ორი ფსიქიატრი საუბრობს: – ახლა ერთ უიშვიათეს მოვლენასთან მაქვს საქმე – პიროვნების გაორების საინტერესო შემთხვევაა. – და, რა აღმოაჩინე მანდ ახალი და საინტერესო? – საქმე ის არის, რომ ორივე დავითანხმე‚ მკურნალობისთვის ფული ცალ-ცალკე გადამიხადონ.
***
– რაღაც ახლის წამოწყებას ვაპირებ და მეგობრებისთვის რჩევა მინდოდა მეკითხა. ყველას ესემესები გავუგზავნე – ტელეფონი დავკარგე და იქნებ გადმორეკოთ-მეთქი. ყველამ სათითაოდ დარეკა... წარმოიდგინე‚ როგორი მეგობრები მყავს... რა უნდა მირჩიონ?
– ტელეფონი მაინც თუ იპოვე?
***
„გაიმართება ავტორალი. ფინიშზე ბოლოს მოსული მონაწილე ყველა მანქანას გაარემონტებს!“
***
– დედი, მე და ზურა ხომ კარგი წყვილი ვიქნებით?
– რას ამბობ‚ ლიზი‚ შენ ხომ მხოლოდ 10 წლის ხარ...
– ჰო... ზურაც მაგას მეუბნება: ათი წელი არაფერია‚ ციხეში უცბად გაივლის‚ გამოვალ და მერე ვიქორწინოთო...
***
– მივდივარ ქუჩაში და ვხედავ‚ მაგარი გოგოა: ნამდვილი ჯეირანი; ნუშისებრი თვალები‚ ატამივით ლოყები აქვს‚ ალუბლებივით ტუჩები... ეს სიყვარულია?
– სიყვარული კი არა‚ მუტანტია‚ შე ჩემა‚ თანაც ავიტამინოზით...
***
– რაც არ უნდა ააშენონ‚ მაინც პროვინციაა...
– რატომ? ზაფხულში მზე‚ ზღვა‚ პლაჟი... ახლა, შენობები ნახე, რა ლამაზია – ევროპაა.... რესტორნები‚ დისკოთეკები...
– მართლა?
– ბარები... შუაღამისას ახალგაზრდები ქუჩებში სეირნობენ‚ ბიჭები გოგოებს ჰკოცნიან...
– ბიჭები გოგონებს ჰკოცნიან? ფუჰ‚ რა პროვინციალიზმია!..
***
– აუ‚ რა მოგივიდათ? მთლად დაკაწრული ხართ‚ თვალიც ჩაგლურჯებიათ‚ ტანსაცმელიც დაგხევიათ‚ ფეხზე ძლივს დგახართ‚ ხელი მომკიდეთ‚ სახლამდე მიგაცილებთ...
– არა‚ მადლობა‚ სახლიდან მოვდივარ.
***
შეკითხვა ექიმს:
– რატომ ვერ იძინებს ზოგი ქალი სექსის შემდეგ?
– სახლში უნდა წავიდეს...
***
ფული ადამიანს აფუჭებს.
გაფუჭება მინდააა!!!
***
– ეს ჩვენი შვილი არ არის?
– ჩუ‚ არავინ გაიგოს... სამაგიეროდ‚ კალიასკა ნახე‚ ძვირფასია...
***
„პროფესორ დოუელის თავი ეძებს სამუშაოს. ინტიმს ნუ შემომთავაზებთ“.
***
– მამი‚ ერთი ასი ლარი გექნება‚ მასესხე, რა!
– რა თქვი, შვილო?
– ფული მასესხე-მეთქი‚ ფული!..
– რა?
– ფული-მეთქი‚ ფული!..
– ეჰ, დავბერდი‚ შვილო‚ უსათვალოდ საერთოდ არ მესმის...
***
– შვილო‚ ვფიქრობ‚ ცუდ წრეში ხარ გარეული...
– გარეული კი არა‚ ეგ წრე მე ჩამოვაყალიბე.
***
– ხშირად უთქვამთ‚ რომ ქალსა და სასმელს შორის ბევრი საერთოა‚ მაგრამ, ყველაზე მთავარი გამორჩათ: ორივე მიუწვდომელია‚ როცა ფული არ გაქვს...
***
– ექიმო‚ ამ ბოლო დროს რაღაც დავსუსტდი...
– თქვენს ასაკში‚ ბაბუ‚ ეს ბუნებრივიცაა‚ მუდამ ჯეელივით ხომ არ იქნებით....
– ჰო, მართალი ხართ – ასაკი... ჩემს დედაბერსაც პირდაპირ ვეტყვი‚ რომ დღეში ერთზე მეტის იმედი ნუღარ ექნება...
***
ტიპი რაიონიდან ჩამოვიდა და დიდუბის ავტოვაგზალზე დაბოდიალობს – უნდა, ქალთან „გაიგულაოს“. ვერავინ გამოიჭირა და გამვლელ კაცს ეკითხება რჩევას.
– პეკინზე წადი‚ ვაგზალზე‚ ცირკთან...
წავიდა და ვიღაც გოგოს გამოელაპარაკა‚ იმან სახლში აიყვანა... უცბად, კარზე ზარია‚ ქმარი მოვიდა.
– სასწრაფოდ სკამზე ადი‚ ვითომ ელექტრიკოსი ხარ...
შემოდის ქმარი:
– შენ ვინ ხარ?
– ელექტრიკი.
– მე გითხარი, პეკინზე წადი-მეთქი‚ ჰა-ჰა, ვაგზალზე ან ცირკთან... ჩემს სახლში რამ მოგიყვანა?!
***
მამაკაცები ერთმანეთთან სიყვარულზე ლაპარაკობენ‚ ქალებიც – სიყვარულზე‚ სიტყვები კი ერთი და იგივეა...
***
– დოკუმენტები!.. მოსკოველი ხარ?
– დიახ‚ მოსკოველი ვარ...
– ასეთი ცხვირით? – უნდობლად შეხედა მილიციელმა ბურატინოს.
***
შეკითხვა ჟურნალს: „რატომ არის ის ძაფი‚ რომლითაც ახალი „ნასკებია“ ერთმანეთზე გადაბმული, უფრო მტკიცე‚ ვიდრე ის ძაფი‚ რითაც ეს „ნასკებია“ მოქსოვილი“?
***
– ხომ გახსოვს‚ დილით გახარებული რომ დავრბოდი და ვყვიროდი: „ვაშა! გასაღები ვიპოვე“!
– კი‚ როგორ არა.
– მერე სად დავდე ის გასაღები?
***
ცოლ-ქმარი ახალდაქორწინებულებს შეხვდა.
ცოლი: გილოცავთ! ბედნიერებას‚ სიყვარულს გისურვებთ‚ ერთმანეთისთვის გაგეგოთ‚ დაგეთმოთ...
ქმარი (ჩაფიქრებული ეუბნება ნეფეს): მე ადამიანურ ენაზე გეტყვი – სისულელე ჩაიდინე‚ ძმაო...
***
– არ მისცე ბავშვს ტორტი‚ ხომ იცი‚ რძეზე‚ კვერცხზე‚ ხორბლის ფქვილზეც კი ალერგია აქვს.
– აბა‚ რა ვქნა‚ მაგის დაბადების დღეა და...
– კაი ჰო‚ სანთელი მიეცი.
***
თუ უბანში საეჭვო ყოფაქცევის ქალი დასახლდა‚ მის გარშემო უეჭველად თავს მოიყრიან ეჭვიანი ცოლების იმედმოცემული ქმრები.