზეც ვმუშაობთ. პარიზში, რა თქმა უნდა, დავდივარ ქასთინგებზე, მაგრამ როგორც თავიდან მიწევდა ბევრი სირბილი, როცა არავინ მეცნობდა, ახლა ისე არ არის. უკვე ჩემი კლიენტები მყავს. იცით, 2 წელია, „ლანვინთან” ვმუშაობ. „ლანვინის“ ერთ-ერთი კლიენტის ფავორიტი ვარ. ის მიშელ ობამას მთავარი სტილისტია. ვაშინგტონიდან რომ ჩამოდის, ყოველთვის მკითხულობს, ამოიყვანეთ ანაო. ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი კლიენტია, რომელიც „ლანვინის” ბევრ პროდუქციას ყიდულობს. საქორწილო კოლექციიდან ერთ კაბაზე მკითხა: შენ რომ თხოვდებოდე, რომელი მოგეწონებოდაო. ავირჩიე და როგორც აღმოჩნდა, ძალიან ძვირად ღირებული კაბა იყო. მან კი იყიდა. ასე მოხდა რამდენჯერმე. 

– კიდევ ვინ არიან შენი კლიენტები?

– კომერციული კლიენტები, რომლებიც თვეში რამდენჯერმე, კატალოგების, ლუქბუქებისთვის აკეთებენ გადაღებებს, მეც მიწვევენ. ახლახან „მადამ ფიგაროს” ჩვენება მქონდა, რომელშიც დიზაინერები სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობდნენ, „მადამ ფიგაროს“ მიერ იყო ყველაფერი ორგანიზებული. არაჩვეულებრივი  საქორწილო კაბა მეცვა. ასევე, მქონდა გადაღება ამერიკაში ძალიან ცნობილი ჟურნალ „Myself’-ისთვის, რომელიც უკვე იტალიაში შემოიტანეს. პარიზშიც იქნება ეს ჟურნალი. საუკეთესო შოტლანდიელ  ფოტოგრაფთან ვიმუშავე, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს და პარიზში სპეციალურად გადასაღებად ჩამოვიდა. გადაღებები ქალაქგარეთ გვქონდა, ერთ-ერთ ვილაში, რომელიც საშობაოდ იყო მოწყობილი – ნაძვის ხე, ძაღლი, ბავშვები. რაც მთავარია, გადაღება მქონდა ტოპ-მოდელთან ერთად, რომელიც საფრანგეთში აკეთებს – „ნივეას”, „ლორეალის” კომერციალებს, რეკლამებს, მსახიობიც არის. 40 წელზე მეტის არის და  დღემდე წარმატებით მოდელობს. მისი ქმარი ცნობილი მომღერალია. ისიც იღებდა მონაწილეობას და მათი თოთო ბავშვიც. მე ვთამაშობდი უფროსი შვილის როლს, სხვა შვილებიც ჰყავდათ. ანუ, ახალ წლამდე და შობამდე, კარგა ხნით ადრე, მოგვიწყეს ორივე დღესასწაული. ასეთ პროფესიონალთან მუშაობა ჩემთვის უფრო ადვილი და სასიამოვნო იყო. ორი დღე ვიღებდით. შემდეგ გადაგვიღეს ლონდონში, ძალიან ცნობილი ჟურნალისთვის „დრამა”. საოცარი ფოტოები გამოვიდა, შავ-თეთრი. ჩემს სააგენტოში ნახეს ეს ფოტოები და ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ კრისტიან სტიუარტს ვგავარ „ბინდიდან”. ანუ, სპეციალურად დამამსგავსეს. საერთოდ, ხშირად მიწევს ვამპირის როლში ყოფნა, ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან თეთრი ვარ, დიდი თვალები მაქვს და მუქი ფერის თმა. ერთ-ერთი, ძალიან ცნობილი გერმანელი ფოტოგრაფი ქალი არტწიგნს აკეთებს – ჟურნალებისთვისაც იღებს, მაგრამ ახლა ამ წიგნს მთელი პარიზი ელოდება. შარშან მასთან ვიმუშავე, „დიორის” კაბა მეცვა, რომელიც მუზეუმში ინახება. წელსაც გამომიძახეს მასთან და, მივედი. ბუქში ფოტოები გამომიცვალეს და ვერ მიცნო, თუმცა მაინც  მკითხა: ჩვენ, მგონი, ერთმანეთს ვიცნობთო. კი, ვიცნობთ-მეთქი. რამდენჯერმე შემათვალიერა – დარწმუნებული ხარ, რომ მართლა ვიმუშავეთ ერთადო. კი-მეთქი. მერე ჩემს ბუქს გადახედა და  „კიკალას სტუდიაში” გადაღებულ პირველ ფოტოზე მიცნო, რომელიც ყოველთვის მიდევს ბუქში. ძალიან გაუხარდა. მეორედ ვითანამშრომლეთ ერთად – „შანელის” ოტ-კუტიურის კაბებში გვქონდა გადაღებები, ძალიან საინტერესო გამოვიდა. რაც მთავარია, ძველიც და ახალი ფოტოებიც შევა მის წიგნში. რატომღაც ვერავინ   მცნობს. გამომიძახებენ, მივალ. მეკითხებიან – შენ როდის დაგიბარეთო. მერე გამიკეთებენ მაკიაჟს და მეუბნებიან: რატომ ხარ სხვანაირიო? მერე გადამიღებენ ფოტოს და ახლა სულ სხვანაირი ხარო. რაც მთავარია, შეუძლიათ, ბევრ ვინმეს დამამსგავსონ – ხან ნატალი პორტმანს, კირა ნაითლის, კარლა ბრუნს და ასე შემდეგ. ხშირად სააგენტოშიც ვერ მცნობენ.

– თავად ცნობ საკუთარ თავს?

– ერთხელ სააგენტოში ბუქერი ათვალიერებდა ფოტოებს, გავიარ-გამოვიარე და ვეკითხები: ეს ლამაზი გოგონა ვინ არის-მეთქი, ბუქერიც მეუბნება, ვერც მე ვიცანი. ფოტოგრაფს გადავუგზავნე ფოტოები, ვკითხე ვინ არის, აშკარად არ არის ჩემი გოგონა და რატომ გამომიგზავნაო. მალე პასუხი მოუვიდა – ანა კოვაჩიაო და კარგად ვიცინეთ. ერთმა ფოტოგრაფმა გადამიღო უნისექსის სტილში - boy- girl. კოსტიუმი მეცვა, ორი ფოტოა. ერთ ფოტოში ბიჭის სახე მაქვს, მეორეში - გოგოსი. ძალიან კარგი გამოვიდა. 

– რა ტრადიცია გაქვთ ოჯახში ახალ წელთან დაკავშირებით?

– ძალიან მიყვარს ახალი წელი, ყველაფერს რომ მორთავენ ხოლმე. პარიზი 23 ნოემბერს უკვე საშობაოდ იყო მორთული, დადგეს „ეშმაკის ბორბალი”. ჩვენც, ტრადიციულად, წავედით და „ვიკატავეთ“, რადგან პარიზში ყველა მიდის და „ეშმაკის ბორბალზე“ ჯდება. იქიდან მთელი პარიზი ძალიან ლამაზად ჩანს. რაც შეეხება საქართველოში საახალწლო ტრადიციებს, ვწერდი ხოლმე სანტას და საჩუქრები, ბალიშის ქვეშაც მხვდებოდა. საფრანგეთში ჩემს მეგობარს ვუყვებოდი, რომ, როდესაც ბავშვობაში რაღაც არ მომწონდა, ან ცუდად ვიყავი, დედაჩემი ყიდულობდა „ქინდერ სიურპრიზს” და მეც მაშინვე მოვდიოდი ხასიათზე-მეთქი. დღესაც რომ მოვიწყენ ან დაღლილი ვარ, ჩემი დაქალი მაშინვე „ქინდერს” მაჩუქებს ხოლმე. მეც ყოველთვის ერთი სული მაქვს, გავხსნა და გავიგო, შიგნით რა დევს. 

– რა გეგმები გაქვს 2012 წელს?

– 10 იანვრისთვის მივემგზავრები პარიზში, ყველაფერი დაგეგმილი, გაწერილია. არ ვაპირებ გაჩერებას, ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, პარიზი, სააგენტო, მეგობრები და ერთი სული მაქვს, როდის ჩავალ. რაც მთავარია, ძალიან საინტერესო ცხოვრება მაქვს და ყველაფერი კარგად იქნება წინასწარ დაგეგმილი და გაკეთებული. ეს კი დიდი პლუსია. სააგენტო ყოველთვის ისეთ რამეს მთავაზობს, რაც ჩემთვის კარგია და მომეწონება. რაც მთავარია, ძალიან მიყვარს გიჟური გადაღებები, უცხო, საინტერესო. რაც უფრო არაორდინარულია მით უფრო უკეთესია ჩემთვის და ფოტოგრაფებიც ყოველთვის ასეთ რაღაცეებს მთავაზობენ.

 

 

скачать dle 11.3