როგორ გაატარეს „მურის“ ოპერებმა ახალი წლის ღამე ერთ-ერთი სპეცოპერაციის დროს
1970 წლის პირველი იანვარი არასოდეს დამავიწყდება. იმ დღეს ისეთ სპეცოპერაციაში მივიღე მონაწილეობა, რომელიც არც მანამდე და არც მას შემდეგ არ მინახავს.
იმ პერიოდში ნოემბერ-დეკემბერში საგრძნობლად მოიმატა ძარცვების რიცხვმა. ორგანიზებული ბანდა ნამდვილ სპექტაკლს დგამდა. თოვლის ბაბუების სამოსში გამოწყობილი ბანდიტები სხვადასხვა ორგანიზაცია-დაწესებულებაში აღწევდნენ და მოქალაქეებს ძარცვავდნენ. მე „მურში“ ვმუშაობდი და თოვლის ბაბუების დევნით სიქა მქონდა გაცლილი.
31 დეკემბერს ქალაქის ოპერჯგუფში მორიგე ვიყავი და ოცდაოთხსაათიანი წამება გამოწერილი მქონდა. მოსკოვში იმ პერიოდში ძალიან ხშირად ხდებოდა დანაშაული და დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე თოხარიკი ცხენივით აქეთ-იქით დავრბოდი. რვიდან თერთმეტამდე ოდნავი შვება ვიგრძენი – არსად გამოვუძახებივართ. თუმცა, დალევის უფლება არ გვქონდა. სხვები „გულაობდნენ“, მე და ჩემი მეგობრები კი „მურის“ სამორიგეოში ვისხედით და გამოძახებას ველოდით. თორმეტის ნახევარზე შეგვატყობინეს, რომ სოკოლნიკებში საეჭვო ადამიანები შეუნიშნავთ, რომლებიც თოვლის ბაბუის სამოსში იყვნენ გამოწყობილები. მისამართი ჩავიწერეთ და ათი კაცი ორი მანქანით გავემგზავრეთ, თან დარწმუნებულები ვიყავით, რომ მოუხელთებელი ბანდიტების კვალს დავადექით.
სოკოლნიკში რომ მივედით, იარაღი მოვამზადეთ და იმ სახლში შევცვივდით, სადაც ბანდიტი თოვლის ბაბუები გვეგულებოდნენ. ვნახეთ, მაგრამ რა ვნახეთ... უზარმაზარ ოთახში ბუხარი იყო აგიზგიზებული. თოვლის ბაბუის სამოსი უწესრიგოდ იყო მიყრილ-მოყრილი და ერთმანეთზე უკეთესი ოცი გოგონა ერთმანეთის ალერსში იყვნენ. ჩვენმა გულმა მეტს ვეღარ გაუძლო და ლესბოსელებს შევუერთდით. თუმცა, ისინი ბუნებრივ, ტრადიციულ რელსებზე გადმოვიყვანეთ, რაზეც მათ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. მთელი ახალი წელი მგზნებარე სექსში გავატარეთ...
„თოვლის ბაბუები“ ცნობილი საცეკვაო ანსამბლის გოგოები იყვნენ, რომლებიც ტრადიციული სექსითაც ირთობდნენ თავს და არატრადიციულითაც...
პოლკოვნიკ ვანო მორგოშიას ნაამბობის მიხედვით