კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საშობაო ზღაპარი ანსამბლ “გვირილასგან„

 

 

 მრავალწლიანი ისტორიის მქონე საბავშვო სტუდია „გვირილა” განახლებული საახალწლო პროგრამით წარდგა მაყურებლის წინაშე. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში „გვირილამ” ულამაზესი საშობაო ზღაპარი, „ჩიტი ჩიორა” წარუდგინა მაყურებელს. სპექტაკლის რეჟისორია გოგა ოსეფაშვილი: ანსამბლ „გვირილასთან” დიდი ხანია, ვთანამშრომლობ. ქალბატონმა ერნამ არაერთი ნიჭიერი მომღერალი აღზარდა, რომლებიც როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთშიც მოღვაწეობენ – გიორგი ანდღულაძე, გიორგი ბოლაშვილი... რაც შეეხება პატარებს, ძალიან საინტერესო იყო „გვირილას” ახალ თაობასთან მუშაობა, რომლებიც ნიჭიერებით მართლაც რომ გამოირჩევიან. მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო „ჩიტი ჩიორას” მთავარი გმირები: ჩიორა – მარიამ აფციაური, მელაკუდა – ნინო დვალიძე და მონადირე – გიორგი ღოღობერიძე.” 

ანსამბლ „გვირილას” ხელმძღვანელი, ერნა წიფურია: „მიუზიკლზე მუშაობა საკმაოდ რთული და შრომატევადი იყო, მაგრამ ამ შრომამ სათანადო შედეგი გამოიღო, ფილარმონიის სცენაზე ბავშვებმა სასწაული მოახდინეს. „გვირილას” ბავშვები არაჩვეულებრივად გულწრფელი თამაშით, სამსახიობო ოსტატობით გამოირჩეოდნენ და თანატოლების მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.” ახალი სიმღერები „გვირილას” ბავშვებმა ნუგზარ კვაშალთან, ეთერ კაკულიასთან ერთად შეასრულეს. ღონისძიების გენერალური სპონსორი გახლდათ „ორბი ჯგუფი”, რომელმაც საახალწლო საჩუქრები დაურიგა მიუზიკლის მონაწილეებს. „გვირილამ” კომპანია „კულას” ჰიმნი დაუწერა, რომლის პრეზენტაციაც ამ დღეს შედგა. „კულამ“ კი იზრუნა ბავშვების საახალწლო ჩაცმულობაზე. საახალწლო ფესტივალს მხარს უჭერდა კომპანია: „სოკარი”, ჩაი „გურიელი”, „ბერტა“, „ახალი ნათება”, საკონდიტრო „ნარცისი”. ფესტივალს უძღვებოდნენ ყველასთვის საყვარელი ნუგზარ კვაშალი და პროექტის ავტორი ნინო ჩიხლაძე. 

 

скачать dle 11.3