კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი იქნება შავი დრაკონის წელიწადი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით თითოეული ადამიანისთვის

 

 2012 წელი, ჩინური კალენდრის მიხედვით, შავი დრაკონის წელიწადია, რომელიც 23 იანვარს შემოვა დედამიწაზე. ეს წელი გამორჩეული იქნება მეტი იღბლიანობითა და პოზიტიური საქორწინო ურთიერთობებით. 

ვირთხა – აღმოსავლური ასტროლოგიური კალენდრის მიხედვით, 2012 წელი ვირთხის წელში დაბადებული ადამიანებისთვის ცოტა რთულია, მაგრამ წარმატებების მომტანი, თუ არ დაიზარებთ და მეტს იაქტიურებთ. ისწავლეთ კომპრომისებზე წასვლა და ეს მხოლოდ სასიკეთოდ შემოგიბრუნდებათ. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ თქვენ გარშემო მყოფ უმწეო ადამიანებს დაეხმაროთ და ამით საკუთარი ავტორიტეტი გაზარდოთ. წელს, არ არის გამორიცხული, ვირთხის წელიწადში დაბადებული ადამიანების უმრავლესობა ნეგატიური ტენდენციების გავლენის ქვეშ მოექცეს. ეს დასახული მიზნისკენ მიმავალი გზიდან აგაცდენთ და შეცდომაში შეგიყვანთ. თქვენს მიერ დასახული გეგმები კი ჩაიშლება. ამისგან რომ თავი დაიზღვიოთ და პრობლემებსა და ბარიერებს ასცდეთ, კოლეგების და გარშემო მყოფების მიმართ უნდა იყოთ დამთმობი, გამოიჩინოთ მეტი ნებისყოფა, მიზანსწრაფულობა. 

ხარი – ხარის წელში დაბადებული ადამიანებისთვის, შავი დრაკონის წელიწადი, ერთგვარი მოსამზადებელი პერიოდია, მომავალი ფინანსური შემოსავლების თვალსაზრისით. შეძლებთ შეიქმნათ ისეთი მატერიალური ბაზა, რომელიც მომავალში თქვენი მშვიდი ცხოვრების გარანტი იქნება. ეს წელი გაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ ხარის წელში დაბადებულებმა დაასტაბილუროთ როგორც მატერიალური სფერო, ასევე, პირადი ცხოვრება და წარმატებებს ადვილად მიაღწიოთ პროფესიულ ასპარეზზე. არ არის გამორიცხული, წინ წაიწიოთ კარიერაში და გამოასწოროთ წინა წელს დაშვებული შეცდომები. გეძლევათ შანსი, ცხოვრება პოზიტიურად შეცვალოთ და ამისთვის მზად ხართ. მთავარია, მოინდომეთ და ყველაფრის შეცვლას შეძლებთ. ნუ გამოავლენთ დიქტატორულ თვისებებს კოლეგების, საყვარელი ადამიანებისა და გარშემო მყოფების მიმართ. ეს თქვენს ავტორიტეტს შეუქმნის საფრთხეს და თქვენთვის საკმაოდ წამგებიანი აღმოჩნდება.  

ვეფხვი – შავი დრაკონის წელი, ვეფხვის წელიწადში დაბადებული ადამიანებისთვის იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული, თუ მხოლოდ საკუთარი ძალებით იმოქმედებენ და მებრძოლ სულისკვეთებას გამოავლენენ. დაეყრდენით ინტუიციას და შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოიყენეთ. ნუ მიიღებთ სპონტანურ გადაწყვეტილებებს, ყველა დეტალი კარგად დაგეგმეთ და ისე იმოქმედეთ. ნუ აჰყვებით ემოციებს პირველი შეხედულებიდან გამომდინარე. გახსოვდეთ, არ მოდუნდეთ და მუდმივად ფორმაში იყავით. მეტ თანამოაზრესა და თაყვანისმცემელს შემოიკრებთ ირგვლივ. ეს კი წარმატების მიღწევაში შეგიწყობთ ხელს. 

კატა (კურდღელი) – უნდა შეძლოთ ძალების მობილიზება და დროის სწორად გადანაწილება, რომ ყველაფერი დროულად მოასწროთ. ადვილად შეძლებთ იმ პრობლემების მოგვარებას, რაც გასულ წელს წარმოიქმნა და ამით კარიერულ წინსვლას შეუწყობთ ხელს. შეიმუშავეთ ახალი პროექტები და თამამად გაუმხილეთ ის თქვენს საქმიან პარტნიორებს, ხელმძღვანელ პირებს ან კოლეგებს. შავი დრაკონის წელიწადში, პირადი ცხოვრება საკმაოდ პოზიტიურ ელფერს შეიძენს. თუმცა, ამ დროს ეიფორიას და შიშებს ნუ აჰყვებით. არ არის გამორიცხული, არაერთ სასიყვარულო-რომანტიკულ „ხაფანგში” გაებათ და ამით დიდი გამოცდილება შეიძინოთ საპირისპირო სქესთან მიმართებაში. დასაოჯახებელი თუ ხართ, მაშინ 2012 წელი ამ მხრივ სასურველი რჩეულის პოვნას გპირდებათ, რომელიც სითბოთი, სიყვარულითა და სიურპრიზებით გაგანებივრებთ. დაოჯახებულებს კი, მეტი სიფრთხილის გამოვლენას ვურჩევს, რათა აწყობილი სასიყვარულო-ოჯახური კავშირი კრახით არ დასრულდეს – ეჭვიანობისა და უნდობლობით გამოწვეული სკანდალების გამო. 

 დრაკონი – დრაკონის წელში დაბადებულ ადამიანებს ბედი  ნებისმიერ სფეროში გაგიღიმებთ. იგრძნობთ გარშემო მყოფების მხრიდან დაფასებას და აღიარებას. ის პროექტები და გეგმები, რომელსაც დაისახავთ, ყოველგვარი დაბრკოლებებისა და წინაღობების გარეშე რეალიზდება. მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი შესაძლებლობები, რომ გადაინაცვლოთ ცხოვრების ახალ, შედარებით წარმატებულ ეტაპზე. თუმცა, არ არის გამორიცხული, სპონტანურმა გადაწყვეტილებებმა თქვენი წარმატებები საქმესა და პირად ცხოვრებაში, რადიკალურად, ნეგატიურად შეცვალოს – რისი კეთებაც ადრე გიადვილდებოდათ, ახლა შედარებით გაგიჭირდებათ და გაგირთულდებათ. იყავით მეტად ორგანიზებული და სტაბილური. 

გველი – კარგად გაიაზრეთ ყველაფერი, რაც გარშემო ხდება. წარმოქმნილ პრობლემებზე სწრაფად მოახდინეთ რეაგირება. წლის დასაწყისში მოსალოდნელია, გარკვეული პრობლემები და წინაღობები. იყავით კონცენტრირებული მოვლენებზე, წამოწიეთ წინა პლანზე თქვენი პოტენციური და პროფესიონალური შესაძლებლობები და თამამად შეუდექით საქმეებს. 2012 წელს სტაბილურობა ცხოვრების არც ერთ სფეროში არ გელით. თუმცა, მოგიწევთ იმ გარემოებებზე მორგება, რაშიც აღმოჩნდებით. ეს თქვენს ფინანსურ შემოსავლებზეც დადებითად აისახება და უიღბლობასაც თავიდან აგარიდებთ. პირად ცხოვრებაში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. არ არის გამორიცხული, სასიყვარულო პარტნიორთან გაწყვიტოთ ურთიერთობა და დაარღვიოთ ძველი სტერეოტიპები რომანტიკულ შეხედულებებზე.

ცხენი – თქვენი ცხოვრება მოულოდნელი ცვლილებებით იქნება სავსე. ამისთვის იყავით მზად და მოიყვანეთ მკაცრი და რეალური  არგუმენტები, რათა გარშემო მყოფები დააჯეროთ თქვენს სიმართლეში. საქმეში დიდი წარმატებები გელით. ადვილად შეძლებთ ძველი პრობლემების მოგვარებას. აუცილებლად უნდა შეძლოთ საკუთარი თავის მართვა. ჩამოყალიბდით, რის შესაძლებლობები გაქვთ სამუშაოს მხრივ, დემონსტრაციულად  გამოავლინეთ თქვენი ტალანტი და გაატარეთ გარკვეული რეფორმები გარშემო მყოფებთან, ოჯახის წევრებთან და კოლეგებთან  ურთიერთობისას. წელს დიდი შანსია, ბევრ რამეში გაიმარჯვით. 

თხა – ბედი ბევრ რამეში გაგიღიმებთ და თავს წარმატებულად და თვითდაჯერებულად იგრძნობთ. მოერიდეთ ავანტიურულ და რისკიან მოქმედებებს. ასევე, ნუ ეცდებით რადიკალურად შეცვალოთ ცხოვრება. ისწავლეთ ადამიანებთან ურთიერთობა, მოვლენების მშვიდი და რეალური აღქმა და ამის ფონზე მოქმედება. გაითვალისწინეთ ახლობლებისა და კოლეგების რჩევა-დარიგება. ეს თქვენთვის მეტად მომგებიანი აღმოჩნდება და საქმეშიც წაგადგებათ.  იყავით პრაქტიკული და გონებამახვილი. თუ კარიერის გაკეთება გსურთ, შავი დრაკონის წელიწადი ამისთვის მეტად მომგებიანია. ასევე, დიდია შეცდომების დაშვების ალბათობაც. 

მაიმუნი – კარგი წელია ახალი ცოდნის ასათვისებლად, გამოცდილების მისაღებად. ნუ გადაძაბავთ გონებას გრანდიოზულ გეგმებსა და დიდ მოგებებზე ფიქრით. მაიმუნის წელში დაბადებული ადამიანებისთვის 2012 წელი, მშვიდი და სტაბილური ნამდვილად არ არის. ამ წელს მოგიწევთ ბევრი საქმის ერთდროულად შესრულება და გარკვეული პრობლემების გადალახვა. გაგიმართლებთ ახლობლებში, კოლეგებისა და პარტნიორების მხარდაჭერაში. უნდა გაითავისოთ თქვენი ვალდებულებები. ამისთვის კი უნდა აკონტროლოთ ვნებები და თქვენი მოვალეობები კარგად გაითავისოთ.  განსაკუთრებული შარმითა და მიმზიდველობით, ბევრი ადამიანის გაოცებას და გულის დაპყრობას შეძლებთ. მთავარია, თაყვანისმცემლების გარემოცვაში უხეშობა არ გამოავლინოთ და უმიზეზოდ არ ატკინოთ მათ გული. თუ მიენდობით ინტუიციას და კარგად დააკვირდებით გარშემო მყოფებს, მაშინ ურიცხვ თაყვანისმცემელთა შორის, ნამდვილ სიყვარულს აუცილებლად იპოვით. 

მამალი – თქვენს შრომასაც სათანადოდ დააფასებენ ხელმძღვანელი პირები და ეს პირად ცხოვრებაზეც დადებითად აისახება. წელს ფულის დაბანდება და საქმიან პარტნიორებთან დამაჯერებელი გამოსვლები, თქვენს შემოსავლებს გაზრდის. თქვენი ავტორიტეტი ერთი-ორად გაიზრდება გარშემო მყოფების თვალში. წინ რომ პერსპექტიული გზა გაიხსნათ და უზრუნველი მომავალი შეიქმნათ, უნდა გამოავლინოთ აქტიური მოქმედებები, გამოასწოროთ წარსულში დაშვებული შეცდომები და გათავისუფლდეთ უსარგებლო კავშირებისა თუ აზრებისგან. ასევე, შეგიძლიათ დაფიქრდეთ სამსახურის გამოცვლაზე, სხვადასხვა სფეროში გამოსცადოთ თქვენი შესაძლებლობები და საკუთარ საქმეს მიაგნოთ. 

ძაღლი – საკუთარი პოზიციის შესანარჩუნებლად ბევრი ბრძოლა მოგიწევთ.  მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგები და ბარიერები კარიერაში. ეძებეთ გამოსავალი, როგორ მოიხსნათ სტრესი. ნუ იქნებით ზედმეტად ამპარტავანი და ნუ გექნებათ მხოლოდ თქვენი მომხიბვლელობის იმედი. უმჯობესია კარგად გაიაზროთ მიმდინარე მოვლენები და მოერგოთ გარემოებებს. მოერიდეთ ზედმეტ გადაღლას და დიდი რაოდენობით სამუშაოს შესრულებას. უმჯობესია, თუ ინიციატივას და შრომისუნარიანობის მაქსიმუმს წლის მეორე ნახევარში გამოავლენთ, რადგან ეს პერიოდი იღბლიანია და თქვენი შრომაც მაქსიმალურად დაფასდება. 2012 წლის პირველ ნახევარში, არ გირჩევთ რადიკალური ნაბიჯების გადადგმას და რაიმეს შეცვლას. ეს წლის მეორე ნახევრისთვის გადადეთ. 

ტახი – შრომის შედეგად ავტორიტეტსაც აიმაღლებთ და შემოსავლების მხრივაც საწუწუნო არაფერი გექნებათ. 2012 წელს თქვენი ავტორიტეტი საგრძნობლად ამაღლდება. მოიმატებს იღბლიანობა და ეს სასურველ შედეგებს მოგიტანთ. მოიხსენით შინაგანი კომპლექსები, შეცვალეთ ცხოვრების კურსი, გამოავლინეთ ძალაუფლება და იბრძოლეთ წარმატებების მოსაპოვებლად. თქვენ წელს ნამდვილად შეძლებთ გარშემო მყოფები გააოცოთ თქვენი ტალანტითა და ნიჭით. მოსალოდნელია, საქმიანი გადაადგილებები, შეხვედრები, ახალი თავბრუდამხვევი შთაბეჭდილებები და ახალი ნაცნობობა. 2012 წელი, ტახის წელში დაბადებულებისთვის, ცოტა რთულია ფინანსური გარიგებების მხრივ. ამიტომ, კარგად დააკვირდით რას გთავაზობენ საქმიანი პარტნიორები და ამის შემდეგ იფიქრეთ, გიღირთ თუ არა მათთან გარიგება. 

 

скачать dle 11.3