კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თამთა გოგუაძის თვეობით გასტროლებს მისი შვილი განიცდის

 

 

მომღერალი თამთა გოგუაძე უკვე რამდენიმე წელია, საკმაოდ აქტიურად ცხოვრობს. ის ანსამბლ „ქართული ლეგენდა სამაიასთან” ერთად ხშირად მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში, რის გამოც ოჯახში დიდ დროს ვეღარ ატარებს. თამთა საკუთარი ბედით კმაყოფილი და ბედნიერია. როგორც თავად ამბობს, საქმე, რომელსაც აკეთებს, ძალიან სიამოვნებს და ყველაფერს იზამს იმისთვის, მისმა შვილმა დედით ყოველთვის იამაყოს.

– რას საქმიანობ ამჟამად, რა სიახლეები გაქვს ჩვენთვის მოსაყოლი?

– სანამ გასტროლზე წავიდოდი, საბანკო კურსებზე შევედი და წარმატებით დავამთავრე. სექტემბრიდან კიდევ ვაპირებ ცოდნის გაღრმავებას, ანუ ტურნეების შუალედებში, ვგეგმავ სწავლას. ამჟამად კი ვისვენებ და მცხეთაში ვარ აგარაკზე. ჩემი შვილი ძალიან ბედნიერია, დედა რომ გვერდით ჰყავს. ჩემს ხანგრძლივ გასტროლებს ის ძალიან განიცდის. შარშან, მაგალითად, ანტალიაში ვიყავით დიდი ხნით, მაგრამ მანამდე დუბაიში ვიყავით თვე-ნახევარი. კიდევ, საფრანგეთში 33 დღე. ამდენი ხნით ქვეყნიდან გასვლა ნამდვილად არ მბეზრდება, რადგან ძალიან მიყვარს მოგზაურობა, თან ჩემს საქმეს ვაკეთებ. ხალხსაც უხარია ჩვენი ჩასვლა, რადგან ძალიან მოსწონთ ქართული ფოლკლორი და სადაც არ უნდა ვიყოთ, ჩვენი გამოსვლა მათთვის უცხო და საინტერესოა. ეროვნულ კაბას რომ ჩავიცვამ, ძალიან ამაყად ვგრძნობ თავს. ფოლკლორი ჩემთან ძალიან ახლოა, გათავისებული მაქვს და ამ ჟანრში ძალიან კარგად ვგრძნობ თავს.

–  რაც შეეხება სოლო კარიერას, რა ხდება?

– ვწერ სიმღერებს, რომელიც ძირითადად, რადიოში ჟღერს, რადგან საქართველოში კონცერტები რატომღაც ხშირად არ იმართება. ახლახან „ლექსი მითქვიას” რემიქსი ჩავწერე. მინდა, კიდევ რომელიმე ჩემი სიმღერის ახლებური ვარიანტი გავაკეთო. ეს ალბათ იმ სიმღერაზე გაკეთდება, რომელიც უკვე მოძველებულია, მაგრამ თავის დროზე ჰიტი იყო. ვფიქრობდი, გამეკეთებინა სიმღერა „შენი ბრალია,” – მაგრამ ვნახოთ. თუ გავაკეთებ, ორიგინალზე ნაკლები არ უნდა იყოს. ეს სიმღერა 2006 წელს ჩავწერე და მსმენელს დღემდე მოსწონს, არავის დავიწყებია და დროს გაუძლო. 

– სხვათა შორის, ამ სიმღერაზე ძალიან ბევრი ამბობდა, რომ ყოფილ მეუღლეს მიუძღვენი. მართალია?

– „შენი ბრალია” – ჩემს ყოფილ მეუღლეს არ ეძღვნებოდა. თუ ადამიანი იმსახურებს, რომ სიმღერა მიუძღვნა, მაშინ მას შენს ცხოვრებასაც მიუძღვნი. რადგან ცხოვრება არ მივუძღვენი, მაშინ არც სიმღერის ღირსი ყოფილა. ამის გამო არანაირი სინანულის გრძნობა არ დამრჩენია და ეს სიმღერა ვინმე კონკრეტულისთვის კი არა, ყველასთვის შექმნილი სიმღერაა. ამ სიმღერის შექმნაში მე, პირადად, არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია. ჭაბუკა ამირანაშვილმა დაწერა მელოდია, მანვე მიიტანა ტექსტის ავტორთან – მანანა გურგენიძესთან. იმ პერიოდში არც ის იყო გახმაურებული, რომ ქმარს ვიყავი გაშორებული. უბრალოდ, ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა. მანანას ორი კვირის გარდაცვლილი ჰყავდა მეუღლე და ისეთ განწყობაზე იყო, როგორი ტექსტიც დაწერა და მელოდიას ძალიან მოუხდა. ვისაც რა უნდა, ის იფიქროს, მე ხომ ვიცი, რომ არავისთვის მიმიძღვნია. 

– უცხოეთში იმ რაოდენობის შენაძენს აკეთებ, დარწმუნებული ვარ, აეროპორტში ყველაზე მეტ თანხას ზედმეტ წონაში შენ იხდი.

– გამიმართლა, რომ ტურნეებში ანსამბლთან ერთად ვარ და საერთო წონა ყველაზე ნაწილდება. ამიტომ, ზედმეტი არასოდეს გადამიხდია. მახსოვს, ჰოლანდიიდან რომ ვბრუნდებოდით, ყველაზე ბევრი ბარგი მე მქონდა, დაშვებულზე 40 კილოგრამით მეტი. იმდენი რამ მომეწონა, თავს უფლება მივეცი და ოჯახის ყველა წევრისთვის საჩუქრები ვიყიდე. მას შემდეგ, რაც უცხოეთში ხშირად დავდივარ, თბილისში ელემენტარული ნივთების გარდა, აღარაფერს ვყიდულობ. არჩევანი იქ უფრო დიდია, და მირჩევნია, უცხოეთში „ვიშოპინგო“. ძალიან მიყვარს ეს პროცესი. 

 ჩემი ბედით ძალიან კმაყოფილი ვარ. კარგად ვგრძნობ თავს და ცხოვრება კარგ ხასიათზე მაყენებს.

 

скачать dle 11.3