ბესიკ ბუხრაშვილმა სამ საათში ბურთი 15 780-ჯერ აკენწლა
28 დეკემბერს გაიმართა ბესიკ ბუხრაშვილის საგინესო-სარეკორდო ასპარეზობა. მან სამი საათის განმავლობაში ორივე ფეხით, შეუჩერებლივ აკენწლა ბურთი 15 780-ჯერ, თან ისე, რომ ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი. ბესიკ ბუხრაშვილი 1988 წელს, თერჯოლის რაიონის სოფელ თუზში დაიბადა. ის თერთმეტი წლიდან არის გატაცებული ბურთის კენწვლით და ახლა უკვე, როგორც საკუთარი თავი, ისე მთელი სოფელი და საქართველო ასახელა. რეკორდის დამყარებას ძალიან ბევრი მაყურებელი ესწრებოდა. სპორტსმენმა ყველას აღფრთოვანება გამოიწვია.