კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აეჭვიანებს ცოლს გიგა კვენეტაძე და როდის დგას მისი ოჯახი დანგრევის საშიშროების წინაშე

გიგა კვენეტაძე რამდენიმე წელია, მეუღლესთან ერთად მოსკოვში ცხოვრობს და ცნობილი რუსი შემსრულებლებისთვის საკმაოდ ძვირადღირებულ სიმღერებს წერს. „როცა მამამ პეტერბურგში წაგიღო, კარტული სულ დაგავიწყდა” – გიგასაც ასე დამართნია ცოტათი. მომიბოდიშა, აქ ქართველებიც ერთმანეთს რუსულად ვესაუბრებითო. სწორედ ინტერვიუს დღეს ერთ-ერთ რუსულ არხზე გიგას სიმღერის პრემიერა შედგა, რომელსაც დათო ხუჯაძე ასრულებს. 

 

– გიგა, ვიდრე დაგეკონტაქტებოდი, შენი ინტერვიუები გადავიკითხე. ამბობ, შოუ-ბიზნესს საქართველოში ერთი კლანი მართავსო. მომეჩვენა, თუ ნაწყენი ხარ? გქონია ვინმესთან დაპირისპირება, გბლოკავდა ვინმე?

– არა, წყენა აქ არაფერ შუაშია. კითხვა მინდა შემოგიბრუნო, მე თვითონაც ჟურნალისტიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენელი ვარ. გულახდილად მითხარი, როგორ ფიქრობ, შოუ-ბიზნესი დღეს არსებობს საქართველოში?

– არ ვიცი, ალბათ, ამჟამად არა.

– ჰოდა, ამით ყველაფერია ნათქვამი, არშემდგარი ქართული შოუ-ბიზნესის კლანებზე ლაპარაკი დიდი სისულელეა. 10, 5 წლის წინ უკეთესი მდგომარეობა იყო. არ ვიცი, ალბათ, ხალხი შეიცვალა. დიდი კონკურენცია იყო, „შემოქმედებითი წვა”. ბევრი მეგობარი დავტოვე მანდ და მეუბნებიან, რომ ახალი არაფერი იქმნება და მუდმივად ძველი ტრიალებს. ეს ერთი და იგივე სახეები მობეზრდა ხალხს. სულ სამი კაცი ხომ არ უნდა ჩანდეს? მე ნამდვილად არ ვისურვებდი, ყველა კონცერტზე სულ მე ვყოფილიყავი. ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომელიც არ ჩანს ეკრანზე, არც რადიოში ტრიალებს. ჩემს დროს სპორტის სასახლე ივსებოდა 15 000-კაციანი დარბაზი. რუსეთში იმიტომ წავედი, რომ აქაურ შოუ-ბიზნესში ძალიან ბევრი რამ კეთდება, დიდი გასაქანია. აქ ყველა მომღერალს ჰყავს თავისი მეცენატი, რომელიც აფინანსებს. ძალიან გული მწყდება, რუსეთთან ასეთი დაძაბული ურთიერთობა რომ არის. უკრაინასთან დათბა უფრო და წამყვანები, მსახიობები, მომღერლები ხშირად მიდი-მოდიან.

– კონფლიქტი გქონია ვინმესთან აქ ან კონკურენტად თვლიდი ვინმეს?

– არა, ძალიან უკონფლიქტო ვარ და არც ღია, არც ფარული დაპირისპირება არავისთან მქონია. მე და ანრი ჯოხაძე ვმეგობრობდით, სტუდიაში დადიოდა ჩვენთან ხშირად, ნინისთანაც მეგობრობდა და ერთმანეთის გარდა, რეალურ კონკურენტადაც არავის ვთვლიდით (იცინის). შოუ-ბიზნესი ინტრიგების ბიზნესია, მაგრამ არც მანდ და არც აქ, არ მიმყავს საქმე იქამდე, ინტრიგების მსხვერპლი გავხდე.

– შენ ხშირად სენტიმენტალურ მომღერლად მიგიჩნევდნენ, კომედიურ შოუებში ხშირად ხუმრობდნენ ამაზე. გახსოვს ალბათ, ალეკო მალხაზიშვილმა შენი ცრემლები აჩუქა ჟირინოვსკის. ეს არ გაღიზიანებდა ხოლმე?

– არა, როცა ასეთ პოპულარულ შოუებში ცენტრალურ არხებზე შენს სახელს აფიარებენ და „არასკრუტკებენ”, რატომ უნდა გეწყინოს? მაგ ამბავზეც მშვენიერი რეაქცია მქონდა, ვლადიმირ ჟირინოვსკისაც ვიცნობ პირადად. ურთიერთობაში ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანია. ვხვდები ქუჩაშიც, კონცერტებზეც ხშირად დადის ხოლმე. ჩვენ აქ პოლიტიკაზე არ ვლაპარაკობთ. პოლიტიკოსებთან არ ვმეგობრობ, მე შოუ-ბიზნესის წრეში ვტრიალებ.

– ქართველების მიმართ როგორი განწყობაა რუსულ შოუ-ბიზნესში?

– შესანიშნავი. ტყუილია ის აზრი, თითქოს ჩვენ მიმართ ასეთი დამოკიდებულება იყოს, რომ გამოქვაბულებში ვცხოვრობთ და დიდი ცხვირები გვაქვს (იცინის). თავიანთ მუსიკოსებზე მაღლაც კი გვაყენებენ. შენ წარმოიდგინე, ბევრი გვაფასებს, იციან ქართული მუსიკალური ტრადიციების შესახებ, მიაჩნიათ, რომ ჩვენ მუსიკაში უფრო მეტი გვესმის, ვიდრე მათ. ამას ჩემთან საუბარშიც ხშირად აღიარებენ. 

– ვისთან მეგობრობ რუსულ შოუ-ბიზნესში?

– მეგობრობით უფრო ქეთასთან, დათოსთან. დათოს თბილისშიც ვიცნობდი და უფრო ახლო ურთიერთობა აქ ჩამოგვიყალიბდა.. სოსო პავლიაშვილთანაც ვმეგობრობ, დიანა ღურწკაიასთან. ცნობით, ყველას ვიცნობ, ახლახან სერგეი ზვერევი გავიცანი, საკმაოდ ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა. ცოტა ვარსკვლავური ავადმყოფობა კი სჭირთ, მაგრამ სნობები არ არიან. ჟასმინს ვიცნობ, დიმა ბილანს, სერგეი ლაზარევს, ვერკა სერდიუჩკას – მაგარი ტიპია ძალიან... უფრო პროდიუსერებთან ვთანამშრომლობ, ვინ დავასახელო – იანა რუდკოვსკაია, ოლგა რუდენკო და სხვა. ისინი ბევრი ცნობილი შემსრულებლის – ვიკა დაინენკოს, ტიკილას პროდიუსერები არიან. ახლახან იანას ჰქონდა ძალიან სერიოზული კონცერტი მუსიკის სახლში. იქ ყველა ცნობილი სახე გამოდიოდა – დიმა ბილანიდან მალიკოვამდე. ზუსტად ახლა ერთი ჩემი სიმღერა იყიდა „ა-სტუდიომ”. ბორიას ძალიან მოეწონა ჩემი სიმღერა... სწორედ ახლა ჩემი ახალი სიმღერის პრემიერაა ერთ-ერთ არხზე. სიმღერას დათო ხუჯაძე ასრულებს, „ფეისბუქზეც“ დავაანონსე რამდენიმე დღის წინ. მე ეს სიმღერა მქონდა, დათოს მოვასმენინე და ძალიან მოეწონა... დათომ ამ სიმღერაზე კლიპიც კი გადაიღო, რასაც არ ველოდი. კლიპი აქ ძალიან ძვირი ღირს. ამ კლიპში ძალიან ცნობილმა კინომსახიობმა, მარია ბერსენევამ მიიღო მონაწილეობა. კლიპის პრემიერა 15 იანვარს შედგება. 

დათომ ადრეც შეასრულა ჩემი სიმღერა, რომელიც საკმაოდ რიტმულია და რადიოსა და ტელევიზიაში დიდხანს ტრიალებდა, დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა – „ჩორნაბელაია ნოჩ“ ჰქვია.

– ბოდიში, უნდა გკითხო, ცოტა აქცენტი გაქვს თუ მეჩვენება?

– კი, ეგრეა (იცინის). ქართული კი მახსოვს კარგად, არ დამვიწყებია. თუმცა, ქართველებსაც რომ ვხვდებით, რუსულად გვიწევს საუბარი – მე, დათო, ქეთა, რომ ვიკრიბებით, კი ვცდილობთ, ქართულად ვილაპარაკოთ, მაგრამ არ გამოდის. იქ არიან რუსები, რომლებსაც არ ესმით ქართული და უბრალოდ, უხერხულია, არადელიკატური. შეკრებითაც ხშირად ვერ ვიკრიბებით. მოსკოვი ისეთი ქალაქია, ყველას თავისი საქმე აქვს, სულ გადარბენებზე ხარ. არადა, ისე მინდა, სამსახურის გარეთ ერთი-ორი სიტყვა ვუთხრათ ერთმანეთს, ქართულად ვიქეიფოთ.

– აქეთ ახერხებ ხოლმე ჩამოსვლას?

– ხშირადაც ვერ ჩამოვდივარ. ახლა საბუთების ამბებს ვაგვარებ, რუსეთის მოქალაქეობა უნდა მივიღო. ქვეყანა კი მენატრება, მაგრამ უფრო ჩემი ოჯახის წევრები დედა, და... დედაჩემს გული მოსდის, დღეში ორჯერ თუ მაინც არ დავურეკე (იცინის). სულ რაღაცეებს ატანს, ვინც აქეთ მოდის და ვსაყვედურობ, ნუ აწუხებ ხალხს-მეთქი (იცინის). ჩურჩხელებს, ყველს, რა ვიცი...

მაგრამ აქ მირჩევნია, აქ სიმღერებს ვწერ, არანჟირებას ვაკეთებ და თავს კარგად ვგრძნობ. დიდხანს ვაპირებ დარჩენას. პირველი ორი წელი კი გამიჭირდა, ყველაფერი თავიდან დავიწყე. დიდი ფული უნდა აქ სცენაზე დგომას და საერთოდ, შოუ-ბიზნესში ყოფნას. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ნუგზარ წიკლაურს, რომელიც აქ ძალიან დამეხმარა. ბიძგი ყველგან გჭირდება ადამიანს, მით უმეტეს, რუსულ შოუ-ბიზნესში. სცენა კი ძალიან მენატრება, მაგრამ მოვა მაგის დროც. აქ ჯობია, ეგრევე არ დადგე სცენაზე, ჯერჯერობით კომპოზიტორი ვარ და ასეც კარგად ვგრძნობ თავს.

– კიდევ რა გეგმები გაქვს?

– რამდენიმე პროექტი მაქვს დასასრულებელი. გუშინ ოლგა რუდენკოს გავუგზავნე ჩემი ახალი სიმღერა, მოუსმენს და მეტყვის პასუხს. ჟასმინმა იყიდა ჩემი სიმღერა, მაგრამ ამჟამად ორსულადაა და შემოქმედებითი პაუზა აქვს. თუმცა სცენას აუცილებლად დაუბრუნდება. დიანა ღურწკაია, კიდევ ერთი ბელორუსი მომღერალია ანჟელიკა აგურბაში, ისიც ასრულებს ჩემს სიმღერას... სოსო პავლიაშვილს გავუკეთე რამდენიმე არანჟირება. ახლა მინდა შევთავაზო ერთი ძალიან საინტერესო სიმღერა. ერთი ქართველი შემსრულებელი დამრჩა, რომელსაც არ უმღერია ჩემი სიმღერა (იცინის). სოსოს 3 წელია ვიცნობ, ძალიან კარგი ადამიანია, უშუალო და ნიჭიერი, რუსეთში ძალიან პოპულარულია, ხშირად ეძახიან კონცერტებზე.

სხვათა შორის, „დომ დვას“ ერთ-ერთმა მონაწილემ, დავით კალანდაძემ ჩემი სიმღერა „როგორ მინდა მოგეფერო” იმღერა რუსულ ენაზე. მაშინვე გახდა პოპულარული და „რუსსკოე რადიოზე” დაატრიალეს. იქ მოხვედრა კი ადვილი არ არის. 6 თვე დღეში 3-ჯერ, 4-ჯერ მაინც გადიოდა. თუ მუსიკალური თხოვნები იყო, უფრო მეტჯერაც. 

– რუს ქალბატონებზე გკითხავ, არ იჩენენ ყურადღებას? თუ მითია „გრუზინის” მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება?

– მითი არ არის, რეალობაა (იცინის). ყველა თავისებურად ცდილობს გაცნობას და დაკონტაქტებას. რუსეთში არა, მაგრამ საქართველოში რომ ვიყავი და „რუსთავი 2-ში” გვქონდა სტუდია „ორფეოსი”, დამიძახეს და მეუბნებიან: შენი თაყვანისმცემლები გიცდიან ლიფტთან და გადი, თორემ დაანგრიეს იქაურობაო. გავედი და ვხედავ, სამი გოგო, დგას, ძალიან გვიყვარხართ და ავტოგრაფი, თუ შეიძლებაო. მივეცი ორს და მესამეს ვეუბნები, მომეცი კალამი და ფურცელი, დაგიწერო-მეთქი. რა ქნა, იცი? ზედატანი გაიხადა და მომაწოდა, მკერდზე დამაწერეო (იცინის). დიდი სიამოვნებით დავაწერე, მშვენიერი დასაწერი ჰქონდა (იცინის).

– მივხვდი, რომ ასე იქნებოდა. მოსკოვში არ შეგმთხვევია მსგავსი რამ? ნინი არ ეჭვიანობს მერე?

– როგორ არა. ქართველი ქალი ეჭვიანობისა და კაპრიზების გარეშე წარმოუდგენელია.

– რატომ? მე არ ვეჭვიანობ მეუღლეზე, ვენდობი.

– თუ გიყვარს, უნდა იეჭვიანო, იმიტომ რომ არც ერთი კაცი არ ვართ სანდო. რა იცი, რა ხდება (იცინის)?!  

– ქუთაისელი ხარ და კარგი იუმორი გექნება. ესმით შენი იუმორი რუსებს?

– ქუთეისური იუმორი (იცინის)? კი, ესმით, როგორ არა. 

– ევროპაში თუ მოგზაურობ?

– კი, განსაკუთრებით მიყვარს ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, შემდეგ „ელ კლასიკოს“ მინდა დავესწრო. „რეალის“ გულშემატკივარი ვარ. ნინი ჩემი ჯიბრით, როგორც ქალებს გჩვევიათ, „ბარსას” მხარეზეა ხოლმე. ისე ვბრაზობ, „რეალი” რომ აგებს, ნინის ვეჩხუბები, გადი აქედან, სანამ ოჯახი დაგვენგრა-მეთქი (იცინის). რამდენი ხანია ნინი მეწუწუნება, ჩინეთში საშოპინგოდ წავიდეთო, მაგრამ მე არ მაინტერესებს ჩინეთი.

– ჩინეთში შოპინგზე?

– კი, რა გაგიკვირდა? ყველაფერი, რაც აქ და საქართველოში შემოდის, ჩინურია. შეგვიძლია, იქ იაფად ვიყიდოთ.

 

 

скачать dle 11.3