მწარე შოკოლადი – ახალგაზრდობის ელექსირი
შავი შოკოლადის მცირე ულუფის ყოველდღიურად მოხმარება, ჩვენს კანს მზის სხივების ნეგატიური მოქმედებისგან იცავს და შესაბამისად, ანელებს დაბერების პროცესს. ბრიტანელმა სწავლულებმა დაადგინეს, რომ ეს ხდება კაკაოს მარცვლებში ფლავინოლების მაღალი შემცველობის გამო. ანტიოქსიდანტები კანის უჯრედებს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან იცავს. მაგრამ, როგორც მკვლევრები გვაფრთხილებენ, ლაპარაკია, სახელდობრ, მუქ შოკოლადზე, რძიანი შოკოლადის მიღებისას ასეთი ეფექტი არ ხდება.
შვედმა სწავლულებმა კი გამოარკვიეს, რომ ადამიანებს, რომლებიც გულის დაავადებებით იტანჯებიან, სიკვდილის რისკი 70 პროცენტით შეუმცირდებათ, თუ შავ შოკოლადს კვირაში ორჯერ მაინც მიირთმევენ.
უფრო ადრე მკვლევრებმა ისიც დაადგინეს, რომ მწარე შოკოლადის მოხმარება აუმჯობესებს სისხლის მოძრაობას, ამცირებს თრომბების წარმოქმნის რისკს და იცავს ადამიანს ნაწლავის კიბოსგანაც კი.
გავიხსენოთ, რომ მუქი შოკოლადის სასარგებლო თვისებებზე დიდი ხანია, საუბრობენ. კერძოდ, დადგენილია, რომ იგი გვიცავს სტრესისგან, ქრონიკული დაღლილობის სინდრომისგან და ამაღლებს გუნება-განწყობილებას. ამასთან, შოკოლადის მწარე სახეობები ხელს უწყობს გახდომას, რადგან დიდი ხნით ქმნის დანაყრების შეგრძნებას.