კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მიზეზით დაკარგეს ნათესავებმა ერთმანეთი და ვინ იპოვა დეიდაშვილი თბილისიდან პიატიგორსკში

 

52 წლის ლუიზა ვახტანგის ასული დარსაველიძე ეძებდა: 55 წლის ნიურა ლავრენტის ასულ პუჩინას (ქალიშვილობის გვარი – შალიკაშვილი).

ისტორია: ვეძებ ჩემს დეიდაშვილს: 55 წლის ნიურა ლავრენტის ასულ პუჩინას (ქალიშვილობის გვარი – შალიკაშვილი). ჩემი დეიდაშვილი უკვე ხუთი წელია, რაც არ მინახავს. მას ვერანაირად ვერ ვუკავშირდები. ძალიან გთხოვთ, გვაპოვნინოთ ერთმანეთი. ჩემს ოჯახს ეს ძალიან უნდა. სამწუხაროდ, ჩვენს ხელთ არსებულ ტელეფონის ნომერზე ჩემი დეიდაშვილი უკვე მერამდენე წელია, არ პასუხობს. ჩვენი გაგზავნილი წერილებიც ყოველთვის უპასუხოდ რჩება.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია რუბრიკა „დაკარგულების“ მკითხველმა „თბილისელების“ ერთ-ერთ ნომერში წაიკითხა. ქალბატონი ლუიზას დეიდაშვილი 55 წლის ნიურა პუჩინა ნაპოვნია. ის დღემდე პიატიგორსკში ცხოვრობს, უბრალოდ, სულ სხვა მისამართზე.

ლუიზა დარსაველიძე: გახარებული ვარ და მადლიერი. ბოლოს ნიურა 2006 წელს ვნახე, როდესაც ის დედამისის დაკრძალვაზე იყო ჩამოსული თბილისში. მას შემდეგ ჩვენ შორის კავშირი არ ყოფილა. ძალიან ვნერვიულობდი და განვიცდიდი. ნიურა და მე ღვიძლი დებივით გავიზარდეთ. მას შემდეგ კი, რაც ის ცოლად გაჰყვა მოისეი პუჩინს და საცხოვრებლად პიატიგორსკში წავიდა, ჩვენ შორის ყოველთვის იყო კავშირი – ან სატელეფონო, ან წერილობითი. ახლა კი რომ არა თქვენ, დამოუკიდებლად მე მას ვერ ვპოულობდი და ალბათ, ვერც ვიპოვიდი. 

– მაინც, რა იყო თქვენ შორის კავშირის შეწყვეტის მიზეზი. ნიურა თუ გეძებდათ თქვენ?

– ნიურას თბილისში არავინ ჰყავს ჩემი და ჩემი ოჯახის გარდა. მეც მასავით დედისერთა ვარ. ჩემს ოჯახსაც ისევე უნდოდა ნიურასა და მისი ოჯახის პოვნა, როგორც მე. გასაკვირი იყო ჩემთვის ის ფაქტი, რომ ნიურა ამდენი ხნის განმავლობაში არ გამომეხმაურა, არც ერთხელ არ დამირეკა და სულ ცუდს ვფიქრობდი. ვიცოდი, რომ გულმავიწყი და უყურადღებო ადამიანი არ არის და ნამდვილად ვერ ვხვდებოდი, რა უნდა ყოფილიყო ამ ყველაფრის მიზეზი. აღმოჩნდა, რომ ნიუროჩკა საცხოვრებლად სულ სხვაგან გადასულა. შესაბამისად, ჩემი წერილები მას არ მიუღია (მე ხომ ძველ მისამართზე ვწერდი). რაც შეეხება ჩემს მისამართს და იმას, რომ მას დაერეკა ჩემთვის, ეს გაუგებრობაც სრულიად შემთხვევით მოხდა: თურმე, ნიურას სულ პატარა შვილიშვილს, 3 წლის სონეჩკას დაუხევია ბებიამისის ბლოკნოტი, რომელშიც ჩვენი ტელეფონის ნომერი ჰქონდა ჩაწერილი. სამწუხაროდ, ჩემი მისამართი ნიურას ჩაწერილი არ ჰქონია, უფრო ზეპირად იცოდა. ჩვენი სახლის ნომერი კი ზუსტად არ ახსოვდა, რომ წერილი მოეწერა ჩემთვის. ბუნებრივია, ისიც განიცდიდა ჩვენ შორის კავშირის გაწყვეტას და სულ ფიქრობდა, როგორმე მოეწვდინა ჩემთვის ხმა. მაგრამ ვერანაირად ახერხებდა ამას. თურმე ნიურას შვილებიც მეძებდნენ სხვადასხვა სოციალურ ქსელში, მაგრამ, სამწუხაროდ, მე არსად ვარ დარეგისტრირებული და ეს ყველაფერი ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს გასტანდა, თქვენ რომ არ დამხმარებოდით.

– აპირებთ თუ არა შეხვედრას და სად გეგმავთ ამას?

– აუცილებლად მინდა, რომ ნიურა ვნახო. მე უკვე დავპატიჟე სტუმრად საქართველოში და, სავარაუდოდ, ზაფხულში ჩამოვა. ამჟამად ის თავის უმცროს შვილს, ოლეგს ეხმარება შვილის გაზრდაში. ნიურას ყოველთვის ენატრებოდა საქართველო და ახლაც ძალიან ენატრება. 

– სამწუხაროდ, ერთმანეთის პოვნის შემთხვევა, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მათი დაკარგვის. რას უსურვებდით იმ ადამიანებს, ვინც ჯერ კიდევ ეძებს თავის ახლობელს ან წლების განმავლობაში ვერ პოულობს?

– სამწუხაროდ, ნამდვილად ასეა. ადამიანები უფრო ხშირად კარგავენ ერთმანეთს, ვიდრე პოულობენ. ამიტომ, მინდა, ყველას ვუსურვო – ეპოვოთ ისინი, ვისაც ეძებენ, გაიხარონ და კვლავ აღედგინოთ დაკარგული ურთიერთობა. ძნელია, წინასწარ გათვალო, რამდენი ხანი დასჭირდება ძებნას. ეს თქვენ ჩემზე უკეთ იცით. მაგრამ, ყველაზე კარგია, როდესაც ადამიანი იმედიანადაა და თვითონაც არანაკლებ ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს ძებნის საქმეში.

 

скачать dle 11.3